ფორექსის სტრატეგია PROFIT v.2

რეკომენდირებული სავალუტო წყვილი - GBP/USD (ვინაიდან არის მაღალვოლატილური). სავაჭრო ლოტი 0,1 ყოველ 400 $ დეპოზიტზე.

სტრატეგიის ალგორითმი:

ევროპული სესიის დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ ვდებთ 2 გადადებულ ორდერს.

  • 1) BuyStop – მიმდინარე დღის ფასის მაქსიმალურ მნიშვნელობაზე (+1 პუნქტი);
  • Stop-Loss - ვდებთ დღიური ფასის მინიმალურ მნიშვნელობაზე (-1 პუნქტი);
  • Take-Profit განისაზღვრება შემდეგი სახით:

    მიმდინარე დღის ფასის მაქსიმალური ფასიდან, მინიმალურ ფასამდე ვჭიმავთ ფიბინაჩის ინდიკატორს (ევროპული სესიის დასაწყისი +30 წუთის მდგომარეობით ). ტეიკ პროფიტის მიზნია ინდიკატორის 161.8%  დონე.

  • 2) SellStop - ვაყენებთ დღიური ფასის მინიმალურ მნიშვნელობაზე (-1 პუნქტი);
  • StopLoss  - ვაყენებთ ფასის დღიურ მაქსიმალურ მაჩვენებელზე (+1 პუნქტი);
  • Take-Profit განისაზღვრება შემდეგი სახით:

    მიმდინარე დღის ფასის მინიმალური ფასიდან და მაქსიმალურ ფასამდე ვჭიმავთ ფიბინაჩის ინდიკატორს (ევროპული სესიის დასაწყისი +30 წუთის მდგომარეობით ). ტეიკ პროფიტის მიზნია ინდიკატორის 161.8%  დონე.

თუ პოზიცია არ დაიხურა UTC +4  საათამდე, მაშინ ჩვენ თვითონ ვხურავთ მას. აგრეთვე იხურება ყველა აუმუშავებელი ორდერიც.

თუ, სავაჭრო ორდერების დადების მომენტში, ფასი იგივეა, რაც მიმდინარე დღის ფასის მაქიმალური ან მინიმალური მაჩვენებელი, მაშინ ორდერებს ვდებთ მიმდინარე ფასიდან მინიმალურად შესაძლო მანძილზე (დამოკიდებულია ბროკერზე და ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე, როგორც წესი ვოლატილობიდან გამომდინარე იგი მერყეობს 3-10 პუნქტის ფარგლებში), ან ველოდებით კორექციას და მხოლოდ ამის შემდეგ ვდებთ ორდერს, ან მიმდინარე ფასით ვხსნით ორდერს.

თუ ორდერების დადების მომენტში მინიმალურ და მაქსიმალურ ფასებს შორის 50-70 პუნქტზე მეტი დაშორებაა (ანუ ფასის მოძრაობა იდენტიფიცირდება როგორც "ძლიერი მოძრაობა"), მაშინ ამ დღეს საერთოდ არ ვვაჭრობთ, ან ვვაჭრობთ მხოლოდ ტრენდის მიმართულებით ფიქსირებული ტეიკ პროფიტით - 20-30 პუნქტი.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top