Forex4you

![]() |
სტატუსი | რეკომენდებული |
დაარსების თარიღი | 2007 | |
მინიმალური დეპოზიტი | 2 აშშ ცენტიდან | |
მინიმალური ლოტი | 0.0001 და 0.01 | |
სპრედი | ფიქსირებული, 2 პუნქტიდან | |
საკრედიტო მხარი | 1:500-მდე | |
ოფიციალური საიტი | ოფიციალური საიტი | www.forex4you.org |
Forex4you სწრაფად განვითარებადი კომპანიაა და უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება ტრეიდერებისათვის. კომპანია ჩამოყალიბდა 2009 წელს და ამ წლების განმავლობაში საკმაოდ კარგი რეპუტაცია მოიპოვა ფორექს ტრეიდინგის ბიზნესში.
2012 წლის მონაცემებით კომპანიის წლიურმა ბრუნვამ 140 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეს ფაქტი გვაძლევს იმის საკმარის გარანტიას, რათა თამამად გავხსნათ ანგარიში ამ კომპანიაში. Forex4you - იდეალური ვარიანტია დამწყები და საშუალო დონის ტრეიდერებისათვის.
თავის კლიენტებს Forex4you სთავაზობს:
- მრავალფუნქციური საინფორმაციო-სავაჭრო პლატფორმა;
- მოსახერხებელი ტრეიდერის კალკულატორი;
- საფონდო ბირჟების პროგნოზი;
- ფორექს კალენდარი;
- ბონუსები: 25$ დამწყებთათვის და 25% ანგარირზე თანხის ჩარიცხვისას დანამატის სახით;
- 12.5% წლიური სარგებელი დეპოზიტზე: fx4u-pro და Classic Fx4u
- ნებადართულია სკალპინგი და ავტომატური სავაჭრო სისტემებით ვაჭრობა;
- კლიენტების On-line დახმარება 24/7;
- 100 სავაჭრო ინსტრუმენტი;
- სიახლეები, სავაჭრო სიგნალები, ანალიტიკა, ტრეიდერების კონკურსები;
- ლოკირებული მარჯა 0%;
- ანგარიშის მომენტალური შევსება;
- ოპერაციების ავტომატური დამუშავება;
- 11 კონტრაქტი CFD ფიუჩერსებზე;
- 36 კონტრაქტი CFD ამერიკულ აქციებზე;
- 50 სავალუტო ინსტრუმენტი;
- ვაჭრობა ცენტურ ანგარიშებზე;
- პროცენტების წლიური დარიცხვა: 7.5% (ცენტურ ანგარიშებზე); 12% (დოლარების ანგარიშებზე).
ანგარიშის სახეობები:
- სასწავლო სადემონსტრაციო ანგარიში დაგეხმარებათ:
- ოპერაციების განხორციელებაში გარკვევისათვის;
- გაიგოთ, როგორ გახსნათ ორდერები;
- ისწავლოთ, თუ როგორ დახუროთ ლოკირებული პოზიციები;
- თუ როგორ უნდა განხორციელდეს ავტომატური სავაჭრო სისტემების ტესტირება.
- ცენტური ანგარიში:
- სწავლების კურსის დამხმარე ან ალტერნატიული საშუალება;
- ოპერაციები 2 ცენტიდან;
- ანარიშის სწრაფი შევსება და გამოტანა;
- მობილური ტერმინალი.
- კლასიკური ანგარიში:
- ვაჭრობის ხელსაყრელი პირობები;
- მაქსიმალური საკრედიტო მხარი 1 – 500;
- ფიქსირებული სპრედი, 100 ინსტრუმენტი;
- ორდერების ავტომატური შესრულება;
- WebTrader, MultiTerminal.
