Bull Market/ხარის ბაზარი/Бычий рынок

Bull Market/ხარის ბაზარი/Бычий рынок - ბაზარი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ფასების ზრდის ტენდენცია - აღმავალი ტრენდი დროის გარკვეული მონაკვეთის მთლიან პერიოდში.

ასეთ ბაზარზე, მონაწილეთა უმრავლესობა ხარები არიან. ისინი ცდილობენ ყველა ხელთარსებული მეთოდით მოახდინონ ბაზარზე ზმოქმედება და გაზარდონ ვალუტის ფასი.

ხარების ბაზრის ერთ-ერთი ტაქტიკაა დაბალ ფასში დიდი რაოდენობის ვალუტის თანდათან შესყიდვა, შემდეგ ხდება შესყიდვების მოცულობების მყისიერი ზრდა, რაც ფასის ზემოთ ახტომას იწვევს. მას შემდეგ, რაც ვალუტის ფასი მიაღწევს მაქსიმალურ ნიშნულს იწყება მისი გაყიდვა.

ხარის ბაზარზე ვაჭრობა საკმაოდ რთული პროცესია, რა თქმა უნდა თუ თქვენ თავადვე არ ხართ ხარი,  ვალუტის ფასი გაბერილია და სცდება მის რეალურ ღირებულებას, ამიტომ ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია ფასის მყისიერი ვარდნა. ასეთ ვითარებაში მიზანშეწონილია გაყიდვების ორდერების გახსნა.

ხარის ბაზრისთის ყოველთვის აღმავალი ტრენდია დამახასიათებელი. ამ სიტუაციაში წარმატებული ვაჭრობისთვის საჭიროა არსებული ტენდენციის ზუსტად განვსაზღვრა ან საკუთარი ვაჭრობის ორგანიზება.

გასათვალისწინებელია, რომ ბაზარზე ზემოქმედებისთვის საჭიროა ძალიან დიდი კაპიტალის ქონა, მხოლოდ ამ შემთხვევაში განხორციელებული სავაჭრო გარიგებების მოცულობა  მიიპყრობს ბაზრის სხვა მოთამაშეების ყურადღებას და შესაბამისად გამოიწვევს საჭირო ეფექტს.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top