ფორექსის სტრატეგია "Hedge Hog"

ფორექსის სტრატეგია Hedge Hog არ საჭიროებს ფორექსზე ვაჭრობის განსაკუთრებული სიღრმეების ცოდნას და მიეკუთვნება დიაპაზონური გარღვევის სტრატეგიების კლასს.

  • სავალუტო წყვილი: EUR/USD

ყოველდღიურად 00:00 (GMT) საათზე ( ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) მოცემული სავალუტო წყვილისთვის საპირისპირო მიმართულებით იხსნება 2 თანაბარ ლოტიანი სავაჭრო პოზიცია.

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორექსის ბროკერთა ყველა კომპანია არ იძლევა გარიგების გახსნის შესაძლებლობას საპირისპირო მიმართულებით, ასე რომ ამ პრობლემის დასაძლევად საჭიროა 2 ანგარიშის გახსნა და ვაჭრობა სხვადასხვა ტერმინალებზე.

სტოპ-ლოსს არ ვაყენებთ!

თიქ-პროფიტი: ბაზარზე შესვლის ფასიდან 14 პუნქტის დაშორებით.

პრაქტიკიდან ჩანს, რომ ამ სტრატეგიით ვაჭრობისას უმრავლეს შემთხვევაში შესაძლებელია დღეში 28 პუნქტის მოგება.

მოგების ასეთი რაოდენობა ეფუძნება ისტორიული მონაცემების ანალიზს, რომლის მიხედვითაც:

ყიდვის ორდერი მომგებიანია 83.5% შემთხვევაში.

გაყიდვის ორდერი მომგებიანია 85.7% შემთხვევაში.

ამასთან ერთად რისკი იმისა, რომ არცერთი ორდერი არ დაიხურება 14 პუნქტიანი მოგებით იმავე სავაჭრო დღის განმავლობაში შეადგენს 1.5%.

სავაჭრო ორდერების 80 % იხურება მოგებით იმავე სავაჭრო რის განმავლობაში.

სავაჭრო ორდერების 95 %, რომელიც არ დაიხურა მოგებით იმავე სავაჭრო დღეს, იხურება 1-3 სავაჭრო დღის განმავლობაში (მათ შორის უმრავლეს შემთხვევაში ორდერის გახსნიდან მეორე დღეს).

თუ 1 და 2 სავაჭრო პოზიცია გახსნიდან 48 საათის განმავლობაში არ დაიხურა მოგებით, ვხურავთ ჩვენ თვითონ.

ამის შემდეგ, წამგებიანი გარიგების მიმართულებით ვაჭრობის მეორე დღეს 2-ჯერ ვზრდით სავაჭრო პოზიციას. (ანუ თუ გავიდა 48 საათი და ჩვენ დავხურეთ წამგებიანი სავაჭრო პოზიცია 00:00 (GMT) საათზე, დახურვის შემდეგ იმავდროულად იხსნება ახალი ორდერები, რომელთა შორის ერთ-ერთის ლოტი გაორმაგებულია).

ყიდვა-გაყიდვის მაგალითი

ფორექსის სტრატეგია "Hedge Hog" (ყიდვა-გაყიდვის მაგალითი)

ყურადღება: თუ კი დღე-ღამის განმავლობაში არ დაიხურა თუნდაც ერთი სავაჭრო პოზიცია, მეორე დღეს ახალი ორდერები არ გაიხსნება.

სტატიის ქვემოთ წარმოდგენილია ამ სტრატეგიისთვის განკუთვნილი ინდიკატორი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ ვიზუალურად განსაზღვროთ (დააფიქსიროთ) ორდერის დახურვის საზღვრები. თუ წითელი ან ლურჯი ხაზები ფასის მიერ გარღვეულია ერთი პუნქტითაც მაინც, მაშინ სავაჭრო პოზიცია დაიხურულა მოგებით. ინდიკატორის ვაჭრობის ისტორიული მინაცემების ნახვა უკეთესია H1 ინტერვალზე.

ინდიკატორის პარამეტრებია:

  • Offset=14 - თეიკ პროფიტის რაოდენობა;
  • TimeZoneOfData=0 – გრაფიკის დრო – GMT 0.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • misha

