როგორ ავირჩიოთ ოფციონური ბროკერი

ბინარული ოფციონების ბროკერის არჩევას აქვს გარკვეული ნიუანსები, ამიტომ საჭიროა ვიცოდეთ რას მივაქციოთ ყურადღება და რომელი საკითხები თამაშობენ განსაკუთრებულ როლს.

მცდარი არჩევანი უკეთეს შემთხვევაში მიგვიყვანს ზარალამდე ოფციონური ფსონის დადებისას, ხოლო უარეს შემთხვევაში მთლიანად დაგვაკარგვინებს თანხას, რომელიც შევიტანეთ დეპოზიტზე ბროკერთან.

ოფციონური ბროკერის არჩევის ძირითადი ნიუანსები:

  • საიმედოობა - რაც არ უნდა გარწმუნონ ბროკერებმა საკუთარი სანდოობის შესახებ, პირველ რიგში შეხედეთ მათი დაარსების თარიღს და შესაბამისად არსებობის ვადას. რა თქმა უნდა, სანდოობის ხარისხით ახალგაზრდა კომპანიაც შესაძლებელია არ ჩამოუვარდებოდეს უფრო ბებერ ბროკერებს, მაგრამ ბროკერის არსებობის ხანგრძლივობას, დამეთანხმეთ გარკვეული ფსიქოლოგიური დატვირთვა მაინც გააჩნია.

    მიუხედავად იმისა, რომ თავად ოფციონური ბროკერები გარკვეულწილად სიახლეა საფინანსო ბაზრებზე, მაინც სასურველია რომ, ბროკერი მინიმუმ 2-3 წლის განმავლობაში ოპერირებდეს ბაზარზე.

    არაგამართლებულად მიმაჩნია პატარა ქვეყნების და შესაბამისად მცირე საფინანსო ბაზრების და რესურსების მქონე, როგორებიცაა სომხეთი, უგანდა ბურკინაფასო და ა.შ. (სხვა ქვეყნებს ალბათ თავად მიხვდებით) რეგისტრირებულ ბროკერებთან და არა მარტო ოფციონურ ბროკერებთან, საქმის დაჭერა;

  • ვაჭრობის სპეციფიკა - არსებობს საბროკერო კომპანიების საჭრობის სამი სახის სპეციფიკა:

    ა) პირველი - ტრეიდერის გარიგებები გადის რეალურ ბაზარზე და გარიგება ხორციელდება საპირისპირო გარიგების განხორციელებით. როგორც წესი, ასეთ ოფციონებს გააჩნია ექსპირაციის კონკრეტული თარიღი და ჯილდოს სიდიდე მუდმივად ცვალებადია. ესეთი სპეციფიკაცია, საუკეთესო არჩევანია, თუმცა სოლიდურ თანხებსაც მოითხოვს დეპოზიტზე.

    ბ) მეორე - საბროკერო კომპანიის შიგნით მოქმედებს სავაჭრო მოედანი, სადაც ფსონის დამდები გვევლინება ერთ მხარედ, ხოლო მის მიერ ფსონის დადების მომენტში ხდება საპირისპირო მიმართულების გარიგებისა და შესაბამისად პროცესში მონაწილე მეორე მხარის მოძიება. თუ არჩეული ინსტრუმენტი დაბალ ლიკვიდურია, მაშინ ვაჭრობის პროცესში მეორე მხარედ გვევლინება თავად ბროკერი. ვინაიდან სავაჭრო პროცესში ბროკერი ყოველთვის დომინანტია, ამიტომ უმჯობესია ყოველთვის ვეცადოთ ვიმუშაოთ მაღალ ლიკვიდურ ინსტრუმენტებზე.

    გ) მესამე - ბროკერები თავად გვევლინებიან სავაჭრო პროცესის მეორე, ტრეიდერის მოწინააღმდეგე მხარედ. ტრეიდერის მოგების შემთხვევაში ბროკერი ზარალდება და პირიქით ტრეიდერის წაგების შემთხვევაში ბროკერი მოგებაშია. და ვინაიდან ბროკერებს ...ოხ როგორ არ უყვართ წაგება, ამიტომ გასაგები მომენტია, რომ ასეთ კომპანიებთან საქმის დაჭერა რბილად რომ ვთქვათ არ ღირს, ვინაიდან საქმე გვექნება სუფთა წყლის კაზინოსთან და არა საერთაშორისო ბირჟის სავაჭრო პროცესთან;

  • საწყისი დეპოზიტი - რაც უფრო დაბალია მინიმალური დეპოზიტის მოთხოვნა მით უფრო კარგია, ვინაიდან რაც არ უნდა გამოცდილი ტრეიდერები ვიყოთ, მაინც უმჯობესია მცირე სასტარტო კაპიტალის დაბანდება ამ ბიზნესში. პრინციპში ეს წესი ყველა ბიზნესისათვის მოქმედებს. თანაც შესაძლებელია დროთა განმავლობაში აღვარ მოგვეწონოს შერჩეული ბროკერი და უკან მოვითხოვოთ ჩვენ ანგარიშზე არსებული თანხა. ეს პროცესი კი რიგ შემთხვევაში პროცედურული ნიუანსების თვალსაზრისით მცირე, მაგრამ მაინც სირთულეებთან არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა სოლიდურ და სანდო ბროკერებთან. მაგრამ თუ ბროკერი თაღლითია, მაშინ უარეს შემთხვევაში - საერთოდ დაივიწყეთ დაბანდებული თანხის არსებობა, ხოლო უკეთეს შემთხვევაში ბროკერი ყველაფერს ეცდება, რათა ფულის დაბრუნების პროცედურა გაგირთულოთ და ვადაში გაგიწელოთ. ალბათ დამერწმუნებით რომ, ფულის დაბრუნება არავის უყვარს.

