ფორექსის სტრატეგია "წინა სანთლის 50 %"

ფორექსის სტრატეგია "წინა სანთლის 50 %" მარტივი, მაგრამ საკმაოდ ეფექტური სტრატეგიაა სავალუტო წყვილისთვის ბრიტანული ფუნტი/აშშ დოლარი (GBP/USD) და ბრიტანული ფუნტი/იაპონური იენა (GBP/JPY).

  • ტაიმ ფრეიმი: H1;
  • სავალუტო წყვილი: GBP/USD; GBP/JPY;

გრაფიკზე უნდა დავაყენოთ შემდეგი ინდიკატორები:

  • ინდიკატორი - Stochatic პარამეტრებით (5,3,3), გაჯერებული ყიდვისა და გაჯერებული გაყიდვის დონეებით 25 და 75;
  • ინდიკატორი - RSI (7) გაჯერებული ყიდვისა და გაჯერებული გაყიდვის დონეებით 30 და 70;

გაყიდვა:

თუ აღმავალი ტრენდის დროს, ინდიკატორები Stochastic და RSI იმყოფებიან გაჯერებული ყიდვის ზონაში (გაჯერებული ყიდვა: ინდიკატორი Stochastic იმყოფება თავისი 75-იანი დონის ზემოთა ზონაში ან მასთან ახლოს; ინდიკატორი RSI იმყოფება თავისი 70-იანი დონის ზემოთა ზონაში, ამ მასთან ახლოს) და ჩვენ ვამჩნევთ, რომ ჩამოყალიბდა დაღმავალი სანთელი, რომლის დახურვის ფასი მდებარეობს, როგორც მინიმუმ წინა სანთლის შუაში, ან უფრო მეტზე და საერთოდ უფრო კარგი სიტუაციაა თუ ეს სანთელი საერთოდ "ჩაყლაპავს" წინა სანთელს. ანუ ჩამოყალიბებულმა სანთელმა წინა სანთლის 50 % უნდა დაფაროს, ან უნდა "ჩაყლაპოს" წინა სანთელი. გაყიდვის ორდერს ვხსნით მიმდევნო სანთელზე.

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "წინა სანთლის 50 %" (გაყიდვის მაგალითი)

ყიდვა:

თუ დაღმავალი ტრენდის დროს, ინდიკატორები Stochastic და RSI იმყოფებიან გაჯერებული გაყიდვის ზონაში (გაჯერებული გაყიდვა: ინდიკატორი Stochastic იმყოფება თავისი 25 დონის ქვემოთა ზონაში ან მასთან ახლოს; ინდიკატორი RSI იმყოფება თავისი 30-იანი დონის ქვემოთა ზონაში, ამ მასთან ახლოს) და ჩვენ ვამჩნევთ, რომ ჩამოყალიბდა აღმავალი სანთელი, რომლის დახურვის ფასი მდებარეობს, როგორც მინიმუმ წინა სანთლის შუაში, ან უფრო მეტზე და საერთოდ უფრო კარგი სიტუაციაა თუ ეს სანთელი საერთოდ "ჩაყლაპავს" წინა სანთელს. ანუ ჩამოყალიბებულმა სანთელმა წინა სანთლის 50 % უნდა დაფაროს, ან უნდა "ჩაყლაპოს" წინა სანთელი. ყიდვის ორდერს ვხსნით მიმდევნო სანთელზე.

სტოპ ლოსი ყიდვისა და გატიდვისთვის ერთნაირია და დგება შესაბამისად ლოკალურ მინიმუმზე ან ლოკალურ მაქსიმუმზე.

სტრატეგიის კლასიკური აღწერით ტეიკ პროფიტი არ არის განსაზღვრული. სტრატეგიის მიხედვით გახსნილი პოზიციიდან გამოვდივართ უკუსიგნალის მიღებისას.

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "წინა სანთლის 50 %" (ყიდვის მაგალითი)

 

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • Admin - ლევანი

    daviTi - დავუშვათ გვაქვს გაყიდვის სიგნალი, ანუ სტოჰასტიკი და RSI იმყოფებიან საკუთარი გაჯერებული ყიდვის ზონაში, ანუ შესაბამისად 75-იანი და 70-იანი ზონების ზემოთ + მივიღეთ 50%-იანი გადაფარვის დაღმავალი სანთელი - მაშასადამე ვხსნით გაყიდვის ორდერს და სტოპ ლოსს ვაყენებთ ლოკალურ მაქსიმუმზე. დავუშვათ ჩვენი პოზიცია წავიდა მოგებაში, პარალელურად გრაფიკზე დააკვირდევით, რომ სტოჰასტიკი და RSI ნელ-ნელა დაეშვებიან ქვემოთ და მიუახლოვდებიან და შედიან საკუთარი გაჯერებული გაყიდვების ზონებში, ანუ შესაბამისად 25-იანი და 30-იანი დონეების ქვემოთ, თუ ამ პერიოდში პარალელურად წარმოიქმნება 50%-იანი გადაფარვის, ოღონდ ყიდვის გადაფარვის, ანუ აღმავალი გადაფარვის სანთელი, მაშინ გახსნილი გაყიდვის პოზივია უნდა დაიხუროს და უნდა ვიფიქროთ ყიდვის პოზიციის გახსნაზე. ეს არის კლასიკური აღწერა თუმცა მე გირჩევთ 30-40 პუნქტიან პროფიტზე დახუროთ პოზიციის ერთი ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილი გადაიყვანოთ უზარალობაში და გაუშვათ თავისუფალ ცურვაში

    Short URL:
  • daviTi

    შეგიძლიატ ამიხსნათ პოზიციიდან გამოსვლის უკუ სიგნალი უფრო დეტალურად... აქ მხოლოდ ვიზუალურად არის ნაჩვენები

    Short URL:
  • Admin-ლევანი

    baxva - სტარტეგიის სახელწოდებაა - "წინა სანთლის 50%", ამ სტრატეგიაში გამოიყენება ინდიკატორები RSI და Stochastic. სტრატრეგია ავტორის მიერ ტესტირებულია მითითებულ სავალუტო წყვილებზე, რომლებზეც აჩვენა კარგი შედეგები, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სტრატეგიამ აჩვენოს კარგი შედეგები სხვა სავალუტო წყვილებზეც, მათ შორის ევრო-დოლარზე. თავად უნდა დატესტოთ ეს სტრატეგია ისტორიაზე და პერსპექტივაში დაკვირვებით. შესაძლებელია საჭირო გახდეს ინდიკატორების პარამეტრების შეცვლა, ან თაიმფრეიმის შეცვლაც. თუმცა თვითონ პატერნი "წინა სანთლის 50%" საკმაოდ კარგი პატერნია და ორივე ინდიკატორი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ინდიკატორებია

    Short URL:
  • baxva

    ინდიკატორის სახელწოდებაა წინა სანთლის 50%. ვიყენებთ ინდიკატორ stochastic და RSI.

    Short URL:
  • Admin-ლევანი

    baxva - რომელი ინდიკატორის?

    Short URL:
  • baxva

    გამარჯობათ. ამ ინდიკატორის გამოყენება eur/usd სავალუტო წყვილზე არ არის რეკომენდირებული?

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top