ფორექსის სტრატეგია "საშუალოვადიანი პოზიციური"
ფორექსის სტრატეგიის "საშუალოვადიანი პოზიციური"-ს ალგორითმი ეფუძნება მარტივ მცოცავ საშუალოებს (SMA), მნიშვნელოვან დონეებს და ტრენდულ ხაზებს. აგრეთვე ძირითადი პირობაა ბაზარზე გამოხატული ტრენდის არსებობა.
- ტაიმ ფრეიმი: ვაჭრობა - D1 გრაფიკზე; ანალიზი დამატებით ხორციელდება W1 გრაფიკზეც;
- სავალუტო წყვილი: EUR/USD;
-
გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს: მარტივი მცოცავი საშუალოები (SMA) - W1 ინტერვალზე:
ა) SMA (4) - წითელი
ბ) SMA (8) - ლურჯი
გ) SMA (40) - მწვანე
-
მარტივი მცოცავი საშუალოები (SMA) - D1 ინტერვალზე:
ა) SMA (5) - წითელი
ბ) SMA (20) - ლურჯი
გ) SMA (50) - მწვანე
- მნიშვნელოვანი ფასური დონეები, ანუ სანთლების თავმოყრის ადგილები განისაზღვრება გრაფიკზე ვიზუალური დაკვირვების შედეგად;
- წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის ტრენდული ხაზები აიგება სანთლების მინიმუმებზე ან მაქსიმუმებზე;
სავაჭრო პირობა:
SMA (4) და SMA (8) W1 ინტერვალზე და მცოცავი საშუალო SMA (20) D1 ინტერვალზე, ერთნაირად თანხვედრილად მიუთითებენ ტრენდის მიმართულებაზე. თუ ტრენდი აღმავალია, მაშინ ფასი უნდა იმყოფებოდეს ზემოთაღნიშნული მცოცავი საშუალოების ზემოთ. თუ ტრენდი დაღმავალია, მაშინ ფასი უნდა იმყოფებოდეს ზემოთაღნიშნული მცოცავი საშუალოების ქვემოთ.
სავაჭრო სიგნალების შემოწმება/მოძიება და პოზიციის გახსნა ხდება დღეში ერთხელ. რეკომენდებულია საღამოს საათები.
სავაჭრო სიგნალები:
- SMA (5) დღიურ ინტერვალზე იყო მიმართული ძირითადი ტრენდის საპირისპიროდ, ან იყო ჰორიზონტალურ პოზიციაში, რის შემდეგაც შემოტრიალდა ტრენდისკენ;
- SMA (20) დღიურ ინტერვალზე იყო მიმართული ძირითადი ტრენდის საპირისპიროდ, ან იყო ჰორიზონტალურ პოზიციაში და ფასმა გადაკვეთა იგი და დაიხურა მის ზემოთ - ყიდვა, ან დაიხურა მის ქვემოთ - გაყიდვა;
2014 წლის ივლისის თვეში W1 და D1 გრაფიკებზე ერთი და იგივე მდგომარეობაა. (SMA (4) და SMA (8) W1 ინტერვალზე და მცოცავი საშუალო SMA (20) D1 ერთნაირად თანხვედრილად მიუთითებენ ტრენდის მიმართულებაზე - ანუ გაყიდვა):
გაყიდვის მაგალითი:
2012 წლის ნოემბრის თვეში W1 და D1 გრაფიკებზე ერთი და იგივე მდგომარეობაა. (SMA (4) და SMA (8) W1 ინტერვალზე და მცოცავი საშუალო SMA (20) D1 ერთნაირად თანხვედრილად მიუთითებენ ტრენდის მიმართულებაზე - ანუ ყიდვა):
ყიდვის მაგალითი:
სტარტეგიაში ტეიკ პროფიტი მითითებული არ არის. მომგენიანი სავაჭრო პოზიციის დახურვა ხდება დადებითი სტოპ ლოსით.
