ბაზისის, კონტანგოს და ბექვორდაციის ცნებები

ბექვორდაცია და კონტანგო – ფიუჩერსული კონტრაქტებისთვის დამახასიათებელი ცნებებია, რომელიც მდგომარეობს შემდეგში:

გასაგებია, რომ ფიუჩერსის ფასი ეფუძნება საბაზო აქტივის ფასს. თუ, ექსპირაციის დროს აქტივის ფასი სპოტურ ბაზარზე არის ათასი აშშ დოლარი, მაშინ ფიუჩერსის ფასიც (ერთი აქციის მოცულობის კონტრაქტის პირობებში) არის ათასი აშშ დოლარი. მაგრამ როგორც წესი, ექსპირაციამდე კონტრაქტის და აქტივის ფასები ერთმანეთისგან განსხვავდება.

მაგალითად, ექსპირაციამდე ფიუჩერსული კონტრაქტის ფასი უფრო მეტია ვიდრე აქტივის ფასი. ეს არის - კონტანგო, სიტუაცია, რომელიც დამახასიათებელია საფონდო ინდექსების და აქციების კონტრაქტებისათვის. როდესაც ფიუჩერსის ფასი აქტივის ფასზე ნაკლებია - ეს არის ბექვორდაცია, ანუ საპირიპირო ცნება.

ბაზისი ეწოდება საბაზო აქტივსა და ფიუჩერსის ფასებს შორის სხვაობას. რაც უფრო შორსაა შესრულების თარიღი მიმდინარე თარიღთან, მით უფრო მეტია ეს სხვაობა. ექსპირაცის მოახლოებასთან ერთად ბაზისი ისწრაფის ნულისკენს.

ფიუჩერსის ფასწარმოქმნა გამოითვლება ფორმულით:

F = P x (1 + R x T / 365), სადაც

  • F – ფიუჩერსის ფასი;
  • P – საბაზო აქტივის ფასი სპოტურ ბაზარზე;
  • T – დრო, რომელიც დარჩენილია კონტრაქტის შესრულებამდე (დრეების რაოდენობა);
  • R – მიმდინარე საპროცენტო განაკვეთი;

დავუშვათ, რომ ბირჟის ინდექსი შეადგენს 1 260 პუნქტს, ამ დროს ფიუჩერსი ინდექსზე ივაჭრება დონეზე - 1 280. მაშასადამე ინდექსის კონტანგო არის 20 პუნქტი. და რაც უფრო შორსაა კონტრაქტის ექსპიტაცია და რაც უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთი, მით უფრო დიდ კონტანგოს მაჩვენებელს დავინახავთ. ფიუჩერსის ექსპირაციის მოახლოვებასთან ერთად, კონტანგო მცირდება და ვადის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, მთელის მეათედის ოდენობის ხდება ან სულაც ნულს უტოლდება.

არსებობს შემთხვევები, როდესაც ბაზრის მოლოდინები საბაზო აქტივთან დაკავშირებით იწვევს ფიუჩერსული კონტრაქტის ფასის დაწევას თავად საბაზო აქტივის ფასთან შედარებით. ასეთი სიტუაცია ხდება მაშინ, როდესაც მოსალოდნელია მარცვლეული კულტურების დიდი მოსავალი და შესაბამისად ფიუჩერსული კონტრაქტის ექსპირაციის დროს ხორბლის მიწოდების წინადადებები უფრო მეტი იქნება ვიდრე მოთხოვნის წინადადებები. სწორედ ეს არის ბექვორდაცია. ესეთი რამ ხშირად ხდება ინდექსებთან დაკავშირებით, მაგალითად ინდექსის ნიშნულია 1 150 პუნქტი, ხოლო ინდექსის ფიუჩერსი ივაჭრება 1 100 პუნქტზე, მაშასადამე ბექვორდაცია უდრის 50 პუნქტს.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top