Bulls/ხარები/Быки

Bulls/ხარები/Быки - ბაზრის მონაწილეები, რომლებიც ცდილობენ ფასის გაზრდას - თამაშობენ (ვაჭრობენ) ფასის გაზრდაზე.

ფორექსზე არსებობს ტრეიდერების (იგივე: მოთამაშეების, სპეკულანტების) პირობითი დაყოფა ხარებად და დათვებად. ხარები დაინტერესებული არიან, ამა თუ იმ ვალუტის ფასების გაზრდაზე და აღმავალი ტენდენციის მხარდაჭერისთვის ყველა ღონეს ხმარობენ. მათი თავისებური სახლეწოდება, ხარები,  გამომდინარეობს იმ ალეგორიიდან, რომ ხარი თავის მსხვერპლს რქებით სწევს მაღლა, ხოლო ბაზარზე (ბირჟაზე) ამგვარი ხერხებით ფასს სწევს მაღლა.

თუ ბაზარზე დომინირებენ ხარები, მაშინ ამ ბაზარს ხარის ბაზარს უწოდებენ და ასეთ ვითარებაში ფასი მუდამ ზევით ადის.

ჩვეულებისამებრ ხარის ბაზარისთვის დამახასიათებელია მდგრადი აღმავალი ტრენდი, ამიტომ ამ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილებაა გრძელი პოზიციების გახსნა, ანუ ვალუტის ყიდვა.

ამ შემთხვევაში მოგება ფორმირდება ვალუტის ფასის ზრდის გამო, მაგრამ სჭიროა დროზე შევამჩნიოთ მიმდინარე ტრენდის ტენდენციის შემობრუნების წინაპირობები.

ბაზარზე ხარების დომინირება ვლინდება ყიდვის სავაჭრო ოპერაციების (მოცულობების) მეტობით გაყიდვის სავაჭრო ოპერაციებთან შედარებით. სწორედ ამ მეთოდით ცდილობენ ხარები ვალუტის კურსის ზრდას.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top