ჩაიკინის ინდიკატორის გამოყენება ბინარული ოფციონებისათვის

ოფციონური ბროკერები ძირითადად საკუთარი ინტერფეისის ვებ პლატფორმებს სთავაზობენ საკუთარ კლიენტებს, თუმცა არსებობენ სადილინგო ცენტრები, რომლებთანაც ოფციონებზე ვაჭრობა შესაძლებლია ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი სავაჭრო პლატფორმით Meta Trader 4. პირადად მე თუ მკითხავთ - რა თქმა უნდა მეტატრეიდერი მირჩევნია.

მეტატრეიდერის სავაჭრო ტერმინალის ადრეული ვერსიების სტანდარტულ კომპლექტაციაში ჩაიკინის ინდიკატორი იყო წარმოდგენილი, თუმცა ახალ ვერსიებში აღარ არის, ამიტომ მსურველებს შეუძლია გადმოიწერონ იგი და დააინსტალირონ ტერმინალში.

ბინარული ოფციონებისათვის ჩაიკინის ინდიკატორის სიგნალების 2 ტიპი გამოიყენება PUT და CALL ოფციონებისათვის.

პირველი სიგნალი გამოიყენება ტურბო ოფციონებზე, ანუ ექსპირაციის 60 ინტერვალისთვის.

ვყიდულობთ ოფციონს ზრდაზე, როდესაც ინდიკატორის მრუდი გადაკვეთს თავის ნულოვან დონეს ქვემოდან ზემოთ და პირიქით, ვყიდულობთ ოფციონს კლებაზე, როდესაც ჩაიკინის ინდიკატორის მრუდი გადაკვეთს თავის ნულოვან ხაზს ზემოდან ქვემოთ.

მაგალითი:

chaykin

მეორე სიგნალი (ნაკლებად პოპულარული) არის ჩაიკინის ინტიკატორზე დივერგენციის აღმოჩენა. ამ სიგნალით მუშაობისას ექსპირაციის ვადა უნდა დავაყენოთ 3-5 სანთლის შემდეგ - სამუშაო ტაიმფრეიმიდან გამომდინარე. მაგალითად თუ ვმუშაობთ ერთ საათიან ტაიმფრეიმზე, მაშინ ჩაიკინის ინდიკატორზე დივერგენციის დაფიქსირებისას ოფციონის ყიდვის მომენტში ექსპირაციის ვადა უნდა დავაფიქსიროთ 3,4, ან 5 საათში.

მაგალითი:

chaykin

ჩაიკინის ინდიკატორი გამოიყენება როგორც ტურბო, ასევე ხანგრძლივ ვადიანი ექსპირაციის ოფციონებისთვისაც.

ინდიკატორის გადმოწერა

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • Admin - ლევანი

    ნიკა - ტაიმფრეიმის თვალსაზრისით შეზღუდვა არ არის რომელ ტაიმფრეიმზეც ვაჭრობთ ბინარებზე ის ტაიმფრეიმი დააყენეთ მეტატრეიდერში. რაც შეეხება სასიგნალო დასტურს, ეს არის ერთი ინდიკატორის, ანუ ჩაიკინის ინდიკატორის ქცევის ალგორითმი და არა სტრატეგია. სტატიაში აღწერილია ინდიკატორის ქცევა ოფციონებთან შესაბამისობაში, მაგრამ მე პირადად არასოდეს ვივაჭრებდი ერთი თუნდაც უნივერსალური ინდიკატორის, ან ინდიკატორების ჯგუფის იმედად თუ არ არის სტრატეგიის წესები ჩამოყალიბებული და დატესტილი. თქვენ შეგიძლიათ ამ ინდიკატორთან ერთად სხვა რომელიმე ინსტრუმენტი აარჩიოთ, დატესტოთ და შექმნათ თქვენი სამუშაო სტრატეგია.

    Short URL:
  • ნიკა

    ტურბო ოფციონისთვის მეტატრეიდერში ტაიმფრეიმი რამდენზე უნდა დავაყენოთ და როგორც კი გადაკვეთს მრუდი 0ს მაშინვე უნდა ვიყიდოთ ოფციონი თუ რაიმე დასტურს დაველოდოთ?

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top