ჰეჯირება (Hedging) - კლასიკური საბირჟო თვალსაზრისით

ჰეჯირება გამოიყენება საფინანსო ბაზრებზე რისკების შემცირებისთვის, რომლებიც შესაძლებელია გამოიწვიოს არახელსაყრელმა ფაქტორებმა.

თავიდანვე დავკონკრეტდები, რომ სტატია ეხება ძალიან დიდი საბირჟო რესურსებით (100 000 აშშ დოლარი და ზემოთ) მოვაჭრე ტრეიდერებს და არ გამოადგება მცირე რესურსების მქონეთ, თუმცა ქვემოთ მოყვანილი პრინციპების ზოგადი ცოდნა სასურველია ნებისმიერი ტრეიდერისათვის.

როგორც წესი, ჰეჯირების ობიექტია საქონელი (პროდუქტი) ან ფინანსური აქტივი (აქცია, ობლიგაცია, ვალუტა). ფორექსზე ასეთი აქტივის როლში გვევლინება ვალუტა.

ფორექსზე ჰეჯირება ხორციელდება ისე, რომ რომელიმე კონკრეტული აქტივის ფასის უკუ მოძრაობა, შესაბამისი პარამეტრებით, კომპენსირებული იქნას ჰეჯირებული აქტივის ფასის მოძრაობით.

მარტივად რომ ვთვქათ, კონკრეტული აქტივის (ვალუტის) ფასის ზრდა (კლება) კომპენსირებულია ამავე აქტივის ფასის კლებით (ზრდით).

ჰეჯირების მაგალითები (Hedging):

  • ვთქვათ, ავსტრალიის ექსპორტიორ კომპანიას პროდუქცია გააქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში და შესაბამისად საქონლის ღირებულებას იღებს აშშ დოლარებში. მაგრამ კომპანიას შემდგომი საწარმოო საქმიანობის გაგრძელებისათვის სჭირდება ავსტრალიური დოლარი, რის გამო მან აშშ დოლარი უნდა გადაცვალოს ავსტრალიურ დოლარებში. იმისათვის, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი სავალუტო რხევებისგან გამოწვეული რისკები, ეს კომპანია ყიდულობს  AUD/USD ფიუჩერსს;
  • ვთქვათ, კომპანია იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს საკუთარის მოთხოვნილება ვალუტაზე, ექვსი თვის შემდეგ გეგმავს აიღოს 100 ათასი აშშ დოლარის ოდენობის სავალუტო კრედიტი, რომლის დაფარვის ვადაა 3 თვე. ამ სიტუაციაში არსებობს საკრედიტო განაკვეთების ზრდის რისკი. მისი შემცირებისათვის კომპანია ბირჟაზე ჰყიდის 100 ათასი აშშ დოლარის ფიუჩერსს, რომლის შესრულების თარიღი ასევე იქნება 6 თვის შემდეგ;

როგორც მაგალითებიდან ჩანს, ჰეჯირება ბაზრის არა ძირითდი მოთამაშეების მიერ გამოიყენება და მოწოდებულია სავაჭრო-საფინანსო რისკების შემცირებისთვის.

ძირითადი ინსტრუმენტები:

თავისი არსით ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ჰეჯირების დროს შესაძლებელია დავყოთ ორ კატეგორიად: საბირჟო ინსტრუმენტები და არასაბირჟო ინსტრუმენტები.

არასაბირჟო ინსტრუმენტები - წარმოადგენენ სასაქონლო სვოპებს და ფორვარდულ კონტრაქტებს. ასეთი კონტრაქტების დადება ხდება მხოლოდ დილერების თანდასწრებით, ან უშუალოდ მხოლოდ ორი მხარის მონაწილეობით შუამავლების გარეშე. გარიგებაში ბირჟა არ მონაწილეობს.

ჰეჯირების არასაბირჟო ინსტრუმენტების დადებით მხარედ შესაძლებელია ჩაითვალოს - მოთხოვნების მიმართ მაღალი კონკრეტულობა, შესაძლებელია მითითებული იქნას საქონლის განსაკუთრებული მახასიათებლები, გარიგების მოცულობას არ გააჩნია შეზღუდვები.

უარყოფით მხარედ ითვლება - გარიგების განხორციელებისათვის საჭირო მაღალი ზედნადები დანახარჯები, საკონტრაქტო ვალდებულებების შეუსრულებლობის რისკი, სიძვირე, კლიენტების მოძიების სირთულე.

ჰეჯირება საბირჟო ინსტრუმენტების გამოყენებით - ამ შემთხვევაში ფართოდ გამოიყენება სასაქონლო ფიუჩერსები და ოფციონები. ვაჭრობისათვის საჭიროა ბირჟა, რომელიც წარმოადგენს სპეციალიზებულ სავაჭრო მოდანს.

ბირჟაზე გარიგებების განხორციელებისას მცირდება არგადახდის რისკი, რადგან ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთ მხარედ გვევლინება თავად ბირჟა. ამასთან ერთად, ბირჟაზე გასაყიდად გამოტანილი საქონლის მიმართ არსებობს გარკვეული მოთხოვნები. საქონელი სტანდარტიზებული უნდა იყოს. როგორც წესი, ასეთ საქონელს წარმოადგენს - ძვირფასი მეტალები, ვალუტა, ნავთობი, გაზი და ა.შ.

