Breakout/გარღვევა/Пробой

Breakout/გარღვევა/Пробой – ხდება მაშინ, როდესაც ფასის გრაფიკი გაარღვევს მხარდაჭერის ან წინააღმდეგობის გარკვეულ დონეს, რომელიც წინასწარ იყო დატანილი სავალუტო წყვილის გრაფიკზე.

ითვლება, რომ თუ მოხდა გარღვევა, მაშინ ფასი გააგრძელებს მოძრაობას გარღვევის მიმართულებით, ყოველ შემთხვევაში კორექციის დაწყებამდე მაინც, ამიტომ ამ ალგორითმით შესაძლებელია მოგების მიღება.

წინააღმდეგობის დონის გარღვევის შემდეგ ხდება მისი გარდაქმნა მხარდაჭერის დონედ, ხოლო თუ მოხდა მხარდაჭერის დონის გარღვევა - მაშინ იგი წინააღმდეგობის დონედ გარდაიქმნება.

პრაქტიკაში შესაძლებელია გამოვყოთ გარღვევის ორი ძირითადი ტიპი: გარკვეული ფასური დონის გარღვევა და ფასური არხის/სატრენდო ხაზის გარღვევა.

იმაზე, თუ გარღვევის რომელ ტიპზე იქნებით ორიენტირებულნი - დამოკიდებულია სამუშაო სტრატეგიის აგებულებაც.

  • დონეები - სავალუტო წყვილის ფასურ გრაფიკზე დაიტანენ რამდენიმე  დონეს, რომელთა გადაკვეთის შემდეგ, ალგორითმის შესაბამისად - ფასი გააგრძელებს გარღვევის მიმართულებით მოძრაობას. როგორც წესი, ეს დონეები ფსიქოლოგიურ როლს თამაშობენ, ან ბაზირდებიან პერიოდის გარკვეულ მონაკვეთში ტრენდის ქცევაზე.

    Breakout/ფორექს გარღვევა/Пробой форекс

    მაგალითად, უმრავლეს შემთხვევებში ფასს "ეშინია" ხოლმე მრგვალი რიცხვების დონეების გადაკვეთა. ფასი ხშირად უახლოვდება მათ, შემდეგ ისევ ბრუნდება უკან და ასე მეორდება რამდენჯერმე. (მრგვალი რიცხვები, ანუ ფასური დონეები: 1.3000, 101.10, 0.9200 და ა.შ. სხვადასხვა სავალუტო წყვილისთვის - სხვადასხვა ). როდესაც განვსაზღვრავთ საჭირო დონეს, მასთან ვაყენებთ გადადებულ ორდერს და მის ველოდებით ამუშავებას, როგორც წესი ასეთ სტრატეგიებს კარგი შედეგები მოაქვს;

    Forex Breakout/ფორექს გარღვევა/Пробой форекс

  • არხები/სატრენდო ხაზები - უმრავლეს შემთხვევაში ფასი გარკვეული დერეფანში მოძრაობს (არხში მოძრაობს), ასეთი დინამიკა შესაძლებლობას იძლევა გავავლოთ ორი ხაზი მოძრაობის დერეფნის მიმნიმუმებსა და მაქსიმუმებს შორის, რაც ვიზუალურად წარმოქმნის დერეფანს. ფასური არხის ერთ-ერთი საზღვრის გარღვევა არის, გარღვევის თანხვედრილი მიმართულებით სავაჭრო ორდერის გახსნის სიგნალი.  ასეთი ვაჭრობის ალგორითმით მუშაობის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში - ფასური არხები. ანალოგიურის თქმა შესაძლებელია ტრენდული ხაზების შემთხვევაშიც;

Breakout/ფორექს გარღვევა/Пробой форекс

 

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top