ფიბონაჩის დონეებით ვაჭრობის სისტემა

ფიბო დონეები (Fibo – დონეები) ძალიან ხშირად გამოიყენება ტრეიდერების მიერ საფინანსო ბაზრებზე, მათ შორის ფორექსზე ვაჭრობის დროს.

ფიბონაჩის დონეების გამოყენებას ბევრი სტრატეგია ეფუძნება.

ერთ-ერთი ყველაზე გავცელებული სავაჭრო სტრატეგის ალგორითმის მიხევდით, ფასი კორექტირდება განვლილ ტრენდთან მიმართებაში და გადის მანძილს რომელიც ტოლია - განვლილი მანძილი გამრავლებული კოეფიცენტებზე 0.236 0.382 0.5 და 0.618.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სავალუტო წყვილს, აქვს ასხლეტისა და შემობრუნების, მისთვის დამახასიათებელი, ფიბონაჩის მნიშვნელოვანი დონეები. მაგრამ დონეები - 0,382, 0,5 და 0,618 უფრო ხშირად მუშაობენ. პოზიციის გახსნის სიგნალი ჩნდება, მაშინ, როდესაც ხანგრძლივი მოძრაობის შემდეგ ფასმა კორექტირება განიცადა, განვლილი მოძრაობის 0.2-0.3 ნაწილზე.

სტრატეგიის არსი შემდეგია;

ვხაზავთ Fibo-დონეებს დაყიდვისა და გაყიდვის ორდერებს ვაყენებთ ამ დონეების მახლობლად, სტოპ ლოსები ყენდება შემდეგი მნიშვნელოვანი Fibo დონების ოდნავ მოცილებით.

მაგალითად:

  • თუ გსურთ პოზიცია გახსნათ დონესთან 0.382, მაშინ სტოპ ლოსი უნდა დადგეს ფიბონაჩის დონის 0.5-ის ზემოთ;
  • თუ გსურთ პოზიცია გახსნათ დონესთან 0.5, მაშინ სტოპ ლოსი უნდა დადგეს ფიბონაჩის დონის 0.618-ის ზემოთ;
  • თუ გსურთ პოზიცია გახსნათ დონესთანე 0.618, მაშინ სტოპ ლოსი უნდა დადგეს ფიბონაჩის დონის 0.74-ის ზემოთ.

ფიბონაჩის დონეებით ვაჭრობის სისტემა

განვიხილოთ სურათზე წარმოდგენილი მაგალითი:

სავალუტო წყვილის კურსის ვარდნის შემდეგ, ვხაზავთ Fibo-დონეებს მოძრაობის მიმართულების მიხედვით. პირველ Fibo-დონეებს გრძელი მოძრაობის, ხოლო მეორე Fibo-დონეებს უფრო მოკლე მოძრაობის მიმართულებით.

კორექციული მოძრაობის დაწყების შემდეგ, ვდებთ გაყიდვის გადადებულ ორდერს პირველი გრძელი მოძრაობის კორექციული სვლის 0.382 Fibo-დონეზე, რომელიც თითქმის ემთხვევა უფრო მოკლე მოძრაობის 50%-იან Fibo-დონეს.

ე.ი. ვდებთ Sell Limit ორდერს ფასზე 0.382 Fibo-დონეზე, ხოლო სტოპ ლოსს გრძელი მოძრაობის Fibo-დონის. 0.5-ის ზემოთ.

