ფორექსის სტრატეგია "ჯანკონე 5 წუთიანი ტაიმფრეიმისთვის"
სტრატეგიის ალგორითმი ეფუძნება სანთლური მოდელის "პინბარი"-ს და ინდიკატორების ურთიერთქმედებას.
პინ ბარი გამოიყურება დაახლოებით ასე:
კარგად ჩამოყალიბებულ პინ ბარს უნდა გააჩნდეს:
- გრძელი კუდი;
- მოკლე ტანი;
- გახსნის და დახურვის ფასები ერთმანეთთან ახლოს უნდა მდებარეობდეს.
სავალუტო წყვილის გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:
- ინდიკატორი RSI პარამეტრით (6), მას გამოვიყენებთ დივერგენციის საპოვნელად;
- ინდიკატორი Bolinger Bands პარამეტრებით (18,2), მას გამოვიყენებთ ტრენდის მოძიებისათვის. ამასთან ერთად, გვერდული ტრენდის დროს შესაძლებელია მის საზღვრებს შორის ვაჭრობა - პინბარის წარმოშობის შემთხვევაში;
- მცოცავი საშუალო SMA(50) და EMA(21), მას გამოვიყენებთ ბაზარზე არსებული ტრენდის განსაზღვრისთვის.
- რეკომენდებული სავალუტო წყვილები: EUR/USD, EUR/JPY, GBP/USD, USD/JPY;
- ტაიმფრეიმი: 5 წუთი M(5)
სავაჭრო სიგნალების მაგალითი:
სტრატეგიით ვაჭრობის 2 ვარიანტი არსებობს:
- ტრენდის მიმართულებით - სიგნალი არის გრაფიკზე პინ ბარის წარმოშობა და ბაზარზე მკვეთრად ჩამოყალიბებული ტრენდის არსებობა. გარიგებისთვის საუკეთესო ვარიანტია, თუ კი პინ ბარის წარმოქმნის მომენტში ადგილი აქვს დივერგენციას;
- "CT (Counter Trend)", ტრენდის საწინააღმდეგოდ - აქაც აუცილებელი პირობაა გრაფიკზე პინ ბარის წარმოშობა, ხოლო თუ დივერგენციაც გამოჩნდა, მაშინ მეტად სავარაუდოა, რომ სავაჭრო გარიგება იქნება მომგებიანი.
- ტეიკ პროფიტი: 15 პუნქტი;
- ტრენდის საწინააღმდეგო მიმართულებით ვაჭრობისას კი მოგების აღების (ტეიკ პროფიტის) საუკეთესო ნიშნულია - EMA(21).
სტოპ ლოსს ვაყენებთ:
- პინ ბარის კუდისგან რამდენიმე პუნქტით ზემოთ ან ქვემოთ (გააჩნია გარიგების მიმართულებას);
- მხარდაჭერის, ან წინააღმდეგობის დონეებისგან რამდენიმე პუნქტით ზემოთ ან ქვემოთ (გააჩნია გარიგების მიმართულებას).
სტრატეგიით ვაჭრობისას გამოიყენეთ ტრეილინგ სტოპი, რათა მაქსიმალურად ამოიღოთ მოგება.
მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ პინ ბარი უნდა იმყოფებოდეს ტრენდის (თუნდაც მოკლევადიანი ტრენდის) მწვერვალზე, ან ფსკერზე და არა ტრენდის შუაში.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ტრენდის მიმართულების თანხვედრილად ვაჭრობა გაცილებით ნაკლებად რისკიანია, ვიდრე კონტრტრენდზე ვაჭრობა.
კომენტირების ფორმა
გააკეთეთ კომენტარი