Basis point/საბაზისო პუნქტი/Базисный пункт

საბაზისო პუნქტი იზომება პროცენტის ერთი მეასედი ნაწილით. ეს ტერმინი ხშირად გამოიყენება ცენტრალური ბანკების საპროცენტო განაკვეთების გაზომვისთვისაც. საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ყოველთვის მოყვანილია საბაზისო პუნქტების გამოყენებით. ანუ თუ საბანკო განაკვეთი 5.0 % -დან გაიზარდა 5.10 % -მდე, მაშინ ამბობენ, რომ მოხდა 10 საბაზისო პუნქტით ზრდა.

ამასთან ერთად, საბაზისო პუნქტი გამოიყენება სხვადასხვა ბირჟაზე, მათ შორის ფორექსზე ვაჭრობისას. რომელიმე ვალუტის ზრდის შემთხვევაში, მაგალითად თუ დოლარი ევროსთან მიმართებაში გაიზარდა 100 პუნქტით, მაშინ ამბობენ, რომ იყო 1%-იანი ზრდა. ამ შემთხვევაში მონაცემები აღებულია ოთხნიშნა კოტირებებისთვის

საბაზისო პუნქტის არსის უფრო კარგად გასაგებად თავდაპირველად უნდა გვესმოდეს რას წარმოადგენს კოტირებები. კოტირებები გამოსახავს ორ ვალუტას შორის კურსების დამოკიდებულებას.

მაგალითად: EUR/USD Bid - 1,2534; Ask - 1,2538 მიუთითებს იმაზე, რომ 1 ევრო იყიდება 1,2534 დოლარად, ხოლო შესაბამისად 1 ევროს ყიდიან 1,2538

ამ შემთხვევაში საბაზისო პუნქტს წარმოადგენს ბოლო ციფრი კოტირებაში. მოყვანილ მაგალითში ჩანს, რომ ყიდვასა და გაყიდვას შორის სხვაობა არის 4 პუნქტი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სავალუტო კოტირებები შესაძლებელია იყოს ორნიშნა, სამნიშნა, ოთხნიშნა და ხუთნიშნა, მიუხედავად ამისა საბაზისო პუნქტი მაინც კოტირების ბოლო ციფრია.

ამ შემთხვევაში ერთი პუნქტი კოტირებული სავალუტო წყვილთან შესრულებული გარიგებების მოცულობის ტოლია.

მაგალითად, 1 სტანდარტული ლოტის (100 000 საბაზო ვალუტა) მოცულობით შესრულებული გარიგება შეადგენს 10 აშშ დოლარს.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top