ბინარული ოფციონები: განვასხვავოთ მითები და რეალობა

ბინარულ ოფციონებზე შემოსავალი მიიღება შედარებით მოკლე ვადაში და ალბათ (ამ ორაზროვან სიტყვას გავშიფრავ დამატებით) უფრო ადვილად ვიდრე საფინანსო ბაზრის სხვა ინსტრუმენტებზე.

მაგრამ დამწყები ტრეიდერები ზედა ფრაზას ნუ მიიღებთ ბუკვალურად: ყველა სფეროში არის განსაკუთრებული თავისებურებები და მოთხოვნები, რომელთა გამოც მუშა პროცესი რთულდება.

ბინარულ ოფციონებზე მუშაობა მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებასა და სერიოზულ დამოკიდებულებას. მიუხედავად იმისა რომ ბინარებს თამაშის ელფერი დაჰკრავს, იგი მაინც არ არის კაზინოს რულეტკა, ან სათამაშო ავტომატი, სადაც წარმატების უმთავრესი ფაქტორია - ფორტუნა. საფინანსო ბაზრებზე, მათ შორის ოფციონებზე მუშაობისთვის აუცილებელია ფიქრი, მუდმივი სწავლა და ტრეიდერული განვითარების უწყვეტი პროცესი.

ბინარულ ოფციონებთან დაკავშირებით იმდენი სახის მითი არსებობს, რომ ადამიანისათვის მძლავრ შემაფერხებელ როლს თამაშობს რეალურ მუშაობაში, უკიდურეს შემთხვევაში კი მითებით თავგზააბნეული ადამიანი საერთოდ ანებებს თავს ამ კარგ და ხიბლიან საფინანსო ინსტრუმენტს. ამიტომაც შევეცადოთ გავარკვიოთ სად არის სიმართლე და სად ტყუილი, რისთვისაც წარმოგიდგენთ რამდენიმე მითს, რომლებიც ოფციონებთან გაცნობისთანავე დაიკავებს დამწყები ოფციონისტის გონება:

ბინარული ოფციონები განსაკუთრებით რთულია დამწყები ტრეიდერისათვის:

ვისთვისაც ცნობილია ტექნიკური ანალიზის საფუძვლები ბინარულ ოფციონებზე მუშაობა, რა თქმა უნდა არ წარმოადგენს სირთულეს. ტექნიკური ანალიზის საფუძვლების ცოდნა და სწორად შერჩეული ეფექტური სტრატეგია - არის წარმატების საწინდარი ბინარებზე მუშაობისას. სიტყვა - საფუძვლებს, იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ მიმაჩნია - ოფციონებზე ვაჭრობისას, ანალიზის სიღრმისეული ცოდნა არ არის საჭირო. არ არის საჭირო რთული და მრავლისმომცველი ანგარიშების ჩატარება, საკმარისია განისაზღვროს აქტივის მოძრაობის მიმართულება და ექსპირაციის დრო.

საკმარისია აქტივის ფასი, პროგნოზირებული მიმართულებით ერთი მინიმალური პუნქტითაც კი გაიზარდოს ან შემცირდეს და ტრეიდერი მიიღებს პატიოსნად გამომუშავებულ შემოსავალს.

ამიტომ მიმაჩნია - ვინც ტექანალიზის საფუძვლებს ფლობს, თამამად შეუძლია ბინარებზე გადასვლა, ან ფორექსთან პარალელურად (ან სხვა საფინანსო ინსტრუმენტებთან პარალელურად) ოფციონებზე მუშაობის შეხამება. რა თქმა უნდა თავდაპირველად რეკომენდებულია დემონსტრაციულ ანგარიშებზე ტრენინგი. ვინაიდან ოფციონებზე საჭიროა გარკვეული სპეციფიკური უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაშიც დემო ანგარიში დაეხმარება ტრეიდერს.

სტანდარტულ ოფციონზე ვაჭრობის პროცესი უმარტივესია:

  • სავაჭრო პლატფორმაზე სასურველი აქტივის გრაფიკის გახსნა;
  • ექსპირაციის დროის არჩევა;
  • ფასის მიმართულების არჩევა;

ოფციონები არის თამაში და მთავარი როლი ფორტუნას ენიჭება:

რა თქმა უნდა ზოგადი გაგებით ოფციონებზე მუშაობა თამაშია, ისევე როგორც ნებისმიერი ფულის შოვნის სხვა ხერხი და რა თქმა უნდა ფორტუნა უნდა გვწყალობდეს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა საქმიანობაში და ამის უარყოფა სისულელეა, მაგრამ როგორც ყველა სერიოზულ ბიზნესში, ოფციონებზეც მუშაობისას ფორტუნა არ არის წარმატების უპირველესი საწინდარი. თუ ინვესტორი მხოლოდ ფორტუნას ენდო და მხოლოდ მის იმედად მუშაობს ოფციონებზე, მაშინ მერწმუნეთ რომ სულ მალე, მისი ინვესტირებული თანხისგან არაფერი დარჩება ანგარიშზე.

მხოლოდ ფორტუნის იმედად ყოფნისას და ფსონების გაუაზრებლად დადების შემთხვევაში, საუკეთესო ვარიანტში წარმატებისა და წარუმატებლობის თანაფარდობა იქნება 50/50-ზე. და თუ მუშაობის პროცესში ჩავრთავთ ეფექტურ მეთოდებს, ინსტრუმენტებს, სტრატეგიებს, მაშინ წარმატების ალბათობა მნიშვნელოვნად გაიზრდება და ზოგიერთ შემთხვევაში 100%-საც კი მიაღწევს.

