რა არის ბიტკოინი (Bitcoin)

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს ლეგიტიმური შესაძლებლობა, გახსნას Forex ანგარიშები Bitcoin-ში, ივაჭროს კურსის ცვალებადობაზე და მიიღოს შესაბამისი მოგება. სტატიაში მოკლედ განვიხილავ ამ უკვე პოპულარულ სავაჭრო ინსტრუმენტს, ზოგად სტრატეგიას, ტაქტიკას და მასთან დაკავშირებული ძირითადი სავალუტო წყვილით - BTC/USD (ბიტკოინი/აშშ დოლარი) ვაჭრობის ზოგად ნიუანსებს.

სავალუტო ბაზარი მსოფლიოში უდიდესი და ყველაზე ლიკვიდური ბაზარია. ის ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში - კვირაში 7 დღე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამჟამად ისედაც დინამიური ფორექსის ბაზარი ფართოვდება სხვა განზომილებაში და  ტრეიდერებს სთავაზობს, იმუშაონ აქტივების ფუნდამენტურად ახალ კლასთან, რომელიც ცნობილია ე.წ. კრიპტოვალუტების სახელით. ფორექსის მრავალი ბროკერი უკვე იღებს ბიტკოინებს, როგორც სავაჭრო ვალუტას, რომლითაც ტრეიდერებს შეუძლიათ იმუშაონ სავალუტო ბაზარზე, შეაფასონ და პროგნოზი გაუკეთონ კრიპტოვალუტების მოძრაობის მოკლევადიან და გრძელვადიან ტენდენციებს.

Bitcoin (BTC) - ბიტკოინი - არის ელექტრონული კრიპტოვალუტა (ციფრული ვალუტის სახეობა, რომელიც ხასიათდება თავის მიმოქცევასთან დაკავშირებული ოპერაციების ღრმა დაშიფვრით).  იგი დეცენტრალიზებული, ანონიმური და უსაფრთხოა შენახვის, გადაცემის და შეძენის თვალსაზრისით. დღეისათვის ბიტკოინი ყველაზე პოპულარულია კრიპტოვალუტებს შორის.

BTC-ს იყენებს ფორექსის მრავალი კომპანია, რომლებიც, თავის მხრივ, ტრეიდერებს სთავაზობენ ბიტკოინების ხელსაყრელი განაღდების  და კონვერტაციის მექანიზმებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბიტკოინი, როგორც ვალუტის სახეობა, არის პოლიტიკურად დამოუკიდებელი სავაჭრო ქსელის დამაარსებელი, რომელმაც ჩამოაყალიბა რევოლუციურად ახალი და ამავე დროს წმინდა ციფრული გადახდის სისტემა. იგი არის ისტორიაში პირველი დეცენტრალიზებული სავალუტო ქსელი, რომელიც მარეგულირებლად იყენებს თავის ყველა მომხმარებელს და არ გულისხმობს რაიმე სახელისუფლებო ორგანოს მონაწილეობას ან რომელიმე გარე სუბიექტის შუამავლობას.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიტკოინ-ვალუტა არის პირველი რეალიზება კრიპტოვალუტის კონცეფციისა, რომელიც პირველად აღწერილია 1998 წელს ვეი დაის (Wei Dai) მიერ. იგი ე.წ. "შიფროპანკების" სოციუმს ახალი ტიპის ფულის იდეას სთავაზობდა,  რომელიც ეფუძნებოდა კრიპტოგრაფიას, რათა კრიპტოვალუტა მართვისა და გარიგებების შესრულების თვალსაზრისით ყოფილიყო ნებისმიერი ცენტრალიზებული მარეგულირებელი ძალის საპირწონე. Bitcoin-ის პირველი ვერსია და კონცეფციის თეორიული მტკიცებულებები წარმოდგენილი იყო 2009 წელს სატოჩი ნაკამოტოს (Satoshi Nakamoto) მიერ, რომლის რეალური ვინაობა დღემდე არ არის ცნობილი, მიუხედავად ინტერპოლისა და ჟურნალისტების არაერთი გამოძიებისა.

