Call ოფციონი და როგორ ვიმუშაოთ მასთან

საფინანსო ბაზრებზე დღეისათვის არსებობს სავაჭრო საქმიანობის უამრავი მეთოდი. ტრეიდერების განკარგულებაშია მრავალი სახის აქტივი, რომლებზეც ბროკერები გვთავაზობენ სხვადასხვა სახის მომსახურებებს. ასეთ მდიდარ სამუშაო ველზე ნებისმიერ ინვესტორს იოლად შეუძლია მოიძიოს მისთვის ოპტიმალური ვარიანტი და მომგებიანად დააბანდოს კაპიტალი, მაგალითად ბინარულ ოფციონებში. 

მით უმეტეს რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ სფეროში მუშაობა გახდა გაცილებით იოლი და სასიამოვნოც კი. გაჩდნენ ბროკერები, რომელთა საქმიანობა მიმართულია კლიენტის ინტერესების დასაკმაყოფილებლად. მთავარია ტრეიდერი ჩამოყალიბდეს იმ კონტრაქტებთან დაკავშირებით, რომელთა დადებაც მას სურს.

არსებობს კონტრაქტების ელემენტარული სახეობები, მაგრამ არსებობს უფრო რთული ვარიანტებიც. თუმცა დამწყები ოფციონისტი პირველ რიგში უნდა გაერკვეს მარტივ კონტრაქტებში, რომელთა შორისაც არის Call ოფციონი, რომელიც თავის მხრივ ერთ-ერთია, ორ ყველაზე პოპულარულ ბინარული ოფციონების კონტრაქტს შორის.

Call ოფციონი და მისი გამოყენება:

ამ კონტრაქტით ვაჭრობა დიდი სირთულეს არ წარმოადგენს, თუ ადამიანს აქვს ელემენტარული წარმოდგენა ფინანსური სფეროს შესახებ და აქვს უნარი სწორად შეაფასოს აქტივის ფასის მოძრაობა. Call ოფციონის ყიდვა საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ აქტივის ფასი გაიზრდება.

ექსპირაციის თარიღის დადგომასთან ერთად, გამოჩნდება გაამართლა თუ არა დადებულმა ფსონმა. სწორი პროგნოზის შემთხვევაში მოგებამ შესაძლებელია შეადგინოს 90%-იც კი, რაც დამოკიდებულია თავად ბროკერის სავაჭრო სპეციფიკაციაზე და აქტივის ტიპზე. არსებობს სავაჭრო მოედნები, სადაც მოგებულ ფსონზე ჯილდო შესაძლებელია იყოს ფსონის 100 პროცენტი.

არ არის მიზანშეწონილი Call ოფციონის ყიდვა თუ ბაზარზე არასტაბილური სიტუაციაა, ან დადგა მნიშვნელოვანი სიახლის გამოქვეყნების წინაპერიოდი. ამ შემთხვევაში ოფციონის ყიდვის რისკი გაუმართლებელია, ვინაიდან სიახლის გამოყვეყნების შემდეგ ბაზარმა შესაძლებელია შიცვალოს მიმართულება ნებისმიერ მომენტში. სამწუხაროდ ამის პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია.

ბინარულ ოფციონებში არაპროგნოზირებადობის ან არასწორი პროგნოზირებადობის წილი გაცილებით მაღალია ვიდრე სხვა ფინანსურ ბაზრებზე. და ამისგან არ არის დაზღვეული არც დამწყები და არც პროფესიონალი ტრეიდერი.

ისევე როგორც სხვა ტიპის კონტრაქტებზე, Call ოფციონზეც არსებობს კლასიკური და ტურბო ოფციონები. განსხვავება მხოლოდ ექსპირაციის ვადებშია. კლასიკურ ოფციონებში შედეგს უნდა ველოდოთ არჩეული დროის პერიოდის განმავლობაში: 1 საათი, 3 საათი 1 დღე და ა. შ. მაგრამ ტურბო ოფციონებზე რეზულტატს ერთი წუთის შემდეგ მივიღებთ.

