ფიუჩერსული ბირჟის ჰეჯერები და სპეკულანტები

ფიუჩერსული კონტრაქტების დადება შესაძლებელია საბაზო აქტივების უმრავლესობაზე, ფინანსურით დაწყებული, დამთავრებული ენერგოპროდუქტებით. არსებობს ფიუჩერსები საკრედიტო განაკვეთებზე, საბირჟო ინდექსებზე, სავალუტო კურსებზე და ა.შ.

როდესაც იდება საბაზო აქტივის (მაგალითად მზესუმზირა) მიწოდების ფიუჩერსული კონტრაქტი, ასეთ კონტრაქტს უწოდებენ - მიწოდებით კონტრაქტებს. ფიუჩერსის ექსპირაციის დროს (მასზე საანგარიშწორებო თარიღის დადგომა ), მხარეები ვალდებულები არიან შეასრულონ კონტრაქტის პირობები - მიაწოდონ საქონელი და გამოისყიდონ იგი. ასეთი კონტრაქტები იდება გამყიდველების მიერ, რომლებიც - ჰეჯერების კატეგორიაში შედიან. ესენი არიან საქონლის/პროდუქციის მწარმოებლები (სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ენეგეტიკული და სხვა), რომლებიც აზღვევენ რისკებს და გაყავთ საქონელი სწრაფ ბაზარზე. მზესუმზირისა და ზეთის მაგალითში მყიდველიც და გამყიდველიც ჰეჯერები არიან.

გარდა ამისა არსებობს ფიუჩერსებით მოვაჭრე ტრეიდერების ჯგუფი, რომლებიც - სპეკულანტების კატეგორიაში შედიან. როგორც წესი ისინი - ინვესტორები, საინვესტიციო კომპანიები, ბანკები და კერძო ტრეიდერები არიან, რომლებსაც არაფერი აკავშირებთ არც ფასების ცვლილების რისკთან და არც თავად საქონელთან. მათი ამოცანაა - მოგების მიღება ფიუჩერსული კონტრაქტის დადებით - საქონლის გაყიდვაზე, რომლის ფასი მოსალოდნელი პერსპექტივით დაიკლებს, ან საქონლის ყიდვით, რომელიც პერსპექტივაში გაძვირდება.

ფიუჩერსის ექსპირაციის დროს სპეკულანტები არც იღებენ და არც აწვდიან საბაზო აქტივს. მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენს მხოლოდ "ცოცხალი" ფული. სპეკულანტები დებენ საანგარიშსწორებო ფიუჩერსულ კონტრაქტებს, რომლის ექსპირაციისას, საქონელი კი არ მიეწოდება გამყიდველისგან მყიდველს, არამედ ხდება მყიდველის და გამყიდველის პოზიციების დაანგარიშება და ხდება თანხის ჩარიცხვა.

საბაზო აქტივის მიწოდების გარეშე ფიუჩერსული კონტრაქტის დადებისას, საქონლის მყიდველი ერთგვარად (ვირტუალურად) იღებს ვალდებულებას, გამყიდველისგან იყიდოს საქონელი მომავალში (წინასწარ შეთანხმებულ ფასად), ხოლო შემდეგ პირიქით, (!) სწრაფად გაყიდოს იგი სპოტურ ფასად (მიმდინარე ფასი მომავალში, ფიუჩერსის ექსპირაციისას). ამ ოპერაციის ფულადი სხვაობა წარმოადგენს, ფიუჩერსული კონტრაქტის მხარეების მოგებას/წაგებას.

იშვიათობაა, როდესაც სპეკულანტები ელოდებიან ფიუჩერსის ექსპირაციას. მათთვის ეს არ არის აუცილებელი. სპეკულანტები დებენ ოფსეტურ (შებრუნებულ) გარიგებას: თუ იყიდეთ ფიუჩერსი, მაშინ კარგი სიტუაციის პირობებში, შეგიძლიათ გაყიდოთ იგი, რითიც ხურავთ პოზიციას და გადიხართ ბაზრიდან. ან პირიქით - ფიუჩერსული კონტრაქტის გაყიდვის შემდეგ, შეგიძლიათ იყიდოთ იგი.

ფიუჩერსული კონტრაქტი არსებობს - მიწოდებითი და საანგარიშსწორებო.

საანგარიშსწორებო ფიუჩერსების შემთხვევაში, მათი ექსპირაციისას ხდება მხოლოდ პოზიციების დაანგარიშება და კონტრაქტის მონაწილეების საბროკერო ანგარიშებზე მოგების ან წაგების დარიცხვა. ფიზიკური აქტივის მიწოდება არ ხდება. საანგარიშსწორებო ფიუჩერსებისგან განსხვავებით, მიწოდებით ფიუჩერსებზე, გარიგების შესრულების მომენტში საქონელი ყოველთვის მიეწოდება მყიდველს.

საქონელზე (საბაზო აქტივი) ფიუჩერსის ყიდვის ან გაყიდვის დროს, ტრეიდერი უშუალოდ არ მუშაობს აქტივთან, ტრეიდერი არასოდეს არც ყიდულობს და არც ყიდის მას (!), ტრეიდერი იძლევა მხოლოდ მომავალში ყიდვის ან გაყიდვის პირობას. ამიტომ ფიუჩერსული გარიგების განხორციელებისას, არ არის საჭირო კონტრაქტით გათვალისწინებული სრული თანხის გადახდა. საკმარისია ანგარიშზე მარჯის შეტანა, რომელიც 2-დან 20-პროცენტამდე ვარირებს, ეს მარჯა არის მომავალში, კონტრაქტით გათვალისწინებული აღებული ვალდებულების შესრულების ერთგვარი გირაო და გარანტი.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top