ფორექსის კონტრდღიური სტრატეგია

დაღმავალი ტრენდის დროს, კონტრტრენდიდან ყიდვა ეფექტურია, თუ არჩეული დროის მონაკვეთზე, ფასი გამჭოლად გადის ტრენდის ხაზს ქვემოდან ზემოთ და თანაც აფიქსირებს დახურვას მის ზემოთ.

ამგვარი მოვლენები ხშირად შემდეგნაირად ხდება: თავიდან ფასი გაარღვევს ტრენდის ხაზს, ფიქსირდება მის ზემოთ, ხოლო კორექტიული მოძრაობის დროს ისევ უბრუნდება მას ზემოდან ქვემოთ. ამასთან ერთად, ტრენდის ხაზი, რომელიც მანამდე წინააღმდეგობის ხაზი იყო, გამოდის მხარდაჭერის როლში. სწორედ ამ მარდაჭერის ხაზზე არის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი წერტილი ბაზარზე ყიდვის ორდერით შესვლისათვის.

მაგალითი ნაჩვენებია სურათზე:

ფორექსის კონტრდღიური სტრატეგია

დამატებითი დადასტურება შესაძლებელია მივიღოთ Fibo-დონეების მეშვეობით,  კორექციის სიღრმის  გაზომვის მეთოდიკით.  აღნიშნული, საშუალებას იძლევა გაიფილტროს ცრუ მოძრაობები, რომლებიც იძლევიან გაბატონებული ტრენდის ცვლილების ილუზუას და შესაბამისად გვაძლევენ ნათელ სურათს გავხსნათ თუ არა ყიდვის ორდერი, თუ დაველოდოთ მოვლენების შემდგომ განვითარებას და უფრო ნათელი სურათის წარმოქმნას.

გაყიდვა კონტრტრენდიდან:

კონტრტრენდზე გაყიდვის ოპერაციის განხორციელება, როდესაც იგი ადრე მუშაობდა, როგორც აღმვალი ტრენდი და იმავდროულად თამაშობდა მხარდაჭერის როლს, ხოლო მას შემდეგ, რაც ფასმა იგი გაარღვია ქვემოთ და გადაიქცა წინააღმდეგობად - საკმაოდ ლოგიკური ნაბიჯია. აღნიშნული მეთოდს აქვს დიდი ეფექტი და არის ბაზარზე შესვლის ქმედითი მეთოდი გაყიდვის დროს.

მაგალითი ნაჩვენებია სურათზე:

ფორექსის კონტრდღიური სტრატეგია

გარღვევის ეფექტურობის დადასტურება შეუძლიათ ფიბონაჩის ინდიკატორის დონეებს.  თუ აღმავალი ტრენდი გადაიქცევა წინააღმდეგობად და მასთან ახლოს არიან კორექციული მოძრაობის დონეები, მაშინ გაყიდვის სავაჭრო პოზიციის წარმატების შანსი მკვეთრად იზრდება. ამ შემთხვევაში შეცდომაც, რომ დავუშვათ, ჩვენ ყოველთვის გვაქვს იმის შესაძლებლობა პოზიციიდან გამოვიდეთ საგრძნობი დანაკარგების გარეშე, ან უზარალობაში, რადგან ბაზარს ხშირად აქვს სურვილი, რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ,  ერთხელ კიდევ (თუ რამდენჯერმე არა) დაუბრუნდეს გარღვევის წერტილს, სანამ საბოლოოდ არ ჩამოყალიბდება არჩევანში -  თუ საბოლოოდ რა მიმართულებით იმოძრავებს ტრენდი.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top