ფასი მივიდა აღნიშნულ დონესთან, რომელმაც აისხლიტა იგი ჩამოვიდა ქვემოთ და შემდეგ ისევ გააგრძელა მოძრაობა ზემოთ, რის შედეგადაც 0.382 დონე გაირღვა. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ გაჩერების ან შემობრუმენის შემდეგი დონე არის გრძელი მოძრაობის 0.5-ის არეალი. დააკვირდით, რომ ეს დონე თითქმის ემთხვევა მოკლე მოძრაობის 0.618 Fibo-დონეს. მაგრამ, ვინაიდან ჩვენ სტოპ ლოსი დავაყენეთ გრძელი მოძრაობის 0,5 Fibo-დონის ზემოთ, ჩვენ კი ვართ მინუსში, მაგრამ ისევ ვრჩებით სავაჭრო პოზიციაში, ვინაიდან სწორად დაყენებულმა სტოპ ლოსმა არ გაგვაგდო ბაზრიდან. იმ შემთხვევაში თუ ვისარგებლებდით ტრეილინგ სტოპით, მაშინ ორდერს გადავიყვანდით უზარალობის პოზიციაში უკვე 0.382 Fibo-დონეზე და დაველოდებიოდით მოვლენების შემდგომ განვითრებას - თუ ფასი წავიდოდა ჩვენთვის სასურველი მიმართულებით, მაშინ მას გავყვებოდით ტრეილინგით, თუ ფასი შემოტრიალდებოდა, მაშინ ჩვენი ორდერი დაიხურებოდა უზარალობაში (დადებითი სტოპ ლოსით) ან ნულით.

მაშასადამე, თუ ჩვენი პირველი პოზიცია დაიხურა ტრეილინგით, მაშინ შემდეგ Sell Limit ორდერს ვდებთ გრძელი მოძრაობის 0,5 Fibo-დონის არეალში, ხოლო სტოპ ლოსს გრძელი მოძრაობის 0.618 Fibo-დონის ზემოთ. დავაკვირდეთ, რომ ამ შემთხვევაში კორექციული მოძრაობის 50 % საკმაოდ მნიშვნელოვანი დონე აღმჩნდა, თანაც ამ ადგილას თავი მოიყარა გრძელი მოძრაობის 0,5 და მოკლე მოძრაობის 0.618 Fibo-დონებმა, რაც საკმაოდ მძლავის წინააღმდეგობის დონე აღმოჩნდა ხარებისათვის და ძალა დათვების მხარეზე გადავიდა.

თუ ჩვენ, მეორე პოზიციის გახსნის შემდეგაც გამოვიყენებდით ტრეილინგ სტოპს, მაშინ ამ შემთხვევაშიც პოზიციას გადავიყვანდით უზარალობის ან დადებითი სტოპ ლოსის დონეზე და დაველოდებოდით მოვლენების განვითარებას.

თუ არც ერთ შემთხვევაში არ გამოვიყენებდით ტრეილინგ სტოპს, მაშინ ფასი მაინც არ აარტყამდა ჩვენს, გონივრულად დაყენებულ სტოპ ლოსს და ჩვენ მაინც ბაზარზე დავრჩებოდით მოგების მოლოდინში, მით უფრო, რომ ჟანრის კანონების მიხედვით სავალუტო წყვილმა კორექციის შემდეგ ისევ გააგრძელა ვარდნა.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • Admin-ლევანი

    gvanca - კითხვის პირველი ნაწილის განმარტებისთვის მიმართეთ თქვენს მიერ დასახელებულ საიტს. ცნობისთვის - ფორექს კალენდარი ჩემ საიტზეც არის. კითხვის მეორე ნაწილი: გააჩნია სიტუაციას და სტრატეგიის მოთხოვნებს

    Short URL:
  • gvanca

    დიდი მადლობა ბატონო ლევან!1)forexfactory.com-ზე სავალუტო წყვილების ფილტრაციისას,ძირითად სავალუტო წყვილებს რო მოვხსენი მონიშვნები,საერთოდ აღარ გამოჩნდნენ გრაფაში,მაგალითად მაინტერესებს სიახლეები EUR/USD,USD/CHF,USD/JPY,GBP/USD,ამ დასახელებულ ვალუტებს უნდა დავუტოვოთ მონიშვნები და დანარჩენებს მოვაცილოთ,რომ ამ ვალუტებზე სიახლეები ვნახოთ?2)H1 და H4 საათიან ინტერვალებზე SIMPLE MOVING AVERAGE ჯობია გამოვიყენოთ,თუ EMA?

