აშშ დოლარის დევალვაციის მოლოდინში

აშშ დოლარი(USD) ფაქტობრივად წარმოადგენს მსოფლიო სარეზერვო ვალუტას. ყველა ქვეყნის ცენტრალური ბანკი ამ ვალუტაში ინახვს საკუთარი  რეზერვების დიდ ნაწილს.

აშშ დოლარში არის ნომინირებული საქონელი და ნედლეული, რომელიც ივაჭრება მსოფლიო ბაზარზე. აშშ დოლარებში ხდება კრედიტების და ტრანშების გაცემა მსოფლიო საფინანსო ორგანიზაციების მიერ. აშშ დოლარს მნიშვნელობით მიჰყვება - ევრო (EUR) და იაპონური იენა (JPY).

ამჟამად აქტიურად მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ დოლარი კარგავს პოზიციებს მსოფლიო სარეზერვო ვალუტის თვალსაზრისით და საკმაოდ ქმედითი ნაბიჯებიც კი იდგმება ამასთან დაკავშირებით. მაგრამ ეს თუ ესე მოხდა, იგი მაინც საკმაოდ დიდი პერიოდიანი პერსპექტივის საკითხია, თუმცა თუ ვინმე იზიარებს ამ მოსაზრებას, მაშინ თავის დაზღვევის მიზნით შეუძლია ისარგებლოს EUR/USD პაკეტით და გააძლიეროს საკუთარი ფინანსური მდგომარეობა.

წინა სტატიიდან გავმეორდები და ვიტყვი:

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვიფიქრე ლართან დამეკავშირებინა ქვემოთ განსახილველი მაგალითი, მაინც ვერ შევძელი, ვინაიდან ლართან დაკავშირებით ასეთ ოპერაციას ვერ განახორციელებთ, ამიტომ ტყუილის წერას მირჩევნია რეალური სიტუაცია განვიხილო და მაგალითი დავაკავშირო რომელიმე შედარებით სუსტ/მოწყვლად/ვოლატილურ ვალუტას მაგალითად რუსულ რუბლს ან თურქულ ლირას, ვინაიდან თურქულ ლირას ისევ რუსული რუბლი მირჩევნია, ამიტომაც განვიხილოთ რუბლის მაგალითი.

GeoForex.info

მაშასადამე სამაგალითო სიტუაცია ისეთივე გვაქვს როგორც წინა სტატიაში:

საბანკო დეპოზიტზე, ასევე რატომღაც გვაქვს 100 000 რუბლი 16%-იანი საპროცენტო განაკვეთით. ვთქვათ ეს არის წლიური დეპოზიტი, ამასთან იგი გავხსენით 180 დღის წინ. ამ პერიოდის განმავლობაში დეპოზიტს დაერიცხა 8%-იანი სარგო, მაშასადამე 8 000 რუბლი. ჩვენ ვართ აშშ დოლარის დევალვაციის მოლოდინში ყველა ძირითად მსოფლიო ვალუტებთან მიმართებაში. ჩვენთვის გასაგები მომენტია, რომ აშშ დოლარი ევროსთან მიმართებაში უფრო მეტად დაეცემა, ვიდრე რუბლთან. მაშასადამე დავიანგარიშოთ ჩვენი პორტფელი:

  • 100 000 რუბლი დეპოზიტზე;
  • 8 000 რუბლი(8 000 x 0.08) – დეპოზიტზე დარიცხული საპროცენტო სარგო;
  • 8 640 რუბლს (108 000 x 0.08) დამატებით მივიღებთ ნახევარი წლის შემდეგ (ჩავთვალოთ, რომ ბანკში პროცენტი დეპოზიტზე გვერიცხება ნახევარ წელიწადში ერთხელ და გამოიყენება პროცენტების დარიცხვის რთული მექანიზმი) დეპოზიტის ვადის ამოწურვის შემდეგ;

ვმუშაობთ ფიუჩერსზე EUR/USD:

  • ერთი კონტრაქტის მოცულობა: 1 000 ევრო;
  • საგარანტიო უზრუნველყოფა (სუ): 4%;
  • მიმდინარე კურსი: 1 ევრო = 1.33 აშშ დოლარი;
  • მიმდინარე კურსი: 1 ევრო = 40.00 რუბლი;

პოზიციის სავარაუდო მოცულობა (დეპოზიტის თანხა და დარიცხული პროცენტი): 108 000 რუბლი (ანუ მიმდინარე კურსით 2 700 ევრო) სადეპოზიტო მარჯა მითითებული საგარანტიო უზრუნველყოფით არის 40 ევრო. მიმდინარე კურსით შეგვიძლია გავაფორმოთ 67 ფიუჩერსული კონტრაქტი და კიდევ 20 ევრო დაგვრჩება დეპოზიტზე. რეალური ვაჭრობის დროს, რა თქმა უნდა ჩვენ შევიძენთ უფრო ნაკლები რაოდენობის ფიუჩერსებს, რათა ანგარიშზე დარჩეს თავისუფალი სახსრები კურსის საპირისპირო მიმართულებით რყევისგან ანგარიშის დასაცავად.

EUR/USD ფიუჩერსზე გრძელი პოზიციის გახსნის შემდეგ, ჩვენ ვახდენთ ევროსთან მიმართებაში აშშ დოლარის კურსის ვარდნის ჰეჯირებას. როდესაც აშშ დოლარის კურსი იკლებს, ჩვენი საბროკერო ანგარიში გაიზრდება ვარიაციული მარჯის დარიცხვის გამო. გასაგებია, რომ თუ ჩვენი მოლოდინები არ გამართლდება, მაშინ ყოველდღიურად ანგარიშს ჩამოეჭრება იგივე ვარიაციული მარჯა. ამიტომ, თვალი უნდა ვადევნოთ ანგარიშზე დარჩენილ თავისუფალ ფულად სახსრებს და პოზიცია უნდა დავხუროთ მანამდე, სანამ ნაშთი დაეცემა საგარანტიო უზრუნველყოფის დაბლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბროკერი იძულების წესით დახურავს ჩვენ წამგებიან პოზიციას.

ამ ოპერაციის არსი - აშშ დოლარის დანაზოგის ევროში კონვერტაციის ანალოგიურია. ჩვენ რომ გვქონოდა არა რუბლის არამედ აშშ დოლარის დეპოზიტი, მაშინ ზემოთ აღწერილი მეთიდით შევძლებდით მის უსაფრთხო და უზარალო კონვერტაციას ევროში და ბანკთან სადეპოზიტო ხელშეკრულების შეწყვეტის გამო სარგებლის დაკარგვის გარეშე გაგრძელდებოდა დანაზოგზე/დეპოზიტზე საპროცენტო სარგებლის მიღება. ანალოგიურად შეგვიძლია მოვიქცეთ საკუთარი აქტივების დასაცავად ევროს (და ნებისმიერი სხვა ვალუტის) დევალვაციის მოლოდინში, რომელიც ნომინირებულია ამ ვალუტაში.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top