მას შემდეგ ამ ვალუტის გაცვლითი კურსი გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა, ხოლო მისი ხელმისაწვდომობა  და გაუმჯობესებისაკენ ღიაობა ეჭვს არ იწვევს. ამ ეკონომიკურ-ფინანსური პროექტის პირველწყარო ღია კოდი და ყველა თანმხლები მასალა მარტივად შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში. ამიტომ ბევრ დეველოპერს საკუთარი კრიპტოვალუტის ვერსიის შესაქმნელად  შეუძლია თავადვე შეუძლია მისი პროგრამული უზრუნველყოფა.

ვინ აკონტროლებს ბიტკოინის ქსელს

Bitcoin პროექტს არავინ მართავს, ისევე, როგორც ერთპიროვნულად არავინ ფლობს ტექნოლოგიას. ბიტკოინი რეგულირდება და მხარდაჭერილია მისი ყველა მომხმარებელის მიერ მთელ მსოფლიოში. დეველოპერები მუდმივად აუმჯობესებენ პროგრამულ უზრუნველყოფას. თუმცა მათ არ აქვთ საშუალება, შეცვალონ ვალუტის პროგრამული პროტოკოლი, რადგან თითოეულ მომხმარებელს აქვს უფლება, აირჩიოს, თუ რომელი პროგრამები და დამხმარე სერვისები გამოიყენოს. ურთიერთშეთავსების უზრუნველსაყოფად მომხმარებლებმა უნდა გამოიყენონ პროგრამა, რომელიც შეესაბამება სპეციალურ Bitcoin პროტოკოლს. ბიტკოინი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ყველა მომხმარებელს შორის სრული კონსენსუსის საფუძველზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა მომხმარებელს და დეველოპერს აქვს ყველაზე ძლიერი სტიმული, რომ დაიცვან ეს კონსენსუსი.

როგორ მუშაობს ბიტკოინი

მომხმარებლის თვალსაზრისით, ბიტკოინი სხვა არაფერია, თუ არა მობილური პროგრამა ან კომპიუტერული პროგრამა, რომელიც წარმოადგენს  ბიტკოინის პირად საფულეს და მომხმარებლებს   ბიტკოინების გაგზავნის და მიღების საშუალებას აძლევს. მაგრამ მომხმარებლის ინტერფეისის კულისებს მიღმა, ბიტკოინის ქსელი წარმოადგენს საჯარო საბუღალტრო წიგნს, რომელსაც ეწოდება ბლოკჩეინი (Blockchain). ეს რეესტრი შეიცავს ჩანაწერებს ყველა იმ გარიგების შესახებ, რომელიც ოდესმე შესრულებულა, რაც საშუალებას გაძლევთ, დაადგინოთ თითოეული გარიგების ნამდვილობა, რომელიც დაცულია შესაბამისი გაგზავნის მისამართების ციფრული ხელმოწერით.

ბიტკოინს ანგარიშსწორებისთვის იყენებენ ფიზიკური და იურიდიული პირები - სამშენებლო კომპანიები, რესტორნები, უძრავი ქონების სააგენტოები, ინსტიტუტები, იურიდიული ფირმები, პოპულარული ონლაინ სერვისები და ა.შ. მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება. 2020 წლის მაისის მონაცემებით, ბიტკოინის კაპიტალიზაცია 177 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. Bitcoin შეგიძლიათ შეიძინოთ იმ კურსის შესაბამისად, რომელიც თქვენთვის ხელსაყრელია სხვა ვალუტებთან მიმართებაში მრავალ ბირჟაზე, მაგალითად: BTCtrade, BTC, ჩინური BTCChina და სხვ. მათი ჩამონათვალი შეგიძლიათ მარტივად მოიძიოთ ინტერნეტში.

