სავაჭრო ტერმინალი Meta Trader 4 (ზოგადი მიმოხილვა)

სავაჭრო ტერმინალი Meta Trader 4 (შემოკლებით MT 4) არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სავაჭრო პლატფორმა.

ტერმინალმა პოპულარობა მოიპოვა მაღალფუნქციურობის, სიმარტივის და ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტების შექმნის და მათი მრავალმხრივი გამოყენების შესაძლებლობის გამო. სტატიაში მოკლედ აღვწერ ტერმინალის გამოყენების პროგრამულ თავისებურებებს. მისი ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ნებისმიერი ბროკერის საიტიდან, რომელთა სავაჭრო ინსტრუმენტებში არის Meta Trader 4.

ზოგიერთ ბროკერს, თუმცა ასეთი იშვიათია, არ აქვს Meta Trader 4-ის მხარდაჭერა. მათთან ვაჭრობა მიმდინარეობს სხვა ტიპის, ან ექსკლუზიური ტერმინალების მეშვეობით.

MetaTrader 4 საშუალებას იძლევა სავაჭრო ოპერაციები განხორციელდეს ძალიან ბევრი ნაირსახეობის ვალუტაზე, ოქროზე, ვერცხლზე, ასევე სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებზე - CFD, ფიჩერსები, ფასიანი ქაღალდები და აქციები.

პროგრამის ძირითადი ფუნქციონალი:

  • თითქმის განუსხვავებელი ვაჭრობა ფორექსის სავალუტი ბაზარზე, როგორც დემო, ასევე რეალური ანგარიშების მეშვეობით;
  • ტექნიკური ანალიზის დამხმარე საშუალებების გამოყენება, როგორებიცაა - ინდიკატორები, ოსცილატორები, სკრიპტები და სხვა. ანალიზის ჩატარება შეგიძლიათ მთლიანად, ან ნაწილობრივ ანდოთ სპეციალურ პროგრამებს, შეგიძლიათ ეკრანზე გამოიყვანოთ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია - სიახლეების არხი, მიმდინარე კოტირებები და ა.შ.;
  • ავტომატური ვაჭრობა ფორექს მრჩევლების მეშვეობით, რომელთა ფუნქციონირება არ საჭიროებს ტრეიდერის მონაწილეობას;
  • სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა შესაძლებლობას გაძლევთ თავადვე შექმნათ მრჩეველი ამ ინდიკატორი, პროგრამული ენის MQL-ის მეშვეობით, რომელიც არც თუ ისე რთულია, ხოლო შემდეგ, მიღებული რეზულტატი დატესტოთ დემო რეჟიმში, სპეციალურ ტესტერის მეშვეობით.

ტერმინალთან მუშაობა მარტივია და მისი ათვისება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ელემენტარული შეხება მაინც აქვს კომპიუტერთან.

MetaTrader 4-ის ზოგადი მახასიათებლები:

  • ორდერების შესრულების ტიპები: მყისიერი ან საბაზრო. დამოკიდებულია ბროკერის სავაჭრო სპეციფიკაციაზე;
  • ორდერების ნაირსახეობები: სტოპ ორდერები (ზარალის ან მოგების ფიქსატორები), საბაზრო (მიმდინარე ფასის მიხედვით) და გადადებული (ფასის მიერ რაიმე ნიშნულის/დონის მიღწევის შემდეგ);
  • სავაჭრო ინსტრუმენტების (სავალუტო წყვილების) რაოდენობა დამოკიდებულია საბროკერო კომპანიის სპეციფიკაციაზე;
  • ტრენდის მოძრაობის გამოსახულება: იაპონური სანთლების, ბარების ან ხაზის სახით;
  • გრაფიკის და გრაფიკული გამოსახვითი ინსტრუმენტების ნაირსახეობა;

თუ რაიმე მიზეზის გამო, თქვენთვის არასაკმარისია MetaTrader 4-ის ფუნქციონალი მაშინ შეგიძლიათ გაეცნოთ პროფესიონალურ ტერმინალს Power Trader.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top