ოფციონებით ვაჭრობის დროის პერიოდები (ზოგადად)

ბინარულ ოფციონებზე ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ წვიმიან ამინდში. რა თქმა უნდა ვითომ გავიხუმრე. ბინარულ ოფციონებზე ეფექტურ ვაჭრობას სხვა შემადგენლებთან ერთად აქვს ერთი ნიუანსიც რომელსაც ფსონის დადების დროის სწორი შერჩევა წარმოადგენს. მუშაობის დროს უნდა გამოვყოთ დროის ინტერვალი, როდესაც სავაჭრო ოპერაციები იქნება ყველაზე მეტად ეფექტური.

ოფციონებზე ვაჭრობის წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სწორად შერჩეული დროის პერიოდი. თუ ტრეიდერმა არ იცის ეს ინტერვალები, მაშინ სასურველი რეზულტატის მიღწევა საკმაოდ გაძნელდება. დროის ფაქტორი - არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი საბირჟო საქმიანობაში.

სწორი დროის ინტერვალის შერჩევისა და ეფექტური სტრატეგიის კომპლექსურად გამოყენების შემთხვევაში წარმატების მიღწევის ადვილია, ხოლო ამ ორი კომპონენტის ცალ-ცალკე გამოყენების შემთხვევაში რეზულტატი იქნება - ნული, ან მინუსი.

ყველა აქტივს გააჩნია სხვადასხვა ბუნება, ამიტომ მათი ქცევა ბირჟაზე ერთმანეთისგან განსხვავებულია. სავალუტო წყვილები ერთნაირად არ რეაგირებენ ფინანსურ სიახლეებზე და თავად ბაზრის რუტინულ რყევებზე. აქტივების ერთი ტიპი გამოგვადგება გრძელვადიანი ინვესტირებისათვის, ხოლო მეორე ტიპის ჩვენთვის აქტიურობის ვადა შესაძლებელია ორიოდე წუთით შემოიფარგლოს.

ინსტრუმენტების უმრავლესობა მომგებიანია მკაცრად განსაზღვრულ დროის ინტერვალში, ამიტომ ტრეიდერმა საკუთარი სამუშაო გრაფიკი უნდა შეუწყოს ამ ინტერვალებს.

ავიღოთ აქციები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ოფციონებზე სავაჭროდ მხოლოდ საფონდო ბირჟის მუშაობის პერიოდში. მიჩნეულია, რომ აქციებით ვაჭრობის ყველაზე ვოლატილური და შესაბამისად მომგებიანი პერიოდებია ევროპული და ამერიკული საფონდო ბირჟების მუშაობის პერიოდები.

მაგალითად, ბუნებრივი აირის აქციებზე ოფციონური ვაჭრობა მიზანშეწონილია 09:00 საათიდან 12:00 საათამდე ნიუ-იორკის დროით. სავალუტო წყვილებთან მიმართებაში საყურადღებოა სავაჭრო სესიების გახსნის დრო. სავაჭრო სესიის გახსნის დროიდან 30 წუთის - 1 საათის შემდეგ, როგორც წესი ფასი მკვეთრად იცვლის მოძრაობის მიმართულებას.

დროის ინტერვალების თვალსაზრისით მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს ეკონომიკური კალენდარი. მნიშვნელოვანი სიახლეების გამოქვეყნების შემდეგ აქტივის ფასი მკვეთრად და მნიშვნელოვნად იცვლება, რაც ასევე გასათვალისწინებელია ბინარულ ოფციონებზე ვაჭრობის დროს.

 

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top