    Short URL:
  • Admin-ლევანი

    gvanca - ჩათვალეთ, რომ 11 მაისს შეხვედით ბაზარზე დაღმავალი პოზიციით a წერტილიდან, b წერტილში დაიწყო კორექცია. თქვენ ისევ ბაზარში დგეხართ, ფიბოს ავლებთ კლასიკურად/წაღმა a წერტილიდან b წერტილამდე. ჩათვალეთ ასევე რომ ვითომ ვერტკალრუ ლურჯი წყეტილის მარჯვნივ ვერ ხედავთ ბაზარს, ანუ ჯერ არ დამდგარა პერიოდები. კორექციამ მიაღწია c წერტილს და ფასი წამოვიდა პოზიციის თანხვედრილად ისევ დაღმა. თქვენ გაინტერესებთ თუ კიდევ რამდენის ამოქაჩა შეგიძლიათ ბაზრიდან ამიტომ c წერტილიდან b წერტილამდე ავლებთ ფიბოს - არაკლასიკურად, ანუ უკუღმა და იღებთ დონეებს 161% და 261% და ა.შ. სწორედ ამ დონეებზე ვარაუდობთ ფასის მისვლას და შესაბამისად მთლიანი პროფიტის ან პროფიტების ნაწილების განთავსებას. სურათზე, აი ამ წუთის სიტუაციაა გამოსახული (2016 წლის 13 მაისი 12:57 სთ. თბილისის დროით) და თავად დარწმუნდებით იმაში რომ ეს ფიბო კომბინაცია რეალურად მუშაობს. ფასმა დამაჯერებლად მიაღწია 161%-ს გადალახა კიდეც იგი და ოდნავ შეეხო 261 % ზონას. უბრალიდ წინა სანთელი არ არის კეთილგანწყობილი გაყიდვებისათვის, თუმცა სავარაუდოდ იქნება კორექცია და შესაძლებელია ფასმა კორექციის შემდეგ დამაჯერებლად მიაღწიოს 261%-საც. თუმცა თუ ეხლა იქნა კორექცია მაშინ ფიბო დონეებიც უნდა გადავაწყოთ ახალ მნიშვნელოვან და კორექციულ წერტილებზე. მაუსის მარჯვენა ღილაკით სურათი გახსენით ბრაუზერის ახალ ჩანართში და უფრო კარგად დაინახავთ სიტუაციას.
    https://geoforex.info/images/comments/fibo-koreqcia.png
    როდის დაიწყება დაღმავალი და როდის ამავალი კაცის შვილმა არ იცის. კლასიკური ფიბოს აგებისას მაგალითად აღმავალი ტრენდისას ქვემოდამ ზემოთ, იგულისხმება, რომ წინა ტრენდმა მიაღწია თავის 100%-ს და დაიწყო უკუსვლა 100%-მდე დონეებამდე უკან. დომინირებული ტრენდის განახლებად ითვლება 0% !!!-ის გადალახვა

    Short URL:
  • gvanca

    დიდი მადლობა,მაგრამ ვერ მივხვდი ერთ რამეს:თუ ტრენდი აღმავალია და ამ დროს ფიბო დონეებს ვხაზავთ საპირისპიროდ,100%იანი დონე ხომ ქვევით არის ამ შემთხვევაში,თუ ამ დონის ზემოთ მყოფ დონეებს ჩავთვლით აღმავალი ანუ დომინირებული ტრენდის შემოტრიალების ზონებად,ამ დროს დაღმავალი ტრენდი არ დაიწყება როდესაც 100%დონისკენ დაიწყებს ფასი მოძრაობას?

    Short URL:
  • Admin-ლევანი

    gvanca - გააჩნია კონკრეტული სტრატეგიის მოთხოვნას. თუმცა ზოგადად ფიბო დონეები საპირისპიროდ დგება იმ შემთხვევაში თუ გვსურს მოვნიშნოთ ის სავარაუდო დონეები, რომლებსაც მიმდინარე გლობალური ტრენდი მიაღწევს "კორექციის შემდგომი ტრენიდის განახლების შემდეგ". მაგალითად: გვაქვს აღმავალი ტრენდი, ფასმა განვლილი კორექციით წარმოქმნა მინიმუმი, შემდეგ მაქსიმუმი, შემდეგ დაიწყო უკუსვლა, მაგრამ ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი კორექცია და არა ტრენდის შემობრუნება და ამ კორექციის შემდეგ ტრენდი კვლავ განახლდება იმავე მიმართულებით, ანუ აღმასვლით და გვინდა გავიგოთ სავარაუდოდ რა დონეზე ავა ფასი ზემოთ. ამიტომ ზემოთხსენებული მაქსიმუმიდან !!! ზემოთხსენებულ მინიმუმამდე!!! ვავლებთ ფიბოს და მაქსიმუმის !!! დონის ანუ 100%-ის დონის ზემოთ მყოფ დონეებს 161,8% 261,8% და 423% (იშვიათად) ვთვლით აღმავალი ტრენდის, ანუ გლობალური ტრენდის, ანუ დომინირებული ტრენდის გაჩერებებად, ანუ მიზიდულობის ცენტრებად, ანუ შემოტრიალების ზონებად.

