Stop Loss, სტოპ ლოსი, Стоп Лосс

Stop Loss/სტოპ ლოსი/Стоп Лосс

Stop Loss/სტოპ ლოსი/Стоп Лосс – ფორექსის ბაზარზე წარმოადგენს ბრძანებას, რომლის ამოცანაა ზარალის დაყვანა მინუმუმამდე, როდესაც აქტივის კურსი მოსალოდნელისგან საპირისპირო მიმართულებით წავა.

Stop Loss, ისევე როგორც Take Profit ორდერი ყველა ვარიანტში მიბმულია საბაზრო სიტუაციასთან. მათი დაყენება რეკომენდებულია მიმდინარე ფასით სავაჭრო პოზიციის გახსნისთანავე, ან გაგადებული ორდერის დაყენებისთანავე.

რა თქმა უნდა შესაძლებელია სოპ ლოსის დაყენება გახსნილი სავაჭრო პოზიციის მიმდინარეობის დროსაც, მაგრამ ეს არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ფასის მკვეთრი რყევის შემთხვევაში ტრეიდერის დეპოზიტი არ განადგურდება (განსაკუთრებით დიდი მოცულობებით/ლოტით ვაჭრობის შემთხვევაში). ამიტომ ზოგიერთი თეორეტიკოსი დაჟინებით იძლევა იმის რეკომენდაციას, რომ სტოპ ორდერი პოზიციის გახსნისთანავე უნდა იქნას დაყენებული.

ჩემი აზრით კი: ისეთი რა დიდი მოცულობის, ან რა მცდარი პროგნოზის, ან რა საოცარი მიმართულების, ან სესიის ისეთ რა დაძაბულ პერიოდში უნდა გახსნას ორდერი ტრეიდერმა, რომ მისი დეპოზიტი სრული განადგურების რისკის ქვეშ დადგეს. თუ ესეთი მძლავრი რისკები არსებობს, მაშინ, ჩემი აზრით, საერთოდ არ არის საჭირო ორდერის გახსნა. სტოპ ლოსი საჭიროა, მაგრამ არა ასეთ ავრალურ რეჟიმში. წარმოიდგინეთ გაქვთ პისტოლეტი ჩანთაში, და დაგემუქრათ საფრთხე, ასეთ ვითარებაში: თუ არ გაქვთ პისტოლეტის ჩანთიდან (ან იქიდან სადაც გაქვთ), ამოღების, მცველიდან მოხსნის და გადატენვის დრო, მაშინ ღირს კი მისი საერთოდ გამოჩენა? არ ჯობია ცოტა მოშორებული მანძილით გაეცალოთ ინცინდენტის კერას და იქ გააკეთოთ ის რაც ზემოთ ავღწერე?

სტოპ ლოსის ორდერი მაშინ ამუშავდება, როდესაც ვალუტის კურსი მიაღწევს სტოპ ლოსის პარამეტრში გაწერილ ფასს, ამის შემდეგ პოზიცია ავტომატურად იხურება. ტრეიდერი თავად უთითებს, მისთვის დასაშვები ზარალის ოდენობას.

სტოპ ლოსის დაყენებასთან დაკავშირებით, ანუ იმის შესახებ თუ რა ზომაზე უნდა დადგეს სტოპ ლოსი, არსებობს უამრავი მოსაზრება და თეორიაც კი. დამატებით ინფორმაციას ამ თემის შესახებ წაიკითხავთ სტატიაში – “როგორ ხდება სტოპ ლოსის დაყენება“.

ამ ორდერის დაყენების დროს გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, მათ შორის – მინიმალური დონე/ზომა/რაოდენობა და დროზე ადრე ამუშავება.

