ფუნდამენტალური ანალიზის ძირითადი ელემენტები

ძირითადი ელემენტი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია ფორექსზე წარმატებული ტრეიდინგი - არის ფუნდამენტალური ანალიზი.

ფუნდამენტალური ანალიზი მოიცავს გასაანალიზირებელი მაჩვენებლების კომპლექსს, ეს არის - ეკონომიკური მაჩვენებლების, სოციალური ფაქტორების და ეკონომიკური ციკლის სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი, მათ საფუძველზე შესაძლებელია ფასის მოძრაობისა და ბაზრის ტენდენციების პროგნოზირება. ნებისმიერი ვალუტის სტაბილურობის საფუძველს წარმოადგენს, ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მაჩვენებლები. სწორედ ასეთი ფუნდამენტალური საკითხების ანალიზის მეშვეობით, ტრეიდერს ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს ვალუტის მოძრაობის ანალიზი და ტენდენციების პროგნოზირება.

ფუნდამენტალური ანალიზის დროს, უნდა განსაზღვროთ მოქმედებათა გარკვეული გეგმა, იმ მიღებულ ინფორმაციებთან მიმართებაში, რომლებსაც არჩეული სტრატეგიით ვაჭრობის საფუძვლად გამოიყენებთ. ფუნდამენტალური ანალიზი არის, ნებისმიერი ფუნდამენტალური სტრატეგიის საფუძველი, ამიტომ ტრეიდერების მიერ ფართოდ გამოიყენება. სტრატეგია შეიცავს რამდენიმე კრიტერიუმს, რომლებიც ვალუტებზე ვაჭრობისას, ყოველთვის მიიღება მხედველობაში. ეკონომიკური ფაქტორები და მათი განვითარების ტენდენცია, აგრეთვე რიგი სხვა ფაქტორები, არის აღნიშნული კრიტერიუმების აუცილებელი ელემენტები. ეკონომიკის ნებისმიერი ფუნდამენტალური ნაწილი არის ფუნდამენტალური ანალიზის შემადგენელი ნაწილი.

ეკონომიკის ფუნდამენტალური ანალიზი მოიცავს რიგ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, როგორებიცაა ეკონომიკის ზრდის ტემპები, საპროცენტო განაკვეთები, ინფლაცია, უმუშევრობის დონე, აგრეთვე მოთხოვნისა და მიწოდების საბაზრო ფაქტორები.

პოლიტიკური და სოციალური ფაქტორებიდან გათვალისწინებით, ფუნდამენტალური ანალიზის განხორციელების მიზანია:

სავალუტო ფასის ფორმაზე საბაზრო მოთხოვნისა და მიწოდების ბალანსის შესწავლა, საპროცენტო განაკვეთები და ეკონომიკის მდგრადობა - ეს არის ძირითადი მაჩვენებლები, რომლებიც გავლენას ახდენენ წარმოება-მოხმარების ბალანსზე.

ეკონომიკის საერთო სიჯანსაღე შესალებელია გაანალიზდეს ისეთი ეკონომიკური მაჩვენებლით, როგორიცაა ერთიანი შიდა პროდუქტი.

ფუნდამენტალური ანალიზი ვერ გამოდგება ფორექსზე სავაჭრო გადაწყვეტილების მიღების მთავარ კრიტერიუმად, მის საფუძველზე მხოლოდ ანალიზდება საკვანძო პრობლემები და შემდგომი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა.

ამიტომ, ფორექსზე წარმატებული ვაჭრობისათვის, ეკონომიკურ მონაცემებზე ბაზირებული ემპირიული მონაცემების საფუძველზე, იქმნება ფუნდამენტალური მოდელი.

ძირითადი ეკონომიკური ელემენტები, რომლებიც ფუნდამენტალური ანალიზის დროს გამოიყენება:

  • ქვეყნის ეკონომიკის აქტიურობა - შეიცავს ოთხ ეტაპს:

    აღდგენა ან გაფართოვება - ეკონომიკური პარამეტრების თანდათანობითი ზრდა;

    პიკი - ეკონომიკა იმყოფება განვითარების/აღმავლობის მაქსიმალური დონეზე;

    შემცირება (რეგრესია) - წარმოების ზრდის ვარდნა, უმუშევრობის ზრდა;

    ფსკერი - ყველა მაჩვენებელი იმყოფება ყველაზე მინიმალურ დონეზე.

  • მთლიანი შიდა პროდუქტი - წარმოადგენს ეკონომიკური ვითარების ერთ-ერთი ძირითად მაჩვენებელს. ეს არის ქვეყანაში წარმოებული ყველა სახის მომსახურების და პროდუქციის ერთობლივი მაჩვენებელი. იგი შედგება:

    სამომხმარებლო ხარჯებისგან;

    სახელმწიფო ხარჯებისგან;

    ჯამური ინვესტიციისგან;

    მთლიანი ექსპორტისგან.

    მთლიანი შიდა პროდუქტი გამოითვლება ინფლაციის დონის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში თუ ორი კვარტლის განმავლობაში ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის კლება, მაშასადამე ქვეყანაში რეგრესიის ნიშნებია.

  • ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც ხორციელდება ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ. გულისხმობს ქვეყნის ეკონომიკაში ფულად-საკრედიტო რესურსებზე კონტროლს და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნების განხორციელებას.

ფუნდამენტალური ანალიზის გამოყენებისათვის საჭიროა მუდმივად ადევნოთ თვალყური ფინანსურ სიახლეებს, რისთვისაც გამოიყენეთ ეკონომიკური კალენდარი, აგრეთვე, რეალური ვაჭრობის დროს შესაძლებელია სიახლეების ინდიკატორის გამოყენებაც.

იმისათვის, რომ ფუნდამენტალური ანალიზი გავხადოთ უფრო ეფექტური, აუცილებელია ყველა ფაქტორის კომპლექსური გამოყენება, რაც თავის მხრივ შესაძლებლობას მოგვცემს სწორი დასკვნები გამოვიტანოთ სავაჭრო სტრატეგიის განსაზღვრისათვის.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • Admin - ლევანი

    გიორგი - ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა: საფინანსო ბაზრებზე ფრაზის - "როგორც წესი"!!! არ მჯერა. ფორექსი კონტროლირებადი ქაოსის სისტემაა. "როგორც წესის" გამო უკანასკნელად ცხვირი წავიმტვრიე ბრიტანეთის რეფერენდუმზე. "როგორც წესი" ასე მალე ევროკავშირის რღვევა არ უნდა დაწყებულიყო, თუმცა საპირისპიროდ მოხდა.

    Short URL:
  • გიორგი

    გამარჯობა ბატონო ლევან,
    ამჯერად ჩემი კითხვა ეხება წუხანდელ ნიუსს(01:00) ახალი ზელანდიის მიერ საპროცენტო განაკვეთის შემცირებას.
    როგორც წესი საპროცენტო განაკვეთის შემცირება ასუსტებს შესაბამისი ქვეყნის ვალუტას, მაგრამ ამ შემთხვევაში მოხდა პირიქით.
    თქვენი აზრი და ინტერპრეტაცია მაინტერესებს აღნიშნულთან დაკავშირებით თუ რამ განაპირობა NZD-ის გაძლიერება საპროცენტო განაკვეთის შემცირების მომენტში.
    მადლობა წინასწარ.

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top