ფორექსის სტრატეგია "Emp"

სავაჭრო სისტემა ეფუძნება მნიშვნელოვან დონეებისგან ფასის ასხლეტის ალგორითმს.

  • სავალუტო წყვილი: ნებისმიერი (მულტისავალუტო სტრატეგია);
  • ინდიკატორები: არ გამოიყენება;
  • ტაიმფრეიმი: H4

სტრატეგია არის ფორექსზე ვაჭრობის კლასიკური წარმოდგენების ერთგვარი ნაზავი.

  • საფუძვლად ვიღებთ ფასურ დონეებს. დონე არის გარკვეული (ისტორიული) ნიშნული, რომელთანაც მიახლოვების შემდეგ ფასი ან გაარღვევს მას, ან აისხლიტება მისგან, ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაიჭედება მასზე - ანუ იმოძრავებს ჰორიზონტალურ დიაპაზონში, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც გააგრძელებს მოძრაობას ზემოთ ან ქვემოთ (აისხლიტება, ან გაარღვევს დონეს);

    ქვემოთ წარმოდგენილ სურათებში დონეები აღნიშნულია წითელი ჰორიზონტალური ხაზებით, ხოლო მწვანე ისრებით ის წერტილები, რომლებზეც აიგება ეს დონეები.

    ფორექსის სტრატეგია "Emp"

  • ფილტრის სახით გამოიყენება ტრენდის მოძრაობა, ანუ მხარდაჭერის და წინააღმდეგობის სტანდარტული სატრენდო ხაზები.

ყიდვა:

  • პოზიცია იხსნება აღმავალი ტრენდის დროს, მხარდაჭერის ხაზთან მესამე შეხებისას;
  • ასხლეტა უნა დადასტურდეს, ერთდროულად ორი ან მეტი ასხლეტილი აღმავალი სანთლით;
  • სტოპ ლოსს ვაყენებთ ტრენდულ მინიმუმზე, ანუ უკანასკნელი ტალღის მინიმუმზე;
  • თეიქ პროფიტი გამოითვლება შემდეგნაირად: უკანასკნელი ტალღური მინიმუმსა და მაქსიმუმებს შორის მანძილი ორმაგდება;
  • 50 პუნქტიანი მოგების მიღწევის შემდეგ ორდერი უნდა გადავიდეს უზარალობის პოზიციაში.

გაყიდვის ორდერებისთვის სარკისებურად უკუპირობებია

ვინაიდან მსგავსი სტრატეგიები მიყვარს და თავად ვვაჭრობ ასეთი ტიპის სავაჭრო სისტემებით, ამიტომ უნდა ავღნიშნო, რომ:

პრაქტიკიდან გამიმდინარე სტრატეგია მუშაობს კარგად და რაც მთავარია საკმაოდ მომგებიანია. სტრატეგიის კლასიკური აღწერის მიხედვით, რეალური ვაჭრობიდან გამომდინარე სტოპ ლოსის და ტეიკ პროფიტის პარამეტრების საკმაოდ დიდია, მიმაჩნია, რომ ისინი აუცილებლად ოპტიმიზირებული უნდა იქნენ. ამასთან ერთად, სატრენდო ხაზიდან ასხლეტილი სანთლების რაოდენობაც ბუნდოვნადაა აღწერილი, ზოგმა შესაძლებელია 2 ასხლეტილ სანთელს დაელოდოს, ხოლო ზოგმა კი 4 სანთელს, ამასობაში კი შეიძლება ტრენდმა მიმართულება შეიცვალოს.

ამიტომ, სტრატეგიის დახვეწის თვალსაზრისით:

ჩემი აზრით, სტოპ ლოსი უნდა დადგეს არა ტრენდის ტალღურ მინიმუმზე, ან მაქსიმუმზე, არამედ სატრენდო ხაზიდან 20-40 პუნქტის ქვემოთ/ზემოთ, შესაძლებელია მეტიც - გააჩნია სავალუტო წყვილის ვოლატილობას.

სატრენდო ხაზისგან ასხლეტისათვის საკმარისია სანთლური კომბინაციები - შთანთქმა, ან პინბარი.

ტეიკ პროფიტი უნდა დადგეს ლიკალური მხარდაჭერის/წინააღმდეგობის დონეზე.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • Admin-ლევანი

    irakli - საიტზე არის რამდენიმე სტატია წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის დონეების შესახებ. დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ წაიკითხოთ და გაერკვეთ ამ საკითხში

    Short URL:
  • irakli

    "ტეიკ პროფიტი უნდა დადგეს ლიკალური მხარდაჭერის/წინააღმდეგობის დონეზე" --- რას ნიშნავს? ანუ სად უნდა დავაყენო ვერ ვხვდები

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top