ფორექსის სტრატეგია "3 ბარი"

ფორექსის სტრატეგია "3 ბარი" სტრატეგია დაფუძნებულია იმ ვარაუდზე რომ, სამი თანამიმდევრული აღმავალი სანთლის შემდეგ (ბარი დაიხურა უფრო მაღლა, ვიდრე იგი გაიხსნა გახსნის დროს) ფორექსის ბირჟაზე უპირატესობა აქვთ ხარებს და შესაბამისად ფასი გააგრძელებს ზრდას ჩრდილოეთისკენ, ხოლო 3 თანამიმდევრული დაღმავალი სანთლის შემდეგ, (სანთელი დაიხურა უფრო დაბლა ვიდრე იგი გაიხსნა) ბირჟაზე უპირატესობა აქვთ დათვებს და მაშასადამე ფასი გააგრძელებს სვლას სამხრეთიკენ.

სტრატეგია ეფექტურია დროის Н1 ინტერვალისთვის და EUR/USD წყვილისთვის (თუმცა სავსებით შესაძლებელია მისი გამოყენება სხვა სავალუტო წყვილებში, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ინდიკატორების სხვა პარამეტრების შერჩევა).

სტრატეგიის გამოყენებისთვის სავაჭრო ტერმინალში უნდა დავაყენოთ შემდეგი ინდიკატორები:

  • შეწონილი მცოცავი საშუალო WMA (56) – ანუ Linear Weighted Moving Average პარამეტრით - 56, გამოყენებული ფასების დახურვის მიმართ - Close. იგი გვაძლევს ყიდვა–გაყიდვის ძირითად სიგნალს, იმისდა მიხედვით თუ რა პოზიციაში იმყოფება სანთელი შეწონილი მცოცავი საშუალოს მიმართ;
  • ინდიკატორი MACD პარამეტრებით - (94,13,78). გამოყენებული ფასების დახურვის მიმართ - Close. იგი იძლევა ყიდვა–გაყიდვის დადასტურების სიგნალს.

ყიდვა:

  • წარმოიქმნა 3 თანამიმდევრული აღმავალი ბარი;
  • სამივე ბარი ინდიკატორი WMA (56)-ის მაღლა მდებარეობს, ან თუნდაც ბოლო სანთლის დახურვის ფასი ინდიკატორი WMA (56) მაღლაა.
  • MACD ინდიკატორის სასიგნალო ხაზი - Signal SMA იხურება წინა სანთელზე ზემოთ (აღმავალი ტენდენცია).

სამივე პირობის შესრულებისას ყიდვის ორდერი იხსნება მომდევნო სანთლის გახსნაზე.

სტოპ ლოსი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

სტოპ ლოსი = 2 * მესამე სანთლის მინიმუმი – პირველი სანთლის მაქსიმუმი

ტეიკ–პროფიტი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

ტეიკ პროფიტი= გახსნის ფასი + (გახსნის ფასი – სტოპ ლოსი) / 2.

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "3 ბარი" (ყიდვის მაგალითი)

გაყიდვა:

  • წარმოიქმნა 3 თანამიმდევრული დაღმავალი სანთელი;
  • ბოლო სანთლის დახურვის ფასი იმყოფება შეწონილი მცოცავი საშუალოს WMA(56) ქვემოთ;
  • MACD ინდიკატორის სასიგნალო ხაზი Signal SMA იხურება წინა სანთლის ქვემოთ (დაღმავალი ტენდენცია).

სამივე პირობის შესრულებისას გაყიდვის ორდერი იხსნება მომდევნო სანთლის გახსნაზე.

სტოპ ლოს გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

სტოპ ლოსი = 2 * მესამე სანთლის მაქსიმუმი - პირველი სანთლის მინიმუმი

ტეიკ–პროფიტი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

ტეიკ პროფიტი = გახსნის ფასი – (გახსნის ფასი – სტოპ ლოსი) / 2

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "3 ბარი" (გაყიდვის მაგალითი)

შენიშვნა:

სტოპ–ლოსის და ტეიკ პროფიტის დაყენება შესაძლებელია დამოუკიდებლად ლოკალური მაქსიმუმების და მინიმუმების გამოყენებით, ან ფიბონაჩის დონეებით.

ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რომ ინდიკატორი WMA (56), ისევე როგორც ინდიკატორი MACD უნდა იყოს აღმავალი ყიდვის სიგნალისთვის და დაღმავალი გაყიდვის სიგნალისთვის.

შაბლონის/ინდიკატორის გადმოწერა

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top