მოკლე პოზიცია და გრძელი პოზიცია

ფიუჩერსული კონტრაქტის მყიდველი ხსნის გრძელ პოზიციას, გამყიდველი - მოკლე პოზიციას.

როდესაც დგება ფიუჩერსული კონტრაქტის ექსპირაცია, გრძელი პოზიცია გარდაიქმნება საბაზო აქტივის ყიდვის ვალდებულებად, იმ ფასად და დროის იმ მომენტში, რომელიც მითითებულია კონტრაქტში. ფიუჩერსის შესრულების მომენტში მოკლე პოზიცია გარდაიქმნება აქტივის გაყიდვის (მიწოდების) ვალდებულებად, იმ ფასად და დროის იმ მომენტში, რომელიც მითითებულია კონტრაქტში.

ფიუჩერსული პოზიციის გახსნა ყოველთვის არ უკავშირდება, კონტრაქტის ექსპირაციის დროს საბაზო აქტივის რეალური მიწოდების ვალდებულებას. თუ აქტივის ფასი გაიზარდა, გრძელი პოზიციის მფლობელმა შესაძლებელია დახურის იგი (გაყიდოს ფიუჩერსი) და მიიღოს მოგება. მოკლე პოზიციის დახურვა შესაძლებელია ფიუჩერსის ყიდვით.

გასათვალისწინებელია რომ, ფიუჩერსების კონტრაქტების ექსპირაციის წინა დღეს ხდება ღია პოზიციების რაოდენობრივი და მოცულობითი მკვეთრი კლება. ამ პარამეტრს "ღია პოზიციების მოცულობა" ეწოდება და ქვეყნდება ბირჟის საიტზე.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top