ფორექსის სტრატეგია "დღეში 15 წუთი"

ფორექსის სტრატეგია "დღეში 15 წუთი" განკუთვნილია მათთვის, ვისაც ფორექსზე ვაჭრობისთვის ცოტა დრო აქვს. ვაჭრობის სისტემა ძალზე მარტივია, მაგრამ საკმაოდ ეფექტური. სტრატეგიაში ინდიკატორები არ გამოიყენება.

სტრატეგია ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ თუ სამი დღის განმავლობაში ბაზარზე ზრდის ან კლების ტენდენციაა, მაშინ ეს ტენდენცია შესაძლებელია გაგრძელდეს, როგორც მინიმუმ მეოთხე დღესაც. ისტორიაზე ჩანს, რომ ვაჭრობის ასეთი ალგორითმი არ არის მოკლებული რეალობას.

  • ტაიმ ფრეიმი: D1
  • სავალუტო წყვილი: ნებისმიერი;

ყიდვა

  • თუ დღიური სანთლის დახურვის ფასი სამი დღის განმავლობაში ზედიზედ იყო უფრო მაღალი, ვიდრე წინა სანთლის დახურვის ფასი, ვხსნით ყიდვის ორდერს დღიური მე-4 სანთლის გახსნისთანავე;
  • სტოპ-ლოსი დაიდება წინა დღის სანთლის ყველაზე დაბალი ფასის 2-3 პუნქტით ქვემოთ ან 90 პუნქრის მანძილზე (ამ ორს შორის ამოირჩიეთ ის, რომელიც უფრო ქვემოთ არის);
  • თეიქ-პროფიტს ვხურავთ ორ ეტაპად: ა) ვხურავთ ორდერის 50%-ს +30 პუნქტის მოგებისას. ბ) დანარჩენ 50% გადავიტანთ უზარალობაში და ვდებთ თეიქ-პროფიტს +100 პუნქტის ოდენობით.

ყიდვის მაგალითი

ფორექსის სტრატეგია "დღეში 15 წუთი" (ყიდვის მაგალითი)

გაყიდვა

1) თუ დღიური სანთლის დახურვის ფასი სამი დღის განმავლობაში ზედიზედ იყო უფრო დაბალი, ვიდრე წინა სანთლის დახურვის ფასი, ვხსნით გაყიდვის ორდერს დღიური მე-4 სანთლის გახსნისთანავე.

2) სტოპ-ლოსი დაიდება წინა დღის სანთლის ყველაზე მაღალი ფასის 2-3 პუნქტით ზემოთ ან 90 პუნქტის მანძილზე (ამ ორს შორის ამოირჩიეთ ის, რომელიც უფრო ქვემოთ არის);

3) თეიქ-პროფიტს ვხურავთ ორ ეტაპად: 1) ვხურავთ ორდერის 50%-ს +30 პუნქტის მოგებისას. 2) დანარჩენ 50% გადავიტანთ უზარალობაში და ვდებთ თეიქ-პროფიტს +100 პუნქტის ოდენობით.

გაყიდვის მაგალითი

ფორექსის სტრატეგია "დღეში 15 წუთი" (გაყიდვის მაგალითი)

 

 

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top