Candlestick Chart/სანთლების გრაფიკი/Свечной график

Candlestick Chart/სანთლების გრაფიკი/Свечной график – ვალუტის კურსის ცვლილებების ვიზუალური გამოსახვის საშუალება, რომელიც წარმოდგენილია სანთლების ფორმით.

სანთლები გამოხატავენ კურსის ცვლილებას დროის თანაბარ პერიოდებში. ასეთ გრაფიკზე გამოისახება ოთხი ძირითადი ფასი:

  • გახსნის ფასი - დროის მონაკვეთზე ვალუტის საწყისი ფასი. აღმავალი ტრენდის დროს იგი საზღვრავს სანთლის ტანს ქვემოდან, ხოლო დაღმავალი ტრენდის დროს - ზემოდან;
  • დახურვის ფასი - დროის მონაკვეთზე  ვალუტის საბოლოო ფასი. აღმავალი ტრენდის დროს იგი საზღვრავს სანთლის ტანს ზემოდან, ხოლო დაღმავალი ტრენდისას - ქვემოდან;
  • ფასის მაქსიმუმი (მაქსიმალური ფასი) - სანთლის ჩრდილის ზედა უკიდურესი წერტილი. დროის მონაკვეთზე სავალუტო წყვილის მაქსიმალური ფასი;
  • ფასის მინიმუმი (მინიმალური ფასი)- სანთლის ჩრდილის ქვედა უკიდურესი წერტილი. დროის მონაკვეთზე სავალუტო წყვილის მინიმალური ფასი;

სანთელი შედგება ტანისგან, რომელიც ვიზუალურად მის მსხვილ ნაწილს წარმოადგენს და ორი წვრილი, ერთმანეთისგან საპირისპიროდ მიმართული ნაწილისგან, რომელსაც ჩრდილებს უწოდებენ. სავაჭრო ტერმინალში არის პარამეტრი, რომლითაც სანთლის ტანის ფერის ცვლილებაა შესაძლებელი. ვიზუალური თვალსაზრისით ეს ძალიან მოსახერხებელია, ვინაიდან თვალსაჩინოებისათვის, გრაფიკზე კარგად ჩანს თუ რომელი სანთელია აღმავალი ტენდენციის და რომელი - დაღმავალი.

Candlestick Chart/სანთლების გრაფიკი/Свечной график

სანთლების გრაფიკი ითვლება ყველაზე მოსახერხებელ სავაჭრო ინსტრუმენტად, რომელიც იძლევა მაქსიმალურ ინფორმაციას, ტაიმფრეიმის განმავლობაში ფასის მოძრაობისა და ტენდენციის შესახებ. ფორექსის სავაჭრო სტრატეგიების უმრავლესობაში გამოყენებულია სანთლების გრაფიკები. ამასთან ერთად, ფართოდ გამოიყენება სანთლური მოდელების, კომბინაციების და გრაფიკული ფიგურების მოძიება-იდენტიფიკაციისათვის.

სანთლური კომბინაციების და მოდელების აღმოჩენა და იდენტიფიკაცია შესაძლებელია, როგორც ვიზუალურად, ასევე იაპონური სანთლების ინდიკატორის გამოყენებითაც, რომლის მეშვეობით, სავალუტო წყვილის გრაფიკზე სანთლური მოდელების იდენტიფიკაცია ხდება ავტომატურ რეჟიმში, ხოლო სავაჭრო გადაწყვეტილება დამოკიდებულია უშუალოდ ტრეიდერზე.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top