ფორექსის სტრატეგია "High Low"
ფორექსის სტრატეგია "High Low" ძალზე მარტივია, თუმცა რეალურად შუძლია კარგი მოგების მოტანა.
- ტაიმ ფრეიმი: D1;
- სავალუტო წყვილი: მულტივლუტური
შერჩეული სავალუტო წყვილის D1 (Daily) ინტერვალის გრაფიკზე 00:00 საათიდან ვაკვირდებით ფასს. როგორც კი ის გაარღვევს წინა სანთლის (წინა დღის) მაქსიმუმს ან მინიმუმს ანუ High-ს ან Low-ს, შევდივართ ბაზარზე (ვხსნით ორდერს) ფასის მოძრაობის მიმართულებით. თუ არ გვაქვს ფასზე დაკვირვების სურვილი, შეგვიძლია მივუთითოთ სტოპ- ორდერები: sell stop ან buy stop.
სტოპ-ლოსს ვაყენებთ წინა დღის სანთლის ბოლოზე - გახსნილი ორდერის საპირისპირო მხარეს.
შემდეგ ყველაფერი დამოკიდებულია ბაზრის სიტუაციაზე:
- თუ ტრენდის მიმდინარეობს არჩეული მიმართულებით, მაშინ პოზიცია გადაგვყავს უზარალობაში და ველოდებით მომდევნო დღის დახურვას, თუ მოძრაობა გრძელდება, უბრალოდ ეტაპობრივად გადავაადგილებთ სტოპ- ლოსს მოძრაობის მიმართულებით;
- თუ ბაზრის სიტუაცია გაურკვეველია - პოზიციის მიდევნებისთვის ვსარგებლობთ ან თრეილიგ-სტოპით, ან მარტივად გადავდებთ ორდერს "ნულზე" და დაველოდებით დღის დახურვას. (დღის დახურვისას შესაძლებელია ორდერის დახურვაც) და ასევე შესაძლებელია მომდევნო ორდერის გახსნა (სხვა სავალუტო წყვილით)
გაყიდვის მაგალითი
ყიდვის მაგალითი
ვაჭრობის ამ მეთოდის ერთადერთი ნაკლია - დღიური სანთლების სიდიდე-100-300 პუნქტი. შესაბამისად სტოპ-ლოსი გამოდის 100-300 პუნქტის ოდენობით.
თუ არ არსებობს დიდი თანხის გარისკვის სურვილი, ყოველთვის შესაძლებელია პოზიციის გახსნა ნაკლები ლოტით, ან ცენტურ ანგარიშებზე ვაჭრობა. ამისთვის არსებობს ბროკერები, რომლებთანაც შესაძლებელია ვაჭრობა როგორც მიკრო-ლოტობით, ასევე ცენტური ანგარიშებით.
რეკომენდებული ფორექს ბროკერები
Comments
- No comments found
კომენტირების ფორმა
გააკეთეთ კომენტარი