ფორექსის სტრატეგია "მშვიდი პოზიციური"

ფორექსის სტრატეგიას "მშვიდი პოზიციური" - გააჩნია მარტივი ტრენდული ალგორითმი.

  • ტაიმ ფრეიმი: D1;
  • სავალუტო წყვილი: მულტივალუტური;

გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • SMA (21) მარტივი მცოცავი საშუალო პერიოდით 21, Close;
  • Stochastic Oscillator - ოსცილატორი სტოჰასტიკი (პერიოდი %К - 5, პერიოდი %D - 3, შენელება 3, დონეები: 20 და 80;

სავალუტო წყვილის ანალიზი ხორციელდება ტაიმფრეიმზე Daily. ფასის მდებარეობა SMA 21-ის მიმართ გვიჩვენებს ტრენდის ძირითად მდგომარეობას. ანუ SMA 21 ერთგვარი გამყოფი ხაზია. თუ ფასი იმყოფება ინდიკატორის მრუდის ზემოთ, მაშინ ვხსნით მხოლოდ ყიდვის პოზიციებს. თუ ფასი იმყოფება ინდიკატორის მრუდის ქვემოთ, მაშინ ვხსნით მხოლოდ გაყიდვის პოზიციებს.

პოზიციის გახსნისთვის საჭიროა სამი პირობის შესრულება:

  • სეტაპის არსებობა;
  • ტრიგერის არსებობა;
  • ბაზარზე შესვლის ნებადამრთველი ფილტრი;

თუ, ზემოთ ჩამოთვლილი სამივე პირობა შესრულებულია, მაშინ ბაზარზე შევდივართ შემდეგი სანთლის გახსნის ფასით.

სეტაპი: ორი გვერდიგვერდ მდებარე სანთლის მდებარეობა SMA (21)-თან. ორივე სანთელი უნდა იმყოფებოდეს მცოცავი საშუალოს ერთ მხარეს. ასევე დასაშვებია, რომ პირველი სანთელი იმყოფებოდეს მცოცავი საშუალოს ერთ მხარეს, ხოლო მისი მაქსიმუმი ან მინიმუმი (high ან low) იმყოფებოდეს მცოცავი საშუალოს მეორე მხარეს (გასახსნელი პოზიციის მიმართულებიდან გამომდინარე), იქ სადაც იმყოფება სეტაპის მეორე სანთელი.

სტრატეგიის პირველი პირობის, ანუ მცოცავი საშუალოს SMA (21)-ის მიმართ სანთლების მდებარეობის პირობის თანახმად, სურათი N 1-ზე მონიშნულ მართკუთხედში და მის მარჯვნივ მდებარე ყველა სანთელი არის გაყიდვის სეტაპი. ხოლო. სურათი N 2-ზე მონიშნული მართკუთხედის მარჯვნივ მდებარე ყველა სანთელი არის ყიდვის სეტაპი.

სურათი N 1 გაყიდვის სეტაპის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "მშვიდი პოზიციური" 

სურათი N 2 ყიდვის სეტაპის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "მშვიდი პოზიციური" 

ტრიგერი: მიმდინარე სავაჭრო დღის დახურვა, გასული სავაჭრო დღის მინიმუმის ქვემოთ არის სიგნალი გაყიდვისთვის და მიმდინარე სავაჭრო დღის დახურვა გასული დღის ფასური მაქსიმუმის ზემოთ არის სიგნალი ყიდვისთვის.

სურათი N 3 გაყიდვის ტრიგერის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "მშვიდი პოზიციური" 

სურათი N 4 ყიდვის ტრიგერის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "მშვიდი პოზიციური" 

ფილტრი: როდესაც ოსცილატორი სტოჰასტიკის %K მრუდი (ცისფერი) გადაკვეთს %D მრუდს (წითელი წყვეტილი) ქვემოდან ზემოთ - ყიდვის სიგნალია. როდესაც ოსცილატორი სტოჰასტიკის %K მრუდი (ცისფერი) გადაკვეთს %D მრუდს (წითელი წყვეტილი) ზემოდან ქვემოთ - გაყიდვის სიგნალია. აუცილებლად გასათვალისწინებელია რომ სავაჭრო სიგნალები, რომლებიც წარმოიქმნება გაჯერებული ყიდვების (80-იანი ზონა) და გაჯერებული გაყიდვების (20-იანი ზონა) ზონებში აუცილებლად უნდა უგულვებელვყოთ (დავაიგნოროთ).

სამივე პირობის შერწყმით მივიღებთ:

გაყიდვის მაგალითი:

mshvidi-poziciuri-sell 

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "მშვიდი პოზიციური" 

სტოპ ლოსი დგება:

  • გაყიდვებისთვის - უკანასკნელი სამი დღის მაქსიმუმზე;
  • ყიდვებისათვის - უკანასკნელი 3 დღის მინიმუმზე;

პოზიციის დახურვა მოგებით ხორციელდება:

  • გაყიდვებისათვის - სავაჭრო დღის გახსნის ფასით, რომელიც არის იმ დღის მომდევნო დღე, რომელიც დაიხურა წინა დღის მაქსიმუმის ზემოთ;
  • ყიდვებისათვის - სავაჭრო დღის გახსნის ფასით, რომელიც არის იმ დღის მომდევნო დღე, რომელიც დაიხურა წინა დღის მინიმუმის ქვემოთ;

შაბლონი ფორექსის სტრატეგიისთვის (შაბლონის გადმოწერა)

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • Admin - ლევანი

    gvanca - იგულისხმება ნებისმიერი სავალუტო წყვილიც თავად ეგზოტიკურებიც, მაგრამ ალბათ დამეთანხმებიტ რომ ეგზოტიკურზე ასიდან 99 არ დატესტავს სტრატეგიას, ასე რომ უნდა ვიგულისხმოთ ცნობილი და ძირითადი წყვილები. მათ შორის უმნიშვნელოვანესები, რომლებიც თქვენ ახსენეთ

    Short URL:
  • gvanca

    გამარჯობათ ბატონო ლევან!მულტივალუტურ სავალუტო წყვილებში ძირითადი სავალუტო წყვილები იგულისხმება?როგორიცაა მაგალითად EUR/USD,USD/CHF,GBP/USD,USD/JPY?

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top