უნდა გვესმოდეს, რომ რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, საფინანსო ბაზარი თვისობრივად მაინც არ ექვემდებარება საბოლოო და ზუსტ პროგნოზირებას, მარტივად რომ ვთქვათ ბაზარი არაპროგნოზირებადია, სადაც შესაძლებელია ბოლო მომენტში დაიმსხვრეს ყველაზე ლოგიკური და პრაგმატული პროგნოზიც კი. ამიტომ, საკითხისადმი მხოლოდ კომპლექსური მიდგომა მოგვცემს საშუალებას დავიზღვიოთ თავი და შევამციროთ დანაკარგები. ასე რომ მხოლოდ ფორტუნის იმედად ყოფნა და საქმიანობაში მხოლოდ ბედზე მინდობა - ნამდვილად სისულელედ მიმაჩნია.

ბინარული ოფციონები არის სუფთა წყლის თაღლითობა:

რა თქმა უნდა ეს არის ამ საქმიანობის არა ადექვატური შეფასება, მაგრამ ასეთი შეფასებების უმთავრესი მიზეზი, ტრეიდერის მოუმზადებლობასთან ერთად არის არასწორად შერჩეული ოფციონური ბროკერი, რომლებიც არაკეთილსინდისიერად ეპყრობიან საკუთარ კლიენტებს. და რადგან დამწყებ ტრეიდერებს უჭირთ "კარგი ოფციონური ბროკერის" და "ცუდი ოფციონური ბროკერის" ერთმანეთისგან გარჩევა, ან უბრალოდ ეზარებათ ამ საკითხში ჩაღრმავება, ამტომაც მათ ექმნებათ არასწორი წარმოდგენა ამ სფეროს შესახებ.

და ბოლოს, მოდით ვთქვათ სიმართლე: სხვა რომელ ინსტრუმენტზე არის შესაძლებელი ამგვარი სიხშირით, ერთი გარიგებიდან 70%-90%-იანი მოგების მიღება? პასუხი: არცერთ ინსტრუმენტი ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ამიტომ ბინარულ ოფციონებზე დახვეწილი, პრაგმატული და ჭკვიანური ვაჭრობა შესაძლებელია გახდეს ფორექსთან და სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან არათუ პარალელური, არამედ ტრეიდერის შემოსავლის ძირითადი წყაროც კი. ბინარული ოფციონების სფერო არის რეალური სექტორი და არავითარ თაღლითობას არ აქვს ადგილი, რა თქმა უნდა თუ საქმე გვაქვს ნორმალურ და სოლიდურ ბროკერთან.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • geno

    აი ზუსტად ამ ეგრედწოდებულ ბროკერზე მქონდა საუბარი დემეტრემ რაც ახსენა,დემეტრეს მინდა უთხრა ჯერ ჩვენს ქვეყანაში რამოდენიმე ათეული წელი გვჭირდება გზის გასავლელად რომ ჩვენნაირ ხალხზე ვინმემ იფიქროს კი მონდომებულები ვართ და არანაკლებ ნიჭიერებიც სხვა ერებზე,პირველი პრობლემა ისაა რომ განათლება არ გვაქვს ამ მხრივ ეს ჩვენთვის ახალი ხილია,ამით კი სარგებლობენ ათასგვარი რეკლამები "კარგი პირობებით"და როცა რეალობას თვალს გაუსწორებ ხვდები რომ მხოლოდ და მხოლოდ შენი გამოცდილებით და უნარებით უნდა გაუყვე ამ მეტად რთულ და ძალიან საინტერესო საქმეს,მე ვაღამებ და ვათენებ რომ რაც შეიძლება მეტი გავიგო და ვისწავლო და ნამდვილად არ ვაპირებ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ჩემი ნაშრომი კაცმა არ იცის ვინ სად რა დროს გაქრება როცა ჩვენთვის მორგებული პირობები ექნებათ კიდე შეიძლება თანამშრომლობა ასეთი დამოკიდებულება კი ცოტა ეჭვს იწვევს

    Short URL:
  • geno

    აბსოლიტურად გეტანხმებით ბატონო ლევან რომ ბროკერის არჩევანში შეცდომა ერთი ნაბიჯით გვაახლოვებს დამარცხებასთან,მე პირადად ერთერთ ქართულ ბროკერთან გავხსენი ანგარიში ონლაინ პლატფორმა არანაირი ხელსაწყო არანაირი დამხმარე ინსტრუმენტი არ იყო რადგან ქართულ ენაზე მომეცა საშუალება ამიტომ გადავწყვიტე მევაჭრა ისევ თქვენი გაფრთხილების გათვალისწინებით სწორად რაც გავაკეთე მცირე ანგარიშით დავიწყე,ვიყენებდი ონლაინ გრაფიკს თქვენი საიტიდან მტ4 პლატფორმა ალპარის სადაც ჩემი ძალებით გრაფიკულ ანალიზებს ვაკეთებდი რომ იქ გამომეყენებინა შედეგის მისაღცევად სანთლების მოძრაობებშიც ცდომილება იყო ასე რომ უკვე დავივიწყე))ეხლა სხვა ოპციონ ბროკერთან ვვაჭრობ და შვება ვიგრძენი..მერწმუნეთ ამას არ ვწერ იმის გამო რომ დავმარცხდი ამისთვისაც მზადავარ როცა ვაჭრობას ვიწყებ შეგნებულად არ მინდა დავწერო რათქმაუნდა აქ მათი მისამართი,მადლობა ბატონო ლევან კიდევ ერთხელ ამ საიტისთვის კარგია რომ ოფციონებზე ასე გაამახვილეთ ყურადღება

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top