ფორექსის სტრატეგია ADX Magic

სტრატეგია ეფუძნება 4 ინდიკატორის კომბინირებულ სიგნალს: ADX, მცოცავი საშუალო, Heiken Ashi და IBS_RSI_CCL_v3.

  • სავალუტო წყვილი: EUR/USD;
  • ტაიმ ფრეიმი: H1;

სავალუტი წყვილის გრაფიკზე ვაყენებთ ფორექსის ზემოთ ჩამოთვლილ ინდიკატორებს შემდეგი პარამეტრებით:

  • მარტივი მცოცავი საშუალო SMA, გამოყენებული გახსნის ფასების მიმართ - open;
  • Average Directional Movement Index, ADX (9), გამოყენებული გახსნის ფასების მიმართ - open;
  • ინდიკატორი Heiken Ashi;
  • ინდიკატორი IBS_RSI_CCL_v3;

ყიდვის პირობები:

  • სანთელი დაიხურა SMA 75 მარტივი მცოცავი საშუალოს ინდიკატორის ზემოთ;
  • ინდიკატორ Heiken Ashi თეთრი ფერისაა;
  • ADX ინდიკატორზე "+ DI" მრუდმა გადაკვეთა "- DI" მრუდი ქვემოდან ზემოთ

    (გრაფიკზე: მწვანე ფერის მრუდი: "+ DI"; თეთრი ფერის მრუდი: "-DI");

  • ინდიკატორ IBS_RSI_CCL_v3-ის ყვითელმა მრუდმა გადაკვეთა ნულოვანი ხაზი ქვემოდან ზემოთ;

ოთხივე პირობის შესრულების შემდეგ, ვდებთ გადადებულ Buy Stop ორდერს იმ სანთლის მაქსიმუმზე, რომელიც აკმაყოფილებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების პირობას (1-4 პუნქტი).

  • სტოპ ლოსი: 100-120 პუნქტი;
  • ტეიკ პროფიტი: 120-140 პუნქტი;

ტეიკ პროფიტის და სტოპ ლოსის შეფარდება, რა თქმა უნდა, იდეალური არ არის, მაგრამ პროფიტული ორდერების რაოდენობით კომპენსირდება შესაძლო სტოპ ლოსები.

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია ADX Magic

გაყიდვის პირობები:

  • სანთელი დაიხურა SMA(75) მცოცავი საშუალოს ქვემოთ;
  • ინდიკატორ Heiken Ashi წითელი ფერისაა;
  • ADX ინდიკატორზე "+ DI" მრუდმა გადაკვეთა "- DI" მრუდი ზემოდან ქვემოთ;
  • ინდიკატორ IBS_RSI_CCL_v3-ის ყვითლმა მრუდმა გადაკვეთა ნულოვანი ხაზი ზემოდან ქვემოთ;

ოთხივე პირობის შესრულების შემდეგ, ვდებთ გადადებულ Sell Stop ორდერს იმ სანთლის მინიმუმზე, რომელიც აკმაყოფილებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების პირობას (1-4 პუნქტი).

  • სტოპ ლოსი: 50-60 პუნქტი;
  • ტეიკ პროფიტი: 120-140 პუნქტი;

გადადებული ორდერები, რომლებიც არ ამუშავდება უნდა წაიშალოს საპირისპირო მიმართულების ორდერების ამოქმედების შემდეგ.

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია ADX Magic

ინდიკატორის გადმოწერა

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top