ლარის/ნაციონალური ვალუტის დევალვაციის მოლოდინში

როგორც ვიცით, ჩვენ ქვეყანაში (და არა მარტო ჩვენთან) ლარის ძირითადი ოპოზიცური ვალუტა - აშშ დოლარია. ამიტომ საკუთარი კაპიტალის დაცვისათვის გადაწყვეტილება თავისთავად გამომდინარეობს - ნაციონალური ვალუტა უნდა გადავცვალოთ აშშ დოლარში და დავივიწყოთ დევალვაცია. მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გვექნება ზოგიერთ ნეგატიურ ნიუანსთან, მათ შორის ძირითადია - ყიდვა გაყიდვის ფასებს შორის საკმაოდ დიდი სპრედი (მით უმეტეს თუ ადგილი აქვს უნაღდო ანგარიშსწორებას).

იმ შემთხვევაში თუ ლარის დანაზოგი მუთაქაში არ გვიდევს, არამედ საბანკო დეპოზიტზეა განთავსებული, მაშინ ბანკთან სადეპოზიტო ხელშეკრულების დროზე ადრე შეწყვეტა ასევე მიგვიყვანს ზარალამდე, რომელიც გამოწვეული იქნება იმ საპროცენტო სარგოს არ მიღებით, რომელიც გვეკუთვნოდა, სანამ ჩვენი ფული ანგარიშზე იდო ბანკში.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვიფიქრე ლართან დამეკავშირებინა ქვემოთ განსახილველი მაგალითი, მაინც ვერ შევძელი, ვინაიდან ლართან დაკავშირებით ასეთ ოპერაციას ვერ განახორციელებთ, ამიტომ ტყუილის წერას მირჩევნია რეალური სიტუაცია განვიხილო და მაგალითი დავაკავშირო რომელიმე შედარებით სუსტ/მოწყვლად/ვოლატილურ ვალუტას მაგალითად რუსულ რუბლს ან თურქულ ლირას, ვინაიდან თურქულ ლირას ისევ რუსული რუბლი მირჩევნია, ამიტომაც განვიხილოთ რუბლის მაგალითი.

GeoForex.info

მაშასადამე გვაქვს სამაგალითო  სიტუაცია, რომლის მიხედვითაც:

საბანკო დეპოზიტზე, რატომღაც გვაქვს 100 000 რუბლი 16%-იანი საპროცენტო განაკვეთით. ვთქვათ ეს არის წლიური დეპოზიტი, ამასთან იგი გავხსენით 180 დღის წინ. ამ პერიოდის განმავლობაში დეპოზიტს დაერიცხა 8%-იანი სარგო, მაშასადამე 8 000 რუბლი. ჩვენი ამოცანაა: ვალუტის დევალვაციის მოლოდინში (რომელიც არც თუ ისე იშვიათად ემართება რუბლსაც და სხვა ვალუტებსაც) შევინარჩუნოთ კაპიტალი, რომელიც განთავსებული გვაქვს დეპოზიტზე. ამასთან ერთად არ უნდა დავკარგოთ ის 8%-იანი მოგებაც. ამოცანის ამოხსნაც მგომარეობს შემდეგში - ინსტრუმენტად უნდა ავირჩიოთ ფიუჩერსი სავალუტო წყვილზე USD/RUR (აშშ დოლარი/რუბლი):

  • ერთი კონტრაქტის მოცულობა: 1 000 აშშ დოლარი;
  • საგარანტიო უზრუნველყოფის ოდენობა (სუ): 4%;
  • მიმდინარე კურსი: 1 აშშ დოლარი =30.00 რუბლი;

თანხა, რომლის დაცვაც გვსურს დევალვაციის საშიშროებისგან (დეპოზიტი + დარიცხული პროცენტი): 108 000 რუბლი (ანუ მიმდინარე კურსით 3 600 აშშ დოლარი). იმისათვის, რომ გავხსნათ გრძელი პოზიცია ფიუჩერსზე, ანგარიშზე უნდა გვქონდეს 144 აშშ დოლარი, ანუ 4 320 რუბლი ერთ ფიუჩერსზე (3 600 აშშ დოლარის 4%). ვინაიდან ერთი კონტრაქტი იხსნება 144 აშშ დოლარით, ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ 25 ასეთი კონტრაქტი. რეალურად და წესით კი უფრო ნაკლები რაოდენობის კონტრაქტი უნდა ვიყიდოთ, რათა ანგარიშზე დარჩეს თავისუფალი სახსრები კურსის საპირისპირო მიმართულებით მერყეობის დაზღვევისათვის.

აშშ დოლარის რუბლთან მიმართების კურსზე ფიუჩერსის გრძელი პოზიციის გახსნისას, ჩვენ ვახდენთ რუბლთან მიმართებაში აშშ დოლარის კურსის ზრდის ჰეჯირებას, როდესაც დოლარი მოიმატებს, ჩვენი საბროკერო ანგარიშიც, ვარიაციული მარჯის დარიცხვის გამო მოიმატებს. ხოლო თუ აშშ დოლარი დაიკლებს, ჩვენ მივიღებთ წაგებას ღია პოზიციისგან და ჩვენი საბროკერო ანგარიშიდან ყოველდღიურად ჩამოიწერება ვარიაციული მარჯა. ამიტომ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ საბროკერო ანგარიშზე თანხა საგარანტიო უზრუნველყოფის თანხის გარკვეულ ნაწილზე დაბლა არ ჩამოვიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბროკერი დახურავს ჩვენ ზარალიან პოზიციას იძულების წესით.

ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ აშშ დოლარის კურსი ფიუჩერსულ კონტრაქტზე უფრო მეტი იქნება ვიდრე ცენტრალური ბანკის (ამ მაგალითში რუსეთის ცენრალური ბანკის) კურსი. ეს არის კონტანგო (ანუ დადებითი სხვაობა), რომელიც დამოკიდებულია საპროცენტო განაკვეთზის დონეზე და ბაზრის ყველა მონაწილის მოლოდინზე, აშშ დოლარის კურსთან დაკავშირებით (ანუ საბაზო აქტივის კურსთან დაკავშირებით, რომელთანაც ჩვენ ამ მაგალითის მიხედვით ვმუშაობთ) რუბლთან მიმართებაში. რაც უფრო შორსაა კონტრაქტის შესრულების ვადა, მით მეტია კონტანგო.

როგორც წესი ფიუჩერსების ბრუნვის ვადა - 3 თვეა. მუშაობის პროცესში საჭირო იქნება გადახალისება/გადათამაშება (ექსპირაციის ახლოვადიანი კონტრაქტის გაყიდვა და უფრო ხანგრძლივვადიანი ფიუჩერსის ყიდვა). ეს საკმაოდ მარტივი ოპერაციაა.

ამ მაგალითის მიხედვით ზოგადად განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია დავიცვათ დევალვაციისგან საკუთარი კაპიტალი, აშშ დოლარის კურის გამყარების ფონზე. ფაქტობრივად ჩვენ გადავიყვანეთ მთლიანი დეპოზიტი უფრო მყარ ვალუტაში ისე, რომ არ დავკარგეთ არა თუ დარიცხული სადეპოზიტო პროცენტი, არამედ პირიქით თანხას დავუმატეთ საპროცენტო სარგო დარჩენლი პერიოდის მიხედვით. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი მოლოდინები დევალვაციასა და აშშ დოლარის გამყარებასთან დაკავშირებით არ გამართლდებოდა, რა თქმა უნდა მივიღებდით ზარალს, რომელიც მოგების პროპორციული იქნება.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top