- პროფესიონალური ანგარიში:
- NDD, ECN სისწრაფე, ბაზრის სპრედი;
- Dow Jones-ის სიახლეები და ანალიტიკა
- პროგნოზები Trading Central-სგან;
- Vip-ანგარიშები, One Click и Level 2
თუ გაქვთ წარმოდგენილ ბროკერთან ურთიერთობის გამოცდილება, გთხოვთ კომენტარებში გამოთქვათ დადებითი ან უარყოფითი აზრი მის შესახებ. ამით თქვენ დაეხმარებით დამწყებ ტრეიდერებს (და არა მარტო მათ) სადილინგო ცენტრის (ბროკერის) აჩევაში. GeoForex.infoGeoForex.info
Comments (30)
-
Admin - ლევანი
მამუკა - მადლობა თბილი მოკითხვისთვის, მიიღეთ ჩემი პატივისცემა. წელს მეორეჯერ ჩავაგდე პროგნოზი ზაფხულის საშვებულებო განწყობის
გამო. ახალ წელსაც კი არ დამმართნია ასეთი
იმედი მაქვს მეტს აღარ ვიზამ
. ასევე მადლობა იმისთვის რომ ალექსანდრეს გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება ვერიფიკაციასთან დაკავშირებით
-
მამუკა
გამარჯობათ ბატონო ლევან. როგორ ხართ. აღარ ჩანდით რაღაც მეგონა მიგვატოვეთ
მოხარული ვარ ისევ განაახლეთ პრგნოზების დადება. მინდა ალექსანდრეს უთხრა ასევე შეუძლია ბანკში მივიდეს და იქაც ამოუბეჭდავენ თანაც თუ ეტყვით ინგლისურად. თქვენ რა მისამართზეც ხართ რეგისტრირებული ის ჩააწერინეთ და მერე რეესტრიდანაც თუ გინდათთ დაამატეთ. მე პირადად მასე მაქვს. -
Admin - ლევანი
ალექსანდრე -
1) საჯარო რეესტრში მოითხოვეთ ცნობა საცოვრებელი ადგილის მისამართის შესახებ - უფასოა თუ მოითხოვთ მის გაკეთებას 20 დღის პერიოდში
2) საჯარო რეესტრიდან აღებული ცნობა გადაათარგმნინეთ ნოტარიუსს ინგლისურად და დაამოწმებინეთ (თუ არ ვცდები დაგიჯდებათ 15 ლარი)
3) ზემოთაღნიშნული გადათარგმნილი და დამოწმებული დოკუმენტები დაასკანერეთ და ატვირთეთ ტრეიდერის კაბინეტში შესაბამის ველში -
ალექსანდრე
სამწუხაროდ მისამართის დადასტურების ეტაპი ვერ გავიარე. უნდა ატვირთო კომუნალური გადახდები ქვითარი (რომელიც ლათინურად უნდა იყოს, რომელსაც არ იძლევიან), ინტერნეტ ის ან ტელეფონის ქვითარი, რომელსაც ასევე არავინ იძლევა ლათინურად ამობეჭდილს. ბანკი კიდევ არ იძლევა დოკუმენტს, რომელზეც მისამართიცაა მითითებული.
შეგიძლიათ დამეხმაროთ და გამარკვიოთ როგორ დავადასტურო მისამართი?. -
Admin - ლევანი
ალექსანდრე - Forex4you-ს ნამდვილად უწერია სპეციფიკაციაში რომ 1 000 დოლარზე მეტი ტრანზაქციების განხორციელებისათვის არ არის საჭირო ვერიფიკაცია. მაგრამ მერწმუნეთ ვერიფიკაცია მაინც დაგჭირდებათ რაღაც ეტაპზე, თუნდაც იმიტომ რომ ნდობის თვალსაზრისით ერთი საფეხურით მაღლა იყოთ არავერიფიცირებულ კლიენტებთან შედარებით ან რაიმე "კლაუზნიკური" შარი არ მოგდონ და დროში არ გაწელონ ტრანზაქცია. მით უმეტეს რომ ვერიფიკაცია უამრტივესი პროცესია
-
Admin -ლევანი
akaki - არამც და არამც ეს პარამერტი, ანუ სპრედის სტატიკური ან დინამიური მნიშვნელობა არ განსაზღვრავს ბროკერის კეთილსინდისიერებას. პრინციპში სანამ ინტერნეტვაჭრობის ტექნოლოგიებმა დღევანდელ დონეს მიაღწიეს, მანამდე ყველას სტატიკური სპრედი ჰქონდა. გადის თუ არა საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ფული - რა თქმა უნდა უმრავლეს შემთხვევაში ლოტები ჯგუფდება და გადის ჰეჯირებულად იმ სოლიდურ ბროკერებთან რომლებსაც აქვთ წვდომა საერთაშორისო ბაზართან. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გაკოტრდებიან. აი ოფციონებში კი საქმე ცოტა რთულადაა, იქ უმრავლეს შემთხვევაში შიდა მოედანზე ხდება ვაჭრობა-თამაში. იქ სხვა მომენტებია.
ბროკერი გვატყუებს თუ არა ამის შესახებ უამრავ სტატიას წაიკითხავთ როგორც ამ საიტზე ასევე სხვასთან, მაგრამ ჩემი სტატიების რეზიუმე ერთ პუნქტში ჯდება: ბროკერმა უნდა ჩაგვირიცხოს ჩვენი მოგებული თანხა, "ვსიო", მორჩა გათავდა, ამის მეტი პირადად მე არაფერი მაინტერესებს. თუ ბროკერი ამას აკეთებს ე.ი. იგი არ გვატყუებს, თუ ბროკერი ან გადადებულ ორდერს იმ ნიშნულზე არ ხსნის რაც გვიყენია, ან იქ არ ხურავს სადაც გვსურ - ეს მომენტები ხდება ხოლმე და ეს უნდა გავატაროთ მთავარია სისტემატიური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს ამას. თუ ბაზრის მკვეთრი მოძრაობაა რა თქმა უნდა ბროკერი დაიცავს თავს, აბა რაა.
და კიდევ ერთი, ბროკერის სანდოობასთან დაკავშირებით ვიტყვი ჩემს მკაფიო მოსაზრებას: თუ არის არჩევანი ასტრახანის წარმოების და ლილოს ბაზრობის ხიზილალებს შორის, პირადად მე ავირჩევდი ასტრახანის ხიზილალას და არა ლილოს ბაზრობის ნათითხნს
კომენტირების ფორმა
გააკეთეთ კომენტარი