Bear/დათვი/Медведь

Bear/დათვი/Медведь – საფინანსო ბაზარზე დათვებს ეძახიან ბაზრის იმ მონაწილეებს, რომლებიც თამაშობენ ვალუტის კურსის დაწევაზე და აკეთებენ ყველაფერს, რათა კურსის ვარდნა გაგრძელდეს, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში.

ბაზრის მოთამაშეების ასეთი თავისებური სახელწოდება გამომდინარეობს იქიდან, რომ დათვი ზემოდან ქვემოთ ურტყემს თათს მსხვერპლს და ბაზართან ანალოგიაში ფორექს დათვები ზემოდან ქვემოთ "ურტყამენ" ვალუტის კურსს მისი შემდგომი დაწევის/კლების მიზნით.

ვალუტის კურსის დაწევისათვის დათვებს მრავალი ინსტრუმენტი გააჩნიათ, რომელთა შორისაც ზოგიერთი არაკანონიერიც კი არის, მაგალითად ფსიქოლოგიური მეთოდი - როდესაც დათვები ფინანსური აქტივის შესახებ ავრცელებენ ნეგატიურ ხმებს, რითიც შეცდომაში შეჰყავთ ბაზრის სხვა მონაწილეები. ნეგატიურ ინფორმაციებს უფრო ადვილად იჯერებს ადამიანი/ტრეიდერი, ვიდრე პოზიტიურს.

დათვები დაინტერესებული არიან დაღმავალი ტრენდის წარმოშობაში, მათი ძირითადი მიზანია კურსის მინიმუმამდე დაწევა და საკუთარი გარიგებების დახურვა ყველაზე ხელსაყრელ ფასად. ამიტომ დათვები პრაქტიკულად ყოველთვის ხსნიან გაყიდვის ორდერებს (მოკლე პოზიციებს), რითიც იწვევენ მიწოდების ზრდას და ესაბამისად ასტიმულირებენ კურსის კლებას.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top