Bitcoin და სავალუტო ბაზარი Forex

როდესაც საუბარი შეეხება ბიტკოინ ტრეიდინგს, მაშინ საქმე გვაქვს რამდენიმე ოფციასთან:

  1. ბიტკოინის ანგარიში
  2. აქ ყველაფერი ნათელია. ზოგი სადილინგო კომპანია საშუალებას გაძლევთ, გახსნათ სავაჭრო ანგარიშები ბიტკოინში. ე.ი. თქვენი ბალანსი ტოლი იქნება, მაგალითად, 1,523 ბიტკოინის. განახორციელეთ გარკვეული გარიგებები, ვთქვათ, ვაჭრობთ EUR/USD სავალუტო წყვილზე, ხოლო მოგება/ზარალს იღებთ ბიტკოინებში. ანგარიშიდან თანხის გატანისას, მაგალითად დოლარში, თუ ბიტკოინის გაცვლითი კურსი გაიზარდა, თქვენ დამატებით სარგებელს მიიღებთ. თუ კურსი არ გაზრდილა, მაშინ ზარალში ხართ. ანუ სიტუაცია სრულიად ჰგავს იმ ვითრებას, როდესაც ანგარიში გაქვთ გახსნილი, მაგალითად, ევროში.

  3. მეორე ვარიანტი არის უშუალოდ ვაჭრობა Bitcoin-ით, ანუ მოგების მიღება კრიპტოვალუტის კურსის რყევებზე, რაც არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ფორექს-ტრეიდინგისგან. ფორექსზე Bitcoin-ის სიმბოლოა "BTC".
  4. ბიტკოინი და, ზოგადად, კრიპტოვალუტები მიეკუთვნება ე.წ. ეგზოტიკური სავაჭრო ინსტრუმენტების რიგს, აგრეთვე, კრიპტოვალუტების მსხვილი ბირჟების სიმრავლიდან გამომდინარე, ბიტკოინის მიმდინარე კოტირებები შესაძლებელია ერთმანეთისგან რამდენადმე განსხვავებული იყოს სხვადასხვა ბროკერებთან.

    ბიტკოინის ონლაინ გრაფიკი >>>

BTC/USD ტრეიდინგის ზოგადი სტრატეგია

  1. ამ ეტაპზე გლობალური ტრენდი აღმავალია
  2. ვინაიდან სავალუტო წყვილი ჯერ კიდევ "ახალგაზრდაა" სხვა "ბებერ" სავალუტო წყვილებთან შედარებით (მაგალითად USD/JPY), ამიტომ ჯერჯერობით გლობალური ტრენდი აღმავალია. ამისი გათვალისწინება აუცილებელია გრძელვადიანი პოზიციების გახსნისას. ვაჭრობა მიმდინარეობს 24 X 7 -ზე რეჟიმით. ვალუტის მახასიათებელი თვისებებიდან გამომდინარე, ბიტკოინი ივაჭრება ნონ-სტოპის რეჟიმში. ტრეიდინგი მიმდინარეობს დასვენების დღეებშიც კი. თუმცა პირადად მე არ გირჩევთ ვაჭრობას დასვენების დღეებში.

  3. სიახლეებზე თვალყურის დევნება
  4. ბიტკოინზე დიდ გავლენას ახდენენ ეკონომიკური სიახლეები. თუმცა ისინი უფრო გრძელვადიან ეფექტს ახდენენ მის  მოძრაობაზე, ვიდრე ჩვენ მიჩვეულები ვართ ფორექსის სხვა სავალუტო წყვილებზე მუშობისას. მაგალითად ნონ-ფარმის იმპულსური, მოკლევადიანი გავლენა ფორექსის ბაზარზე. თვალყური ადევნეთ სიახლეებს: თუ ამჩნევთ, რომ რომელიმე მსხვილმა ფონდმა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი ჩადო ბიტკოინებში, მაშასადამე უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა განვიხილოთ მხოლოდ ყიდვის პოზიციები. თუ კრიპტოვალუტების რომელიმე ბირჟის კომპიუტერული სისტემა გატეხეს ან რომელიმე ქვეყანაში შეზღუდეს ან აკრძალეს ბიტკოინებით ვაჭრობა ან მათი გამოყენება, მაშინ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა განვიხილოთ მხოლოდ გაყიდვის პოზიციების გახსნა.

  5. ტექნიკური ანალიზი
  6. რა თქმა უნდა, მუშაობს და მუშაობს საკმაოდ კარგად. შესაძლებელია ჩვეულებრივი მცოცავი საშუალოს გამოყენებაც კი.

