ფორექსის სტრატეგია "მარტივი ფრაქტალები"

სტრატეგიას გააჩნია უმარტივესი ალგორითმი და ბაზარზე შესვლა/გამოსვლის მარტივი წესები. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი სავალუტო წყვილისთვის თუმცა ძირითადად რეკომენდებულია EUR/USD.

  • სავალუტო წყვილი: EUR/USD (ან სხვა ვალუტები შესაბამისი ტესტირების შემდეგ);
  • ტაიმ ფრეიმი: D1;

დღიურ გრაფიკზე ვაყენებთ ფრაქტალების ინდიკატორს, იგი სავაჭრო ტერმინალის კომპლექტშია.

გაყიდვა:

  • დღიურ გრაფიკზე წარმოიქმნა ზედა/აღმავალი ფრაქტალი;
  • ამ დღიური სანთლიდან გადავითვლით ორ სანთლს;
  • მეორე სანთლის დახურვის ფასზე ვხსნით გაყიდვის სავაჭრო პოზიციას;

ყიდვა:

  • დღიურ გრაფიკზე წარმოიქმნა ქვედა/დაღმავალი ფრაქტალი;
  • ამ დღიური სანთლიდან გადავითვლით ორ სანთლს;
  • მეორე სანთლის დახურვის ფასზე ვხსნით ყიდვის სავაჭრო პოზიციას;

ყიდვა/გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "მარტივი ფრაქტალები" 

  • ტეიკ პროფიტი: ორივე შემთხვევაში (ყიდვა/გაყიდვა) სავაჭრო პოზიციიდან დადებითი შედეგით ფიქსირებულად გამოსვლა ხდება სამუშაო დღის ბოლოს;
  • სტოპ ლოსი: ორიგინალურ სტრატეგიაში სტოპ ლოსი არ არის მითითებული. ჩემი დაკვირვებით გთავაზობთ სტოპ ლოსი დააყენოთ ფრაქტალური სანთლის (იმ სანთლის რომელზეც ფრაქტალი წარმოიქმნა) მაქსიმუმზე ან მინიმუმზე შესაბამისად გაყიდვის ან ყიდვის პოზიციებისათვის;

ასევე გიჩევთ, დადებითი ტეიკ პროფიტის შემთხვევაში, დღის ბოლოს პოზიციის დახურვის ნაცვლად მას დაადევნოთ ტრეილინგ სტოპი.

შენიშვნა: დღიურ გრაფიკებზე ვაჭრობა მოითხოვს სავაჭრო დეპოზიტის საკმაო დიდ მდგრადობას, ამიტომ ამ სტრატეგიით ვაჭრობა რეკომენდებულია ცენტურ ანგარიშებზე, ან მიკრო ლოტებით. ამასთნ ერთად, თითოეული სავაჭრო პოზიციის რისკი არ უნდა აღემატებოდეს 4-5%-ს.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • Admin-ლევანი

    otari - დიდი მადლობა რეკომენდაციისათვის, მაგ და სხვა მრავალი მსგავსი საიტი ცნობილია ჩემთვის. გუგლში მაგისთანა და უკეთესიც უამრავია. მერწმუნეთ ჩემ საიტზე მარტო ამ წელიწადში გამოქვეყნდება 100 სტრატეგია და 300 სხვადასხვა ტიპის სტატია. უბრალოდ მარტო ვმუშაობ და ყველაფერს ვერ ვასწრებ:(. მადლობა კთილი სიტყვებისა და რცევისთვის

    Short URL:
  • otari

    მრავალფეროვანი სტრატეგიებია ამ თქვენ საიტზე არჩევანი ბევრია და რომელიც ხასიათში უფრო ჯდება იმისი არჩევის საშუალება არი. მე არვიცი სად იძიებთ და პირადად მე ინგლისურს ვერ ვფლობ ისე რომ გავარჩიო კარგად მაგრამ ამ საიტზე (საიტის დასახელება ამოღებულია რედაქტორის მიერ) კიდე მრავალფეროვანი სტრატეგიებია და თუ არგინახავთ ბატონო ლევან იქნებ თქვენი საიტის თვის თუ გამოსაყენებელი იქნება გამოიყენოთ ბევრი სტრატეგიებია და დარწმუნებულივარ საუკეთესოების ამორჩევა შეიძლება. რადგანაც საიტს აქვს მოდერაცია შეიძლება არგამოქვეყნდეს ეს კომენტარი მაგრამ ინფორმაცის სახით პირადად მოგწერეთ იქნებ საიტისთვის ჩათვალოთ საჭიროდ თუიქნა რამე ღირებული და მომხმარებლებიც მეტ სარგებელს მივიღებთ.

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top