საგარანტიო უზრუნველყოფა

საგარანტიო უზრუნველყოფა – არის მოთხოვნა, რომ ანგარიშზე იყოს საბაზისო აქტივის გარკვეული პროცენტი, რომელიც გათვალისწინებულია ფიუჩერსული კონტრაქტით.
საფონდო ბირჟაზე აქციების ყიდვისას ანგარიშიდან ჩამოიჭრება ნაყიდი აქციების მთლიანი ღირებულება.

მაგალითად 80 აქცია = 80 აშშ დოლარი. როდესაც ვყიდულობთ ფიუჩერსულ კონტრაქტს ამავე 80 აქციაზე, მაშინ გადავიხდით არა 80 აშშ დოლარს, არამედ აქტივის მთლიანი ღირებულების 2-20%-ს კონტრაქტის საგარანტიო უზრუნველყოფის სახით. ეს თანხა "გაიყინება" ანგარიშზე ექსპირაციამდე, ან პოზიციის დახურვამდე. ამრიგად, 80 აქციის შეძენისათვის, 10 პროცენტიანი საგარანტიო უზრუნველყოფის შემთხვევაში დაგვჭირდება მხოლოდ 8 აშშ დოლარი.

საგარანტიო უზრუნველყოფა წარმოადგენს სადეპოზიტო მარჯას, რომელიც "გაიყინება", ფიუჩერსის, როგორც მყიდველის ასევე გამყიდველის ანგარიშზე. მარჯის ოდენობა წესდება ბირჟის მიერ და გაწერილია ფიუჩერსის სპეციფიკაციაში. ფიუჩერსული კონტრაქტის დადების შემდეგ, გამყიდველისთვისაც და მყიდველისთვისაც გარიგების საპირისპირო მიმართულების მხარედ გვევლინება ბირჟის საანგარიშსწორებო პალატა და მყიდველსა და გამყიდველს შორის პირდაპირი (უშუალო) კავშირი იკარგება. საგარანტიო უზრუნველყოფა, საანგარიშსწორებო პალატას იცავს რისკებისგან, რომელიც გამოწვეული იქნება, გარიგების ერთ-ერთი მონაწილის მხრიდან ფიუჩერსული კონტრაქტის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ანუ საბაზრო კონიუნქტურის მუდმივი ცვალებადობის პირობებში, საგარანტიო უზრუნველყოფა და ამ პარამეტრით განსაზღვრული სადეპოზიტო მარჯა ბირჟის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის შესაძლებლობას იძლევა.

ყველა ბირჟას გააჩნია საკუთარი საგარანტიო უზრუნველყოფის სისტემა, რომლის წაკითხვა შესაძლებელია თავად ბირჟების ვებ საიტებზე.

ბირჟებზე მუშაობის დროს, უნდა გვესმოდეს გახსნილი პოზიციების ფულადი ექვივალენტის არსი - კერძოდ რას ვყიდულობთ და რა ფასს ვიხდით მასში. ეს საკითხი განვიხილოთ GBP/USD  კურსის ფიუჩერსული კონტრაქტის მაგალითზე:

  • განიხილება საანგარიშსწორებო კონტრაქტი;
  • კონტრაქტის მოცულობა 1 ლოტი უდრის 1 000 ფუნტ სტერლინგს;
  • კონტრაქტის ფასი ერთ ფუნტ სტერლინგზე გამოხატულია აშშ დოლარებში;
  • ფასის ცვლილების მინიმალური ბიჯი (პუნქტი) უდრის 0.0001 აშშ დოლარს;
  • მინიმალური საგარანტიო დეპოზიტი უდრის მთლიანი კონტრაქტის ღირებულების 5%-ს, რაც 1:20 საკრედიტო მხარის ექვივალენტია და სადეპოზიტო მარჯას განსაზღვრავს 50 ფუნტი სტერლინგის ოდენობით;
  • კონტრაქტის შესრულების ფასად გვევლინება ფუნტი სტერლინგის კურსის მნიშვნელობა დოლართან მიმართებაში, რომელიც გამოქვეყნდება კონტრაქტის შესრულების დღეს, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ (European Central Bank), - გამოხატული აშშ დოლარში - ერთ ფუნტი სტერლინგისათვის;
  • დაანგარიშების თანახმად, კონტრაქტის მიხედვით, მინიმალური ბიჯის ღირებულება უდრის 10%-ს აშშ დოლარის კურსიდან - ევროსთან მიმართებაში, რომელიც დაწესებულია ევროპის ბანკის მიერ;

ვთქვათ, კონტრაქტი ივაჭრება 1.4580 ფასად (ერთი ფუნტი სტერლინგის ფასი უდრის 1.4580 აშშ დოლარს) და გადავწყვიტეთ მისი ყიდვა. აშშ დოლარის კურსი ევროსთან მიმართებაში არის 1.3000, ანუ 1 აშშ დოლარი = 1.3000 ევრო. პოზიციის მოცულობა, რომელიც გამოხატულია ევროში დაანგარიშდება შემდეგნაირად 1 000 x 1.4580 x 1.3000 = 1895,4 ევრო. საგარანტიო უზრუნველყოფის ოდენობა უდრის, ამ თანხის 5%-ს, ანუ 94,77 ევროს. საჭირო მიმართულებით ფასის ცვლილების შემთხვევაში, მაგალითად 1.4680 ნიშნულზე, ჩვენი მოგება იქნება 100 პუნქტი, ანუ 100 x 0.1 x 1.3000 = 13 ევროს ექვივალენტში.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top