ფორექსის სტრატეგია "HILO - GBP/JPY"

ფორექსის სტრატეგია "HILO - GBP/JPY" ეფუძნება სამი მცოცავი საშუალოს და ერთი ტრენდული ინდიკატორის სიგნალებს.

  • სავალუტო წყვილი: GBP/JPY;
  • ტაიმ ფრეიმი: H4;

გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • ექსპონენციალური მცოცავი საშუალო EMA (8) - წითელი;
  • მარტივი მვოცავი საშუალო SMA (21), გამოყენებული High - ცისფერი;
  • მარტივი მვოცავი საშუალო SMA (21), გამოყენებული Low - ლურჯი;
  • ინდიკატორი Average Directional Movement Index (ADX (14)) - მწვანე, +DI (ცისფერი), - DI (წითელი). დონე 15;

გაყიდვა:

EMA (8)-მ გადაკვეთა SMA (21) Low ზემოდან ქვემოთ და დაიხურა ქვემოთ, ADX მიმართულია ზემოთ და იმყოფება 15-იან დონის ზემოთ, ხოლო -DI გადაკვეთა +DI და ასევე იმყოფება 15-იან დონის ზემოთ. ბაზარზე შევდივართ ახალი სანთლის გახსნის ფასით.

სტოპ ლოსი დგება SMA (21) Low-ს ზემოთ 10 პუნქტის დაცილებით. შემდეგ რეკომენდებულია პოზიციაზე გაყოლა ტრეილინგით - "10 პუნქტიანი" ლუფტით.

პოზიციიდან გამოსვლა ხდება ან სტოპ ლოსით ან ტრეილინგ სტოპით.

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "HILO - GBP/JPY" 

ყიდვა:

EMA (8)-მ გადაკვეთა SMA (21) High ქვემოდან ზემოთ და დაიხურა ზემოთ, ADX მიმართულია ზემოთ და იმყოფება 15-იან დონის ზემოთ, ხოლო +DI გადაკვეთა -DI და ასევე იმყოფება 15-იან დონის ზემოთ. ბაზარზე შევდივართ ახალი სანთლის გახსნის ფასით.

სტოპ ლოსი დგება SMA (21) High-ს ქვემოთ 10 პუნქტის დაცილებით. შემდეგ რეკომენდებულია პოზიციაზე გაყოლა ტრეილინგით - "10 პუნქტიანი" ლუფტით.

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "HILO - GBP/JPY" 

შაბლონი ფორექსის სტრატეგიისთვის (შაბლონის გადმოწერა)

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • jano

    აუცილებლად ლევან:)))) არ მიყვარს ნონფარმი. წინა დღით ვთიშავ ხოლმ ყვლაფერს:)))

    Short URL:
  • Admin - ლევანი

    jano - მაგ სტატისტიკაში ეჭვი კი მეპარება, მაგრამ რახან ამბობ ე.ი. იცნობ მაგ ხალხს და ალბათ ესეა. საწყენად არ ვამბობ მაგრამ აი მეორედ რომ ივაჭრებ და არ გამაზავ მერე აუცილებლად შემომეხმიანე ოღონდ იგივე პათოსით :). 10 დღეში ნონფარმია, ასე რომ შეგიძლია აღადგინო დაკარგული. :)

    Short URL:
  • jano

    გასაგებია, გმადლობ ლევან. ვინც კი ივაჭრა იმ საღამოს 10 ათასობით იშოვეს. მაგრად მოხსნეს. მერედ ესეთს არ გავმაზავ:)))

    Short URL:
  • Admin - ლევანი

    jano - ბაზარი პრინციპში დასტაბილურდა, უკვე შეიძლება ფრთხილი ვაჭრობა. საბროკერო კომპანიებმა მარჯინალური უზრუნველყოფები დააბრუნეს ჩვეულ რეჟიმში. რაც შეეხება სხა პროცესებს, გახსოვს ალბათ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი რაიმე მნიშვნელოვანი რყევების შესაძლებლობის მიმართ და რიხიანად გამოვრიცხავდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას. თუმცა "არასოდეს თქვა არასოდეს". ჩემი პროგნოზიდან მხოლოდ სიფრთხილე და ორდერების დახურვა აღმოჩნდა სწორი. ყველაფერს ველოდი მაგრამ ამას არა. იმასაც ველოდი რომ რამდენიმე წელში მაინც დაიწყებოდა ეს პროცესი, მაგრამ ეხლა ნამდვილად არა. ეტყობა ელიტებს ესე სჭირდებათ და ევროკავშირის პაჭა-პუჭა ქვეყნების რჩენა აღარ მოინდომეს, პრინციპში ისევე როგორც თავის დროზე რუსეთმა დაშალა სსრკ. ასე რომ ვერაფერს ვეღარ ვიტყვი გარდა იმისა რომ სიფრთხილეა საჭირო :):)

    Short URL:
  • jano

    გამარჯობა ლევან. როგრო ფიქრობ, ბაზარი როდის უნდა ჩადგეს კალაპოტში და შოტლანდიის რეფერენდუმი (თუკი ჩატარდება) იქონიებს თუ არა მზგავს გავლენას ფუნტზე?

    Short URL:
  • jano

    გამახსენდა როცა ამ წყვილზე გთხოვეთ სტრატეგია და აი ისიც. მადლობა ლევან.

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top