Black Box Trading/ავტოტრეიდინგი/Автотрейдинг

Black Box Trading/ავტოტრეიდინგი/Автотрейдинг – გულისხმობს, ფორექსზე ვაჭრობის დროს სპეციალიზრებული კომპიუტერული პროგრამების გამოყენებას.

ავტოტრეიდინგი ნიშნავს ფორექს მრჩევლებით ვაჭრობას, რომლებიც შესაბამისი ალგორითმის გამოყენებით, ტრეიდერის ჩარევის გარეშე, ან მინიმალური ჩარევით, ხსნიან და ხურავენ სავაჭრო პოზიციებს.

Black Box Trading გამოყენებისას, პროგრამებში იტვირთება ძირითადი მონაცემები - დრო, ფასი და პოზიციის მოცულობა. ხოლო შემდეგ მათი მუშაობა ხორციელდება ტრეიდერის ჩარევის გარეშე.

ფორექს მრჩეველი დამოუკიდებლად ახდენს სავალუტო ბაზრის ანალიზს, რომელსაც იგი, მასშივე ჩატვირთული ტექნიკური ანალიზის ინდიკატორების მეშვეობით ახორციელებს. ამასთან ერთად, ხდება პროგრამის ალგორითმში ჩატვირთული კანონზომიერებების გამოვლენა, რომელთა საფუძველზეც გენერირდება სიგნალები პოციციების გახსნისათვის.

გახსნილი ორდერის არსებობის დროის ინტერვალი დამოკიდებულია ტრეიდერის მიერ მითითებულ პარამეტრზე, ან ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე. როგორც წესი პოზიციები იხურება ტეიკ პროფიტის ან სტოპ ლოსის ამუშავების შედეგად, რომლებიც ასევე მითითებულია ტრეიდერის მიერ, ან ჩადებულია ავტომატური მრჩევლის საბაზო კონფიგურაციაში.

სხვაგვარი განმარტებით - ავტოტრეიდინგი არის ფორექსზე ვაჭრობის ავტომატიზირებული პროცესი, რომელიც ხორციელდება მექანიზირებული/მექანიკური სავაჭრო სისტემების გამოყენებით. უფრო ვრცლად ამ თემის შესახებ წაიკითხეთ სტატია - "ავტოტრეიდინგი ფორექსზე".

ასეთი სახის ვაჭრობა შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც მთლიანად ავტომატურ, ასევე ნახევრად ავტომატურ რეჟიმში. ბოლო ვარიანტის მიხედვით, ყოველი ახალი ორდერის გახსნა დადასტურებული უნდა იქნას ტრეიდერის მიერ. ხშირად ასეთი რეჟიმი გამოიყენება ავტომეტური მრჩევლის ტესტირების პირველ ეტაპზე.

ავტოტრეიდინგისათვის არსებობს მრავალი დამატებითი ფუნქციები, რომელთა მეშვეობითაც ხდება კოტირებების ანალიზი და სავაჭრო პოზიციების მართვა.

ავტომატური სავაჭრო პროგრამების გადმოწერა შეგიძლიათ რუბრიკიდან - "მრჩევლები".

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top