ზოგიერთი საკითხი ოფციონური ვაჭრობის შესახებ

სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე საკითხს, რომელიც შეეხება ბინარული ოფციონებით ვაჭრობას.

არჩევანი - ტრენდისა და ვოლატილობას შორის:

საკითხი დგას შემდეგნაირად, რა არის უმჯობესი - ვივაჭროთ უფრო მეტად ვოლატილურ ინსტრუმენტზე, რათა მივიღოთ პოტენციურად უფრო მეტი შემოსავალი, თუ ვითამაშოთ ნაკლებად ვოლატილურ ოფციონებზე, რათა უფრო სტაბილური რეზულტატი მივიღოთ.

ოპტიმალური შეფარდება პოტენციურ შემოსავლიანობასა და რისკს შორის კონკრეტული ტრეიდერის გადასაწყვეტია. მაგრამ ოფციონური ტრეიდერების ნაწილში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ვაჭრობა უფრო მეტად ვოლატილურ ინსტრუმენტებზე, პოტენციურად უფრო შემოსავლიანია - იმ შემთხვევაში თუ ტრეიდერი ფსიქოლოგიურად და უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე მზადაა გადაამუშავოს უფრო ძლიერი ფასური რყევები.

თუმცა ოფციონური ტრეიდერების მეორე ნაწილი იხრება ალტერნატიული სტილისკენ, რაც მდგომარეობს შემდეგში:

ავიღოთ 20 დღიანი პერიოდი ვოლატილური სავაჭრო ინსტრუმენტისთვის, რომლის ფასი ერთ დღეში იზრდება 10%-ით, ხოლო მეორე დღეს იკლებს 10%-ით. ამრიგად, ფასის მოძრაობის გრაფიკი ფორმირდება ზიგზაგით და ფასის აბსოლუტური ცვლილება მიმდინარე პერიოდისთვის - არის 0 პროცენტი.

მეორე მაგალითისთვის ავიღოთ იგივე პერიოდი, თუმცა დაბალი ვოლატილობის სავაჭრო ინსტრუმენტისთვის, რომლის ფასი თანამიმდევრულად იზრდება დღეში 1%-ით, რაც 20 დღეზე გადაანგარიშებით გვაძლევს ინსტრუმენტის ფასის 20%-იან ზრდას (ვგულისხმობ ჯამურ პროცენტს შეკრებითობის მეთოდით).

ტრეიდერების კონსერვატორ ნაწილს კარგად მოეხსენება, რომ გრძელვადიან ოფციონებზე ვაჭრობა მეორე მაგალითში მოყვანილ სავაჭრო ინსტრუმეტის გამოყენება არათუ საჭიროა, არამედ აუცილებელიც კი, თუ გვინდა რომ შემოსავალი მივიღოთ. მაგრამ ზემოთ აღნიშნულ მეორე მაგალითში  ასახული სავაჭრო ინსტრუმენტი სტაბილური სახით ბუნებაში არ არსებობს, თუმცა კონცეფცია სტაბილურად გამოიყენება.

და ბოლოს, ოფციონებზე ვაჭრობის ზემოთაღნიშნული მეთოდი პოპულარულია კვირის ინტერვალებზე. ოფციონისტი კვირის დასაწყისშივე აკეთებს მომდევნო კვირის ფასის მიმართულების პროგნოზს. ქმნის საინვესტიციო პორტფელს სხვადასხვა ინსტრუმენტებისაგან და ბაზრის გახსნისთანავე დებს შესაბამის პორტფელურ ფსონებს.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top