სტრატეგია "High Low" • GeoForex.info

სტრატეგია “High Low”

ფორექსის სტრატეგია “High Low” ძალზე მარტივია, თუმცა რეალურად შუძლია კარგი მოგების მოტანა.

ფორექსის სტრატეგია “High Low” – ალგორითმი

შერჩეული სავალუტო წყვილის D1 (Daily) ინტერვალის გრაფიკზე 00:00 საათიდან ვაკვირდებით ფასს. როგორც კი ის გაარღვევს წინა სანთლის (წინა დღის) მაქსიმუმს ან მინიმუმს ანუ High-ს ან Low-ს, შევდივართ ბაზარზე (ვხსნით ორდერს) ფასის მოძრაობის მიმართულებით. თუ არ გვაქვს ფასზე დაკვირვების სურვილი, შეგვიძლია მივუთითოთ სტოპ- ორდერები: sell stop ან buy stop.

სტოპ-ლოსს ვაყენებთ წინა დღის სანთლის ბოლოზე – გახსნილი ორდერის საპირისპირო მხარეს.

შემდეგ ყველაფერი დამოკიდებულია ბაზრის სიტუაციაზე:

  • თუ ტრენდის მიმდინარეობს არჩეული მიმართულებით, მაშინ პოზიცია გადაგვყავს უზარალობაში და ველოდებით მომდევნო დღის დახურვას, თუ მოძრაობა გრძელდება, უბრალოდ ეტაპობრივად გადავაადგილებთ სტოპ- ლოსს მოძრაობის მიმართულებით;
  • თუ ბაზრის სიტუაცია გაურკვეველია – პოზიციის მიდევნებისთვის ვსარგებლობთ ან თრეილიგ-სტოპით, ან მარტივად გადავდებთ ორდერს “ნულზე” და დაველოდებით დღის დახურვას. (დღის დახურვისას შესაძლებელია ორდერის დახურვაც) და ასევე შესაძლებელია მომდევნო ორდერის გახსნა (სხვა სავალუტო წყვილით);

გაყიდვის მაგალითი

ფორექსის სტრატეგია "High Low"

ყიდვის მაგალითი

ფორექსის სტრატეგია "High Low"

ვაჭრობის ამ მეთოდის ერთადერთი ნაკლია – დღიური სანთლების სიდიდე-100-300 პუნქტი. შესაბამისად სტოპ-ლოსი გამოდის 100-300 პუნქტის ოდენობით.

თუ არ არსებობს დიდი თანხის გარისკვის სურვილი, ყოველთვის შესაძლებელია პოზიციის გახსნა ნაკლები ლოტით, ან ცენტურ ანგარიშებზე ვაჭრობა. ამისთვის არსებობს ბროკერები, რომლებთანაც შესაძლებელია ვაჭრობა როგორც მიკრო-ლოტობით, ასევე ცენტური ანგარიშებით.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სტრატეგია Daniella

სტრატეგია “Daniella”

ფორექსის სტრატეგია “Daniella” ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ფორექსზე ვოლატილობის შეკუმშვის შემდეგ, იგი (ვოლატილობა) ყოველთვის ფართოვდება.