ფორექსის სტრატეგია "CCCF"

ფორექსის სტრატეგია "CCCF" საკმაოდ მარტივი გარღვევის სტრატეგიაა, რომელიც ეფუძნება ინდიკატორის Cons-ის მიერ, გრაფიკზე წარმოქმნილი ყუთის ზედა და ქვედა საზღვრების გარღვევას.

  • ტაიმ ფრეიმი: M5-H4
  • სავალუტო წყვილი: EUR/USD

სტრატეგიის განხილვისთვის ავირჩიოთ პერიოდი M15.

გრაფიკზე ვაყენებთ ფორექსის ინდიკატორს Cons საწყისი პარამეტრებით. სხვა თაიმ ფრეიმისთვის პარამეტრები შესაძლებელია იყოს განსხვავებული.
ვაჭრობის პირობები:

როდესაც ინდიკაოტრი Cons გრაფიკზე ფამოსახავს ყუთს და ორ ჰორიზონტალურ საზღვარს (ყუთის მაქსიმუმებით) - ვდებთ გადადებულ ორდერებს ამ საზღვრებზე.

ყუთის ზედა საზღვარზე ვდებთ ყიდვის გადადებულ Buy Stop ორდერს 110 პუნქტიანი თეიქ-პროფიტით და 50 პუნქტიანი სტოპ-ლოსით.

ყუთის ქვედა საზღვარზე ვდებთ გაყიდვის გადადებულ Sell Stop ორდერს 280 პუნქტიანი თეიქ-პროფიტით და 50 პუნქტიანი სტოპ-ლოსით.

გაყიდვის და ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "CCCF"

ერთ-ერთი ორდერის აქტივაციის შემდეგ, მეორე გადადებულ ორდერს ვაუქმებთ, მხოლოდ პირველი ორდერის პროფიტით დახურვის შემთხვევაში. და თუ პირველი ორდერი არ დაიხურა თეიქ-პროფიტით, მოპირდაპირე ორდერის გახსნის შემდეგ პირველის ადგილზე ვათავსებთ ახალ გადადებულ ორდერს.

ორდერების პარამეტრები ბაზარზე განმეორებით შესვლისთვის:

ყიდვა:

  • თეიქ პროფიტი: 250 პუნქტი;
  • სტოპ- ლოსი: 50 პუნქტი;

გაყიდვა:

  • თეიქ პროფიტი: 80 პუნქტი;
  • სტოპ-ლოსი: 15 პუნქტი;

დამატებითი წესები:

  • ნებისმიერი ორდერის თეიქ-პროფიტით დახურვის შემთხვევაში, მეორეს ვაუქმებთ და ვწყვეტთ ამ ყუთის საზღვრების დამუშავებას;
  • გრაფიკზე ახალი ყუთის გაჩენისას, გახსნისლი ორდერი იხურება მიმდინარე ფასით, გადადებული ორდერი კი უქმდება და იწყება ყუთის ახალი საზღვრების დამუშავება;
  • ბაზარზე არ შევდივართ ერთი ყუთის საზღვრების ორჯერადი გარღვევის შემდეგ;
  • ამ სტრატეგიით უსაფრთხო ვაჭრობისთვის მიზანშეწონილია ორდერი გადავიყვანოთ უზარალობის პოზიციაზე როდესაც მიღებულია პროფიტი სტოპ ლოსიდან 50-100 პუნქტის მანძილზეა ან 50-100 პუნქტის პროფიტის მიღების შემთხვევაში გადავიყვანოთ პოზიცია 50-100 პუნქტიან თრეილინგ სტოპზე.

ვისაც გაინტერესებთ შეგიძლიათ წაიკითხოთ ინდიკატორის მუშაობის პრინციპი:

გარფიკზე ინდიკატორი ეძებს ფასის კონსოლიდაციას, რომელიც შედგება თანამიმდევრულ (boxlength) სანთლების გარკვეული რაოდენობისაგან. სანთლების გახსნის ფასი იმყოფება მიმდინარე გახსნილი სანთლის boxlength-ის პარამეტრის პლიუს ნახევრის ან მინუს ნახევრის საზღვრებში. Boxlength= 10 და boxlength=11 -ის დროს ინდიკატორი ეძებს 10 სანთელს, რომელთა გახსნის ფასი 5 პუნქტით განსხვავდება მიმდინარე სანთლის გახსნის ფასისაგან არაუმეტეს 5 პუნქტით. ასე წარმოიქმნება პატარა ყუთი. LevelUp და levelDn პარამეტრებში პატარა ყუთიდან წარმოიქმნება გადახვევა ზემოდან ქვემოთ. მიმდინარე სანთლის გახსნის ფასით და ამ დონეებით იხატება დიდი ყუთი და ჰორიზონტალური დონეები, chart პარამეტრში მითითებულია იმ გრაფიკის პერიოდი, რომელზეც განხორციელდება შესაბამისი პირობები.

შაბლონის და ინდიკატორის გადმოწერა

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top