ფორექსის სტრატეგია "Momentum Pinball"

სტრატეგიის ავტორია ცნობილი ტრეიდერი ლინდა რაშკე.

სტრატეგია "Momentum Pinball" - მულტივალუტურია, ანუ გამოიყენება ნებისმიერი სავალუტო წყვილისთვის. ორდერები იხსნება ორი ინტერვალის, D1 და H1, წარმოქმნილი სიგნალების მიხედვით.

არჩეული სავალუტო წყვილის გრაფიკზე ვაყენებთ მხოლოდ ერთი ინდიკატორს:

  • ინდიკატორი Momentum Pinball პარამეტრებით PeriodRSI -3, PeriodRSI -1 და ვამატებთ დონეებს - "70" და "30";

ყიდვა:

  • ინდიკატორი Momentum Pinball დღიური სანთლის დახურვის დროს აღმოჩნდა გაჯერებული გაყიდვის დონის, ანუ "30"-იანი დონის ქვემოთ;
  • მეორე დღეს ველოდებით პირველი საათის სანთლის დახურვას;
  • ვაყენებთ Buy Stop ორდერს დახურული საათის სანთლის დახურვის ფასის მაქსიმუმის ზემოთ მინიმუმ 10-15 პუნქტის, მაქსიმუმ 20 პუნქტის მანძილზე. ლუფტის პუნქტების რაოდენობა დამოკიდებულია სავალუტო წყვილის ვოლატილობაზე, რაც უფრო მეტია ვოლატილობა, მით უფრო მეტია ზემოთხსენებული პუნქტების რაოდენობა;
  • შემდეგ, Buy Stop ორდერის დაყენების მანძილზე ვაყენებთ სტოპ ლოსს, დახურული სავაჭრო დღის უკანასკნელი საათობრივი სანთლის მინიმუმიდან;

D1 გრაფიკი:

ფორექსის სტრატეგია "Momentum Pinball"

H1 გრაფიკი:

Momentum-Pinball-h1-buy

თუ ფასმა აამუშავა სტოპ-ლოსი, მაშინ ხელმეორედ ვაყენებთ გადადებულ ორდერს პირველი ორდერის დონეზე. ანუ ბაზარზე იგივე ალგორითმით შევდივართ განმეორებით.

თუ  მეორე სავაჭრო დღის დახურვის მომენტში ვართ მოგებაში მაშინ შესაძლებელია განვიხილოთ მომგებიანი ორდერის დახურვის რამდენიმე ვარიანტი:

  • ორდერი დავხუროთ მთლიანად;
  • ორდერის ერთი ნაწილი დავხუროთ, ხოლო მეორე ნაწილი გადავიყვანოთ უზარალობაში;
  • ორდერს ვტოვებთ ღია მდგომარეობაში მომდევნო დღე-ღამის განმავლობაში და მას დავხურავთ მაშინ, როდესაც ფასი აიწევს მე-2 დღის მაქსიმუმის რამდენიმე პუნქტით ზემოთ;
  • ორდერს აუცილებლად უნდა დაიხუროს მე-3 დღის ბოლოს;
  • კარგი ვარიანტია, თუ პოზიციას მივედევნებით 30, 50 ან 70 პუნქტიანი ტრეილინგ სტოპით;

გაყიდვისთვის უკუპირობია.

ამ შემთხვევაში ინდიკატორი Momentum Pinball დღიური სანთლის დახურვის დროს უნდა იმყოფებოდეს გაჯერებული ყიდვის დონის, ანუ "70"-იანი დონის ზემოთ.

D1 გრაფიკი:

ფორექსის სტრატეგია "Momentum Pinball"

H1 გრაფიკი:

ფორექსის სტრატეგია "Momentum Pinball"

ინდიკატორის გადმოწერა

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top