სტოპ ლოსი დგება: პოზიციის მიმართულებიდან გამომდინარე, დღიური გრაფიკის ლოკალურ მაქსიმუმზე ან ლოკალურ მინიმუმზე + 10 სარეზერვო პუნქტი (ლუფტი). დაახლოებით ყოველ + 30 პუნქტზე სტოპ ლოსი უნდა მიჩოჩდეს + 5 პუნქტით ტრენდის მიმართულებით. ასევე შესაძლებელია ტრეილინგ სტოპის გამოყენება 30 პუნქტიანი ლუფტით.
რეკომენდებული ფორექს ბროკერები
შაბლონი ფორექსის სტრატეგიისთვის (შაბლონის გადმოწერა)
Comments (6)
-
Admin -ლევანი
jano - კომპიუტერი, სადაც დაინსტალირებულია მეტატრეიდერი, თავისუფლად აღიქვამს tpl გაფართოების ფაილებს. tpl გაფართოების ფაილი ანუ მეტატრეიდერის შაბლონი ჩააგდეთ საქაღალდეში C:\Program Files\თქვენი სავაჭრო ტერმინალი\templates
ვრცლად ამ თემის შესახებ გაეცნობით ბმულზე გადასვლის შემდეგ -
Admin -ლევანი
jano - არსებობს სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული წიაღსვლები და რეკომენდაციები, თუმცა მთავარი გარემოება არის დეპოზიტის სიმყარე, ანუ რა დატვირთვას გაუძლებს იგი, ანუ რა რაოდენობის მინუსიან პუნქტს გაუძლებს და არ გავასხამთ დეპოზიტს.
როგორც ცნობილია, ყველა, თვით ურთულესი თეორია დაიყვანება მარტივ ფორმულამდე, ამიტომ მეც არ დავიკავებ დიდაქტიკოსის პოზას და ყოველგვარი „ბლა ბლას“ და თეორიული წიაღსვლების გარეშე ერთად ვიანგარიშოთ და ამის შემდეგ, შენი პრიორიტეტებიდან, ვაჭრობის სტილიდან, სტრატეგიიდან, მეთოდიდან, ფსიქოლოგიიდან, კაპიტალიდან და რისკიანობიდან გამომდინარე თავად განსაზღვრე რა და როგორ:
ამოსავალი წერტილი იყოს 100 აშშ დოლარი, სტანდარტული ანგარიში (ცენტური ანგარიშისთვის უნდა გამრავლდეს ასზე).
მაშ ასე, დეპოზიტზე გვაქვს 100 დოლარი. მინიმალური მოცულობაა - „ 0.01 ლოტი“, ერთი პუნქტის ღირებულება 10 ცენტი eur/usd სავალუტო წყვილისთვის, სხვა წყვილებისთვის პლიუს მინუს რამდენიმე ცენტი ამინდს არ ცვლის.
ორდერის გახსნისათვის მარჯინალური უზრუნველყოფა 2,25 აშშ დოლარია. ჩავთვალოთ 3 დოლარი. მაშასადამე ორდერის გახსნის მომენტში დეპოზიტზე თავისუფალ სახსრებად დაგვრჩება 97 დოლარი. მარჯინ ქოლის მინიმალური ზღვარი ჩავთვალოთ 20 პროცენტი, დავამრგვალოთ და უხეშად რომ ვთქვათ, ჩვენს განკარგულებაშია 80 დოლარი. ეს თანხა გვაძლევს საშიალებას გვეჭიროს მინუსიანი პოზიცია 800 პუნქტის მანძილზე. ანუ ზემოთაღნიშნულ „რასკლადში“დეპოზიტის სიმყარე 800 პუნქტია.
დეპოზიტის რაოდენობა ეფუძნება მის სიმყარეს - ესაა ჩემი თეორია. სხვას ვერაფერს გირჩევთ
კომენტირების ფორმა
გააკეთეთ კომენტარი