საბირჟო ინსტრუმენტების დადებითი მხარეა - ოპერაციების განხორციელების სისწრაფე, საიმედოობა, რომელიც გარანტირებულია ბირჟის მიერ, ინფორმირებულობა და ინფორმაციებისადმი ხელმისაწვდომობა, ოპერაციები ხორციელდება კავშირის უახლესი საშუალებების/ტექნოლოგიების გამოყენებით.

უარყოფითი მხარეებია - პარტიების სტანდარტული რაოდენობა, საქონლის სტანდარტის მიმართ მკაცრი მოთხოვნები.

რა ღირს ჰეჯირება:

იმდენად, რამდენადაც ჰეჯირება არის რისკების შემცირების ინსტრუმენტი და მისი გამოყენების შედეგად დამატებითი მოგება/სარგებელი არ მიიღება, ამიტომ მისი ჰეჯირების შემთხვევაში ადგილი აქვს დამატებით ხარჯებს.

  • საკომისიო დანახარჯი - ყიდვისა და გაყიდვის ფასებს შორის სხვაობის სახით;
  • ბირჟის სასარგებლოდ სადეპოზიტო გარანტიის გადასახადი - გარანტირებულია ის გარემოება, რომ გარიგებაში მონაწილე ორივე მხარე დროულად და სრული მოცულობით შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს;

ჰეჯირების რისკები:

რისკის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ ჰეჯირებული გარიგების დადების შემდეგ ფასი არ წავა სასურველი მიმართულებით, სხვაგვარად ასეთ რისკს საბაზო რისკს უწოდებენ.

საბაზო რისკის არსი მდგომარეობს იმაში, რომ არსებობს ერთგვარი განსხვავება მოთხოვნა მიწოდებას შორის სანაღდო და არასანაღდო სავალუტო ბაზრებზე.

ამასთან ერთად, საბაზო რისკი შესაძლებელია გამოწვეული იქნას ადმინისტრირების მეთოდებითაც, რომლის დროსაც სავალუტო კურსების რხევა მკაცრად შეზღუდულია. ასეთი შეზღუდვები ხშირად იწვევს ისეთ ვითარება, რომლის დროსაც ფასის საკმაოდ ძლიერი მოძრაობის მომენტში პოზიციის დახურვის შემთხვევაში, წარმოიქმნება დიდი სხვაობა სპოტურ და ფიუჩერსის ფასებს შორის.

ვინაიდან ჰეჯირება ფორექსზე მოიცავს საკმაოდ გრძელვადიან პერიოდს, ამიტომ მისი განხორციელების შემთხვევაში აგრეთვე არსებობს სისტემური რისკიც.

სისტემური რისკი საკმაოდ გავრცელბულია, რადგან იგი ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებებს (ყველა ქვეყანაში, მიმდინარე კონიუნქტურიდან გამომდინარე ხშირად იცვლება საფინანსო და ეკონომიკური სისტემის მარეგულირებელი კანონმდებლობა, ან ნორმატიული აქტები). ასეთი რისკის წარმოშობამ შესაძლებელია ძალიან საზიანო შედეგები მოიტანოს. ამიტომ საჭიროა სწრაფი ზომების მიღება ასეთი შედეგების თავიდან აცილების მიზნით.

მაგალითად, სტატიის მომზადების პერიოდში შვეიცარიის ბანკმა მიიღო ნორმატიული აქტი ევროს მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, რამაც მყისიერად, წამების განმავლობაში გამოიწვია შვეიცარული ფრანკის გამყარება აშშ დოლარის მიმართ დაახლოვებით 3 000 (სამი ათასი) პუნქტის ოდენობით.

ჰეჯირების განხორციელება ფორექსზე (ზოგადი რეკომენდაციები):

ამისათვის საჭიროა:

  • სავაჭრო მოედნის შერჩევა (დილერი ან ბირჟა);
  • სასწრაფო კონტრაქტის მოძიება, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ტრეიდერის მოთხოვნებს;
  • კლირინგის განმახორციელებელი კომპანიის მოძიება, რომელიც შესაბამის ბირჟაზეა აკრედიტებული. ეს კომპანია იქნება საკონტრაქტო ვალდებულებების განხორციელების გარანტორი;
  • ბროკერის შერჩევა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან მასზეა დამოკიდებული ტრეიდერის ბრძანებების მომენტალური შესრულება, აგრეთვე საიმედოობა;
  • შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის შევსება, გაფორმება და ხელმოწერა;
  • საკლირინგო კომპანიაში ანგარიშის გახსნა და შესაბამისი თანხის ჩარიცხვა, რომელიც იქნება ტრეიდერის მიერ საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულების საგარანტიო დეპოზიტი. როგორც წესი მინიმალური საგარანტიო დეპოზიტი 10 ათსი აშშ დოლარით განისაზღვრება;

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top