    Short URL:
  • gvanca

    გამარჯობათ ბატონო ლევან!რა შემთხვევაში დგება ფიბო დონეები მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით?

    Short URL:
  • givi

    მადლობთ

    Short URL:
  • Admin-ლევანი

    givi - დიახ 61% არის 61,8 დონე

    Short URL:
  • Admin-ლევანი

    givi - მართალი ბრძანდებით. ფიბონაჩის 0,5 დონე იგივე ფიბონაჩის 50%-ია. სტატიებში ერთი და იგივე საკითხების განმარტებისას ვიყენებ სხვადასხვა ტერმინებს, ვინაიდან ეს გავრცელებული პრაქტიკაა ტრეიდერებს შორის და თანაც მინდა რომ დამწყები ტრეიდერების ყური მიეჩვიოს ტერმინების სხვადასხვაგარობას და არა ინტერპრეტაციას

    Short URL:
  • givi

    ასევე 61 დონე 618 ნიშნავს?

    Short URL:
  • givi

    ბატონო ლევან. 0,5 დონე ვერვიპოვე მოცემულ სურათზედა 50% იანი დონე ხოარუგულისხმება ანუ 0,5 და 50% იანი დონე ერთიდაიგივეა?

    Short URL:
  • გურამი

    დიდი მადლობა დახმარებისვის :)

    Short URL:
  • Admin-ლევანი

    გურამ- ფიბონაჩის ინდიკატორის საწყის პარამეტრებში ეს დონე არ არის, ამიტომ: ფიბონაჩის ინდიკატორს რომ გაშლით, დააკლიკეთ მასზე ორჯერ, ანუ ეს იმისთვის, რომ მოქმედება განხორციელდეს მხოლოდ ამ ინდიკატორზე, შემდეგ მაუსის მარჯვენა ღილაკით გამოიტანეთ დიალოგური ფანჯარა სადაც შედით ჩანართზე fibo properties, გამოვა ახალი დიალოგური ფანჯარა, მასზე გადადით ჩანართზე fibo levels. ამ ფანჯრის მარცხენა სვეტში არის ფიბო დონეების ჩომონათვალი მარჯვენაში კი კონფიგირაციის ღილაკები. დააჭირათ კონფგურაციის დამატების ღილაკს add, რის შემდეგაც მარცხენა სვეტში გამოვა ახალი ველი, ამ ველის მარცხენა მხარეს ჩაწერეთ 0.764, ხოლო მარჯვენა მხარეს 76.4 - დააჭირეთ ok. ამის შემდეგ ფიბონაჩის ინდიკატორში გამოჩნდება თქვენთვის სასურველი ფიბო დონე. ამ ოპერაციის ჩატარება საჭიროა მხოლოდ ერთხელ. დანარჩენ შემთხვევებში თქვენს მიერ დაფიქსირებული დონე გამოვა ფიბო ინდიკატორის ყოველი გაშლის შემდეგ

    Short URL:
  • გურამ

    გამარჯობა. კარგი სტატიაა ნამდვილად, ყველაფერი გასაგებად და მარტივადაა ახსნილი. მაგრამ ერთი რაღაც მაიტერესებს, ფიბოს 74 დონეს არ მიჩვენებს რო ვავლებ და რატო? დამატებითაც ვერ ვამატებ და იქნებ დამეხმაროთ...

    Short URL:
  • მარიამი

    დიდი მადლობა ასეთი ამომწურავი პასუხისთვის

    Short URL:
Load More

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top