იაპონური სანთლების სტრატეგიები

და მაინც, არცერთ ინდიკატორს არ შეუძლია ასახოს ბაზარზე ვითარება ისე რეალურად, როგორც ამას თვით ფასი აკეთებს. სწორედ ფასი განსაზღვრავს ბაზრის შემდგომ ტენდენციებს. ფასის ერთ-ერთი გრაფიკული გამოსახულება ტერმინალში, როგორც ვიცით არის იაპონური სანთლები. სწორედ მათი სხვადასხვაგვარი გამოსახულების, ან ორი, ან რამდენიმე სანთლის ურთიერთქმედების (ურთიერთმდებარეობის) ალგორითმს ეფუძნება იაპონური სანთლების სტრატეგიები. ისინი საკმაოდ წარმატებული სტრატეგიებია და ჩემი აზრით წარმატებული ტრეიდერი უნდა ფლობდეს იაპონური სანთლების გამოსახულებებისა და ურთიერთქმედების ძირითად წესებს.

 

ფორექსის სტრატეგია "წინა სანთლის 50 %"

ფორექსის სტრატეგია "წინა სანთლის 50 %" მარტივი, მაგრამ საკმაოდ ეფექტური სტრატეგიაა სავალუტო წყვილისთვის ბრიტანული ფუნტი/აშშ დოლარი (GBP/USD) და ბრიტანული ფუნტი/იაპონური იენა (GBP/JPY).

ფორექსის სტრატეგია "High Low"

ფორექსის სტრატეგია "High Low" ძალზე მარტივია, თუმცა რეალურად შუძლია კარგი მოგების მოტანა.

ფორექსის სტრატეგია "დღეში 15 წუთი"

ფორექსის სტრატეგია "დღეში 15 წუთი" განკუთვნილია მათთვის, ვისაც ფორექსზე ვაჭრობისთვის ცოტა დრო აქვს. ვაჭრობის სისტემა ძალზე მარტივია, მაგრამ საკმაოდ ეფექტური. სტრატეგიაში ინდიკატორები არ გამოიყენება.

ფორექსის სტრატეგია "3 ბარი"

ფორექსის სტრატეგია "3 ბარი" სტრატეგია დაფუძნებულია იმ ვარაუდზე რომ, სამი თანამიმდევრული აღმავალი სანთლის შემდეგ (ბარი დაიხურა უფრო მაღლა, ვიდრე იგი გაიხსნა გახსნის დროს) ფორექსის ბირჟაზე უპირატესობა აქვთ ხარებს და შესაბამისად ფასი გააგრძელებს ზრდას ჩრდილოეთისკენ, ხოლო 3 თანამიმდევრული დაღმავალი სანთლის შემდეგ, (სანთელი დაიხურა უფრო დაბლა ვიდრე იგი გაიხსნა) ბირჟაზე უპირატესობა აქვთ დათვებს და მაშასადამე ფასი გააგრძელებს სვლას სამხრეთიკენ.

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top