ფორექსის სტარტეგია ZL

სტრატეგიით ვაჭრობა მიმდინარეობს Zig Zag ინდიკატორის სიგნალის მეშვეობით და სავაჭრო სტრატეგიის დამატებითი პირობების გამოყენებით.

  • სავალუტო წყვილი: EUR/USD;
  • ტაიმ ფრეიმი: H1 (თუმცა შესაძლბელია ვაჭრობა M30, M15 ინტერვალებზეც);
  • გარფიკზე ვაყენებთ Zig Zag ინდიკატორს შემდეგი პარამეტრებით: 15-0-3 (Depth – 15, Deviation – 0, Backstep – 3)(ინდიკატორი სავაჭრო ტერმონალის Meta Trader 4-ის სტანდარტულ კომპლექტაციაშია);

ვაჭრობის პირობები:

გარფიკზე ვპოულობთ ფასის აღმავალ ან დაღმავალ მოძრაობას, იმისათვის რომ განვსაზღვროთ ის დონეები, საიდანაც დაიდება სავაჭრო პოზიცია.

აღმავალი ტრენდის პირობები:

  • ვპოულობთ გრაფიკზე ზიგზაგის სამ თანამიმდევრულ აღმავალ მწვერვალს (ექსტრემუმს);
  • 1-3 მწვერვალებს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს 90 ან მეტ პუნქტს;
  • თუ პირველი და მეორე პირობა შესრულებულია, ველოდებით კიდევ ერთი მე-4 მწვერვალის წარმოქმნას და ვამოწმებთ შემდეგ პირობას: თუ მანძილი ბოლო მწვერვალებს შორის (ანუ მე-3 და მე-4 მწვერვალებს შორის) არ აღემატება 40 პუნქტს, მაშინ ვავლებთ ჰორიზონტალურ ხაზს მე-3 მწვერვალზე;
  • თუ მე-4 მწვერვალი იმყოფება მე-3 მწვერვალზე დაბლა და მანძილი მე-2 და მე-3 მწვერვალებს შორის არ აღემატება 40 პუნქტს, მაშინ ჰორიზონტალურ ხაზს ვავლებთ მე-4 მწვერვალზე;

დონეების დახაზვის წესები:

ფორექსის სტარტეგია ZL

ფორექსის სტარტეგია ZL

დაღმავალი ტრენდის პირობები:

  • გრაფიკზე ვპოულობთ ზიგზაგის სამ თანამიმდევრულ დაღმავალ მინიმუმს;
  • 1-3 მწვერვალებს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს 90 ან მეტ პუნქტს;
  • თუ პირველი პირობა შესრულებულია, ველოდებით კიდევ ერთი - მე-4 მინიმუმის წარმოქმნას და ვამოწმებთ შემდეგ პირობას: თუ მანძილი ბოლო ორ მინიმუმს შორის (ანუ მე-3 და მე-4 მწვერვალებს შორის) არ აღემატება 40 პუნქტს. მაშინ ვავლებთ ჰორიზონტალურ ხაზს მე-3 მინიმუმზე;
  • თუ მე-4 მინიმუმი იმყოფება მე-3 მინიმუმზე მაღლა, და მანძილი მე-2 და მე-3 მინიმუმებს შორის არ აღემატება 40 პუნქტს, მაშინ ჰორიზონტალურ ხაზს ვავლებთ მე-4 მინიმუმზე;

სავაჭრო პოზიციების გახსნა ყიდვა-გაყიდვა:

  • როგორც უკვე აღვნიშნეთ ვაკვირდებით გრაფიკზე ფასის მოძრაობას და ინდიკატორი ZigZag -ის დახმარებით ვაგებთ ჰორიზონტალურ დონეებს. გრაფიკზე ერთდროულად შესაძლებელია იყოს აღნიშნული მხოლოდ ორი დონე : ერთი აღმავალი ტრენდის დროს, ხოლო მეორე დაღმავალი ტრენდის შემთხვევაში. როდესაც ჩნდება ახალი დონე ძველი დონე, რომელიც შეესაბამება ამავე ტრენდს, უნდა წავშალოთ;
  • ამრიგად გრაფიკზე გვაქვს ორი დონე. მიმდინარე ბარის ამ დონეების მიმართ მდებარეობიდან გამიმდინარე ვაყენებთ გადადებულ ორდერებს:
  • თუ ფასი მდებარეობს ორივე დონის ზემოთ, მაშინ ვდებთ Buy Limit ყიდვის გადადებულ ორდერს;
  • თუ ფასი იმყოფება ორივე დონის ქვემოთ, მაშინ ვდებთ Sell Limit გადადებულ ორდერს;
  • იმ შემთხვევაში თუ ფასი იმყოფება ამ დონეებს შორის, მაშინ ვდებთ ორდერებს ორივე მიმართულებით - Buy Limit და Sell Limit;

გადადებული ორდერები დგება/განთავსდება შესაბამის ჰორიზონტალურ დონეებზე.

სავაჭრო პოზიციის მაგალითი:

ფორექსის სტარტეგია ZL

სტოპ ორდერების პარამეტრები:

  • buy limit ორდერისთვის - პროფიტი-150 პუნქტი, სტოპი-50 პუნქტი;
  • sell limit ორდერისთვის - პროფიტი-100 პუნქტი, სტოპი-50 პუნქტი;
სტრატეგიის მიხედვით შექმნილია ავტომატური მრჩეველი, რომლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება და მისი გადმოწერა შეგიძლიათ ბმულზე გადასვლის შემდეგ - "მრჩეველი ZL"

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top