  • სტოპ ლოსის მინიმალური რაოდენობა 3-5 პუნქტია, ამაზე ახლოს ფასთან სტოპ ლოსს უბრალოდ ვერ დააყენებთ, არც ბროკერი მოგცემთ ამის საშუალებას. აღნიშნულ ფაქტორს მნიშვნელობა ენიჭება მაშინ როდესაც ვაჭრობთ დროის მცირე ინტერვალებზე. მაგრამ არის ერთი ნიუანსი. ხუთნიშნა კოტირებების ბროკერებთან ეს შესაძლებელია, ანუ სტოპ ლოსის დაყენება ზოგჯერ (საბაზრო სიტუაციიდან გამომდინარე) 2 პუნქტის ზომაზეც კი არის შესაძლებელი. მაგრამ აქვს კი ასეთ სტოპ ლოსს აზრი…? ამიტომ სტოპ ლოსი უნდა იყოს დაყენებული, პროგნოზში წინასწარ გათვლილ, გონივრულ დონეზე.;
  • დროზე ადრე ამუშავება – ეს თითქმის იგივეა, რაც ზედა აბზაცში ავღწერე. დაუშვებელია სტოპ ლოსის ისეთ დონეზე დაყენება, რომელიც არ არის წინასწარ გათვლილი. ვთქვათ გახსენით ყიდვის ორდერი, ფასმა კი დაიწყო უკუსვლა, თუ მას გზაზე გადაეღობება უაზროდ დაყენებული სტოპ ორდერი, მაშინ მიიღებთ ზარალს, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ დაინახავთ, რომ ფასი ისევ ჩრდილოეთისკენ დაიძრა, ასცდა ყიდვის ფასს და უპრობლემოდ მიაღწია უკვე ზარალით დახურული ორდერის ტეიკ პროფიტს, მაგრამ თქვენ უკვე თამაშგარე მდგომარეობაში ხართ. ანუ უკუსვლა იყო ჩვეულებრივი კორექცია და არა ფასის შემობრუნება. ამიტომ, სტოპ ლოსში აუცილებლად უნდა იყოს ჩადებული შესაძლო კორექციული მოძრაობის მარაგი.

იმისათვის, რომ სტოპ ლოსი უფრო ეფექტური გავხადოთ, ან როდესაც თავად სავაჭრო სტრატეგიაშია ასეთი რამ ჩადებულია, შესაძლებელია გამოვიყენოთ მცურავი სტოპ ლოსის ფუნქცია – Trailing Stop. სწორედ ფუნქცია (და არა მეთოდი), რადგან სტანდარტული ტრეილინგ სტოპი მუშაობს მხოლოდ ჩართულ ტერმინალში. ტერმინალის გამორთვის შემდეგ იგი აღარ მუშაობს. ამ შემთხვევაში, პოზიციის ტრეილინგისთვის გამოყენებული უნდა იქნას სხვა მეთოდები.

სტოპ ლოსის ალტერნატივად, ზოგიერთი ტრეიდერი ხმარობს პოზიციების ლოკირების ტაქტიკას. ამ შემთხვევაში სტოპ ლოსის ნაცვლად დგება საპირისპირო მიმართულების გადადებული ორდერი, რომელიც მაშინ ამუშავდება, როდესაც ფასი მიაღწევს გარკვეულ ნიშნულს (პრინციპში ეს ის დონეა, სადაც წესით სტოპ ლოსი უნდა განთავსებულიყო), ასეთი მოქმედების რეზულტატია ზარალის ფიქსაცია გარკვეულ დონეზე, თუმცა წამგებიანი პოზიცია ისევ ღია რჩება.

Stop Loss – არის ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტი გაუმართლებელი ზარალისგან თავის დაზღვევისათვის. მისი გამოყენება საშუალებას იძლევა დავიცვათ დეპოზიტი სრული განადგურებისაგან.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Spot price, სპოტური ფასი, Спотовая цена

Spot price/სპოტური ფასი/Спотовая цена

Spot price/სპოტური ფასი/Спотовая цена – ფორექსის ბაზარზე მიმდინარე ფასი, რის საფუძველზეც ხდება ყიდვა ან გაყიდვა, …