    დღეისათვის არსებობს სოლიდური ოფციონური ბროკერები, რომელთა მინიმალური დეპოზიტური მოთხოვნა 10 დოლარს არ აღემატება;

  • მინიმალური მოცულობა - ისევე როგორც ზემოთ აღწერილ შემთხვევაში, აქაც, რაც უფრო დაბალია ფსონის მოცულობის მინიმუმი, მით უკეთესია ტრეიდერისთვის.

    დღეისათვის არსებობს სოლიდური ოფციონური ბროკერები, ვისთანაც ფსონის მინიმალური მოცულობა 1 - 5 აშშ დოლარია;

  • კომპენსაციის რაოდენობა - ანუ ზარალიანი ფსონის დაზღვევის პრინციპი. ზოგიერთ ბროკერთან არსებობს ეს სისტემა. მაგალითად თუ ტრეიდერი დებს 100 აშშ დოლარიან ერთ ფსონს, წაგების შემთხვევაში იგი კარგავს არა სრულ თახას (100 აშშ დოლარს) არამედ მის, მაგალითად 80%-ს, ამ მაგალითში 80 აშშ დოლარს. თუ ბროკერს ეს სისტემა აქვს, მაშინ ერთ ფსონზე დაზღვევა, როგორც წესი მერყეობს ფსონის თანხის 0%-20%-ის ფარგლებში. ანუ შესაბამისად ზარალი იქნება 80%-100%-ის ფარგლებში.

    მაგრამ ეს არის მეტწილად სარეკლამო ფანდი. იმიტომ, რომ ეს ისტემა იგივეა, რომ ერთი ფსონის მოცულობა იყოს არა 100 აშშ დოლარი, არამედ 80 აშშ დოლარი და არავითარი დაზღვევა არ მოქმედებდეს. რა მნიშვნელობა აქვს: 100 აშშ დოლარიან ფსონიდან დაგვიზღვევენ 20 აშშ დოლარს, თუ 80 აშშ დოლარიანი ფსონს საერთოდ არ დააზღვევენ. კარგად რომ გავიგოთ ეს საკითხი კიდევ ერთი მაგალითს მოვიყვან: ჩვენს მაღაზიებშიც სეილების დროს ანალოგიური ხდება. 80 ლარიან პროდუქციას ადებენ ფასს 100 ლარს და შემდეგ აწერენს 20%-იან ფასდაკლებას. რეალური ფასი კი იგივე, 80 ლარი რჩება;

    ამიტომ, ამ სარეკლამო ფანდზე ყურადღების გამახვილება დიდი ვერაფერი ხეირია;

  • ჯილდოს რაოდენობა - ჯილდო ანუ მოგება ერთი წარმატებული ფსონიდან. როგორც წესი ჯილდო მერყეობს 60%-85%-ის ფარგლებში - კლასიკური ოფციონებისათვის. ხოლო ეგზოტიკურ ოფციონებზე ჯილდომ შესაძლებელია 700%-საც კი მიაღწიოს. მაგრამ, გასათვალისწინებელია, რომ განსხვავება ამ ორი სახის ოფციონებს შორის არის არა მხოლოდ ჯილდოს რაოდენობა, არამედ ექსპირაციის ვადაც. ამიტომ ბოლო ვარიანტი იშვიათად არის მომგებიანი;
  • ანგარიშსწორება - ყურადღება მიაქციეთ ანგარიშსწორების საშუალებებს. მიმაჩნია, რომ ყველაზე კარგი ვარიანტია ანგარიშწორების განხორციელება, ანუ დეპოზიტზე თანხის შეტანა-გამოტანა საბანკო ბარათების მეშვეობით, მეორე ვარიანტია ელექტრონული ყულაბები, რომლებიც შედარებით ნაკლებად პოპულარულია საქართველოში. პირადი პრაქტიკიდან გადავეყარე ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც საბროკერო კომპანიებს არ სურთ ურთიერთობა საქართველოს რეზიდენტებთან. ამიტომ ბროკერთან რეგისტრაციის დროს ყურადღებით გაეცანით ანგარიშსწორების საკითხებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დააზუსტეთ ისინი ბროკერის ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფთან - ელექტრონული წერილით ან ონლაინ ჩატით;

საიტზე წარმოდგენილია ოფციონური ბროკერების რეიტინგი, რომლებთანაც ზემოთხსენებული ნიუანსები საკმარისად დალაგებულია, მათთან ურთიერთობის გამოცდილებაც მაქვს და შემიძლია გავწიო რეკომენდაცია.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • Admin -ლევანი

    demetre - ქართული ფორექს და ოფციონ ბროკერები არ მაინტერესებს და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს არასოდეს დამაინტერესებს, თუ ესე მოქცევიან საკუთარ კლიენტებს როგორც ამ ეტაპზე იქცევიან. მე მათთან საქმე არ მქონია თუმცა როგორც ტრეიდერს აქტიურად მომდის ნეგატიური ინფორმაციები მათ შესახებ. იმედია მიმიხვდით, რომ ჩემი კომენტარის აგრესიული ტონი არ არის თქვენდამი მიმართული

    Short URL:
  • demetre

    ბატონო ლევან geooption ის შესახებ რა შეგიძლიათ გვითხრათ

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top