Call ოფციონის ყიდვის საუკეთესო დრო:

არსებობს რამდენიმე ვარიანტი როდესაც რეკომენდებულია Call ოფციონის ყიდვა. ყველაზე გავრცელებული ვარიანტია, როდესაც ბირჟაზე არსებობს მიზანმიმართული აღმავალი ტრენდი და ბაზრის განწყობაც აღმავალია.

მეორე ვარიანტია, როდესაც დაღმავალი ტრენდი იცვლის მიმართულებას. ამ შემთხვევაში სიჩქარე არ არის საჭირო, მნიშვნელოვანია დაველოდოთ შემობრუნების დადასტურებას გრაფიკული ანალიზის, ან სხვა ინსტრუმენტების მეშვეობით.

მესამე ვარიანტია, როდესაც ყურადღება მახვილდება აქტივის კოტირებაზე, რომელიც მდებარეობს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის დონის მახლობლად. ასეთ შემთხვევაში არსებობს ალბათობა იმისა, რომ ფასი გაარღვევს მას და გაიჭრება გარღვევის მიმართულებით, ან მინიმუმ დატესტავს ამ დონეს, ამიტომ ხშირ შემთხვევაში ტრეიდერები Call ოფციონს ყიდულობენ უშუალოდ წინააღმდეგობის დონის სიახლოვეს.

მაგრამ, ფასს აქვს სხვაგვარი თვისებაც, შესაძლებელია მან კი არ გაარღვიოს წინააღმდეგობის დონე, არამედ აისხლიტოს მისგან, ამიტომ კონსერვატიული ვაჭრობის თვალსაზრისით უმჯობესია დაველოდოთ წინააღმდეგობის გარღვევის დადასტურებას და შემდეგ ვიყიდოთ Call ოფციონი. ან მოვიქცეთ კომბინირებულად, ანუ წინააღმდეგობის დონესთან დამატებით ვიყიდოთ Put ოფციონი, რომლის შესახებაც საუბარი გვექნება სხვა სტატიაში.

ანალიტიკური მეთოდები და მათი როლი ოფციონების ყიდვისას:

გამოცდილი ტრეიდერებისათვის ანალიტიკური მეთოდების მნიშვნელობა დგას პირველ პლანზე. იგი ეხმარება ინვესტორს სწორად განსაზღვროს ტრენდის მიმართულება მიმდინარე მომენტში. ანალიზისათვის არსებობს უამრავი ინსტრუმენტი, რომლებიც გაცილებით აადვილებენ ბინარულ ოფციონებზე ანალიტიკური პროგნოზის ჩატარებას.

ოფციონების ყიდვისას ანალიტიკური მეთოდები თამაშობენ უმნიშვნელოვანეს როლს. ისინი გვეხმარებიან განვსაზღვროთ ტრენდის მიმდინარე მიმართულება. მაგალითად უმარტივესია - მცოცავი საშუალოების სხვადასხვა სახეობების გამოყენება, რომლებიც თვისობრივად გვიჩვენებენ ბაზრის განწყობას.

თუმცა ანალიტიკური პროგნოზის განხილვა ამოსავალ წერტილად და აპრიორად მაინც არ არის გამართლებული. საბოლოო სიტყვა ყოველთვის რჩება ტრეიდერს და მხოლოდ იგი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

დამწყები ინვესტორები ფიქრობენ, რომ ინდიკატორებს და ფილტრებს შეუძლიათ შეასრულონ მთელი სამუშაო და ტრეიდერს რჩება მარტივი ფუნქცია - მხოლოდ საჭირო მომენტში დააჭიროს ღილაკს და წარმატება გარანტირებულია. ეს მოსაზრება ნამდვილად არასწორია. უნდა გვახსოვდეს, რომ სკურპულოზურ ტექნიკურ ანალიზსაც კი შეუძლია შეცდომაში შეგვიყვანოს, მოგვცეს მცდარი სიგნალები და უდროო დროს ან დაგვიანებულად შეგვიყვანოს ბაზარზე.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top