  7. არ გირჩევთ სკალპინგს. კრიპტოვალუტებზე დიდი სპრედის გამო სკალპინგის ეფექტურობას ვერ ვხედავ. განიხილეთ სავაჭრო პოზიციები H1 და ზემოთ პერიოდებისთვის.
  8. ტრადიციულ სავალუტო წყვილებთან შედარებით უფრო ხშირია გეპი. მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინები ივაჭრება  დასვენების დღეების გარეშე, გეპები მაინც არსებობს და  ხშირია, ძირითიდად, ლიკვიდურობის არასაკმარისობის გამო, მაგალითად, რაიმე მოულოდნელი სიახლის გამოქვეყნების შემდეგ.
  9. მოძრაობის აქტიურობა შესაძლებელია იყოს დღისა და ღამის ნებისმიერ პერიოდში. სავაჭრო სესიები ბიტკოინზე არ მოქმედებს. გახსოვდეთ ეს ნიუანსი!
  10. გირჩევთ ივაჭროთ მარტივი ან საშუალო სირთულის ტრენდული სტრატეგიებით. მიზანიც საშუალო უნდა იყოს. აგრეთვე ეფექტურია "ყუთების" ან გამრღვევი სტრატეგიები. ტაიმფრეიმი -   Н1 და ზემოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ბიტკოინზე ჯერჯერობით არცთუ ისე დიდი მოცულობისაა სპეკულაციური გარიგებები, ტრეიდინგიც შედარებით მარტივია. ცრუ მოძრაობები და საბაზრო ხმაური შედარებით ნაკლებადაა. ისარგებლეთ მარტივი სტრატეგიებით და არ დაივიწყოთ მანი-მენეჯმენტი და სტოპ-ლოსები.

დღეისათვის კრიპტოვალუტა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი აქტივების კლასია ყველა დანარჩენთა შორის, რაც უზრუნველყოფს გლობალური ფინანსური სისტემის განვითარების უსაზღვრო პერსპექტივებს, თუმცა, ამავდროულად, საფრთხეებსაც. ბევრი ქვეყნის მთავრობა კრიპტოვალუტებში ხედავს უაღრესად კონკურენტუნარიან პოტენციალს, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო სუვერენიტეტს ეროვნული ვალუტის ბაზრიდან განდევნის თვალსაზრისით. ამასთან, უფრო და უფრო მეტი კომპანია, მომსახურება და მწარმოებელი მიმართავს ისეთ პოპულარულ კრიპტოვალუტებს, როგორიცაა Bitcoin, რათა ხელი შეუწყონ ამ გლობალურად მზარდ ინიციატივას და ამავე დროს კრიპტოაქტივებში მაღალი შემოსავლის ინვესტიციის პერსპექტივაც კი იპოვონ, ასევე სავალუტო რისკების დივერსიფიკაციისა და ჰეჯირების პერსპექტივებისთვის. კითხვა - არის თუ არა კრიპტოვალუტა ახალი გლობალური ეკონომიკური რისკი - დღეს ძალიან მწვავედ დგას, მაგრამ ეს სრულიად განსხვავებული ისტორიაა და ამაზე სხვა სტატიებში ვისაუბრებთ.

რაც შეეხება Bitcoin-ზე  ფორექს-ვაჭრობას, ყველაფერი არც ისე რთულია: უმარტივესი ტექნიკური ანალიზი მუშაობს, საჭიროა სიახლეებზე თვალყურის მიდევნება, უნდა გვახსოვდეს  მაღალი სპრედები, არალიკვიდური გეპები და ის, რომ დაბალ ტაიმფრეიმებზე არ უნდა ვივაჭროთ.

ასევე Bitcoin შესანიშნავია სავაჭრო პორტფელის დივერსიფიკაციისთვის, რადგან პრაქტიკულად არ არის დაკავშირებული სხვა სავაჭრო ინსტრუმენტებთან კორელაციების თვალსაზრისით.

 

რეკომენდებული ფორექს ბროკერი

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top