ფორექსის სტრატეგია Daniella

სტრატეგია ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ფორექსზე ვოლატილობის შეკუმშვის შემდეგ, იგი (ვოლატილობა) ყოველთვის ფართოვდება.

  • ტაიმფრეიმი: D1;
  • სავალუტო წყვილი: ნებისმიერი;

არჩეული სავალუტო წყვილის გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • ინდიკატორი ATR (2);
  • ინდიკატორი i-Daniella (გრაფიკზე ისრით გვიჩვენებს ადგილს (დღეს) რომლის ზემოთ, ან ქვემოთ უნდა განვათავსოთ გადადებული ორდერი);

ყიდვა:

თუ, ინდიკატორის ATR (2) დღევანდელი მაჩვენებელი მეტია, ვიდრე გუშინდელი დღის მაჩვენებელი, ამასთან ერთად, ინდიკატორის გუშინდელი დღის მაჩვენებელი უფრო ნაკლებია ვიდრე გუშინწინდელი დღის მაჩვენებელი. ხოლო დღევანდელი დღის სანთლის დახურვის ფასი უფრო მეტია, ვიდრე მისი გახსნის ფასი. 

აღნიშნული პირობების შესრულების შემდეგ, ყიდვის გადადებული Buy Stop ორდერი უნდა დავდოთ: დღევანდელ მაქისიმალურ ფასს + სავალუტო წყვილის სპრედი. მუშაობის გამარტივებისათვის, ინდიკატორის i-Daniella  მიერ აღნიშნული სანთლები (რომელთა მაქსიმუმზეც უნდა დაიდოს ორდერები), გრაფიკზე მონიშნული იქნება ლურჯი ისრებით.

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია Daniella

გაყიდვა:

თუ, ინდიკატორის ATR (2) დღევანდელი მაჩვენებელი მეტია, ვიდრე გუშინდელი დღის მაჩვენებელი, ამასთან ერთად, ინდიკატორის გუშინდელი დღის მაჩვენებელი უფრო ნაკლებია ვიდრე გუშინწინდელი დღის მაჩვენებელი. ხოლო დღევანდელი დღის სანთლის დახურვის ფასი უფრო ნაკლებია, ვიდრე მისი გახსნის ფასი.

აღნიშნული პირობების შესრულების შემდეგ, ყიდვის გადადებული Sell Stop ორდერი უნდა დავდოთ: დღევანდელ მინიმალურ ფასს + სავალუტო წყვილის სპრედი. მუშაობის გამარტივებისათვის, ინდიკატორის i-Daniella  მიერ აღნიშნული სანთლები (რომელთა მაქსიმუმზეც უნდა დაიდოს ორდერები), გრაფიკზე მონიშნული იქნება წითელი ისრებით.

სტოპ ლოსს ყიდვის ორდერებისთვის ვაყენებთ - დღევანდელი სანთლის მინიმუმზე, ხოლო გაყიდვის დროს - დღევანდელი დღის მაქსიმუმზე.

თუ, სავაჭრო დღე ისე დაიხურა, რომ ორდერები არ ამუშავდა, მაშინ მათ ვაუქმებთ და ვეძებთ/ველოდებით სხვა სასიგნალო პოზიციას.

მას შემდეგ, რაც ტეიკ პროფიტი მიაღწევს 50 პუნქტს, ორდერი უნდა გადავიყვანოთ უზარალობის პოზიციაში + 10 პუნქტი. შემდეგ სურვილის მიხედვით: ორდერს გავყვეთ ტრეილინგ სტოპით - მინიმალური პიჯით 40-50 პუნქტი (გააჩნია სავალუტო წყვილის ვოლატილობას), ან დავალოდოთ სანამ ორდერი დაიხურება დადებითი ან უარყოფითი სტოპ ლოსით.

ორდერის დახურვა აგრეთვე შესაძლებელია საპირისპირო სიგნალის მიღების შემდეგაც (რამდენიმე დღის შემდეგ), ან მიმდინარე სავაჭრო დღის დასრულებისთანავე.

შაბლონის/ინდიკატორის/სკრიპტის გადმოწერა

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top