    მადლობა პასუხისთვის. აქ კიდევ ერთი მომენტია. გავაკეთე ყიდვა გაყიდვა 14 პუნქტიანი ტთაეიქ-პროფიტიტ დ ამოხდა ისე რომ ტრენდი წავიდა ყიდვისკენ და გადაკვეთა ყიდვის 14 პუნქტიანი პროფითი და გაყიდვისკენ აგარც ჩამოვიდა და გააგრძელა ზემოთ სვლა.(სიტყვაზე +100 პუნქტი ავიდა). ამ შემთხვევაში მართალია ყიდვის ორდერი დავხურე 14 პუნქტიანი მოგებით მაგრამ გაყიდვის ორდერი უკვე მაძლევს 114 პუნქტიან წაგებას და ასე უსასრულოდ უნდა ველოდო როდის წამოვა ტრენდი დაბლა და გადაკვეთავს გაყიდვის 14 პუნქტიან თეიქ-პროპითს რომ საბოლოოდ მოგებული დავრჩე? ამ მაგალითის შემთხვევაში 48 საათსში რომც დავხურო ეს ორდერი და გმტ 00:00 ზე გავხსნა წაგების მიმართულებით გაორმაგებულ ლოტიანი ორდერი მოგების შემთხვევაში მინუსში ვრჩები მაინც და თუ მანდაც არ მისცა რყევა + - 14 პუნქტი, წარმოუდგენელ ზარალში ვვარდები. გამოდის რო ორდერის გახსნიდან თუ არ მოხდა როგორც + ასევე - 14 პუნქტით რყევა(ნუ არ ვითვალისწინებ სპრედს ისე მაგალითისთვის ვამბობ) და წავიდ ამხოლოდ ერთი მიმართულებით ან დიდ ზარალს ვნახულობთ და ვთიშავთ ხელით ორდერს ან კიდე მაჯინ ქალ მოგვიწევს. თუ რამე გამოსავალი იცი ასეთ მომენტში გამიზიარე მეც :) ან შეილება არასწორად გავიგე რაგაც, მაგრამ ერთი შეხედვით ასე გამოდის.

    Short URL:
  • misha

    გამარჯობა. ცოტა გაურკვეველი დავრჩი ამ სტარტეგიის მიმართ და იქნებ დამეხმარო. თუ ერთდროულად გავაკეთე ყიდვა/გაყიდვა და თეიქ ფროფით ორივე ორდერს დავუყენე 14 პიპსის მოშორებით, რა აზრი აქ რომელ მხარეს წავა ორდერი და რომელს გადავეთავს. 14 პიპს თუ მოვიგებ 1 პოზიციით მეორე პოზიციით ამდენივეს წავაგებ. როგორ ხდება მოგებაზე გასვლა? საუბარი მაქ თუ იმავე დგესვე მოხდა თეიქ ფროფითის გარგვევა.

    Short URL:
  • Admin-levani

    სტრატეგიის ალგორითმის ერთი მნიშვნელოვანი მომენტია გასათვალისწინებელი, ეს სტრატეგია არის მარტინგეილის და ჰეჯირების ერთგვარი სინთეზი (მარტინგეილს როგორც იცით არ ახასიათებს სტოპ-ლოსი), ანუ თუ ფასი გაარღვევს ერთ მხარეს თქვენ მოიგებთ 14 პუნქტს, და თუ ფასი გააგრძელებს ამავე მიმართულებით სვლას თქვენ არაფერს წააგებთ, უბრალოდ დარჩებით თქვენი 14 პუნქტიანი მოგებით. შემდეგ - თუ ფასმა გადაკვეთა ჯერ ერთი მხარე და 14 პუნქტიანი პროფიტი ვერ დახურა და წამოვიდა საპირისპირო მხარეს თქვენ კი არ წააგებთ, არამედ დეპოზიტი მინუსში გექნებათ იმ დრომდე სანამ ან ფასი ისევ არ დაბრუნდება თქვენთვის სასურველ მიმართულებაზე ან თავად არ დახურავთ ორდერს. წაგება ფორექსზე როგორც იცით ხდება 2 შემთხვევაში. 1) როცა ფასი აარტყამს სტოპ-ლოსს და ორდერი ავტომატურად დაიხურება წაგებით, და 2) როცა თვითონ ვაღიარებთ წაგებას, ანუ მინუსიან ლოტს დავხურავთ ჩვენ თვითონვე. ამ სტრატეგიის მიხედვით სტოპ-ლოსი არ უნდა დავაყენოთ. და კიდევ, სტრატეგიაში მოცემულია თუ როდის ვხურავთ წამგებიან სავაჭრო პოზიციას და მისი ანაზღაურებისთვის როგორ ვხსნით ახალ პოზიციას. ჩემი რჩევა იქნება: გამომდინარე მარტინგეილის მეთოდისა რომელიც სტრატეგიაშია სავაჭრო ლოტი უნდა იყოს დაბალი, რათა დეპოზიტმა გაუძლოს მინუსიან ზეწოლას. ანუ ვმეორდები: დეპოზიტზე მინუსი ჯერ კიდევ არ ნიშნავს წაგებას. თუ რაიმე კითხვა დაგებადათ მზად ვარ გიპასუხოთ.

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top