ფორექსის სტრატეგია "FLAT Bollinger Band System"

ფორექსის სტრატეგია "FLAT Bollinger Band System" განკუთვნილია ვაჭრობისთვის H1 ინტერვალზე ნებისმიერი სავალუტო წყვილით.

არჩული სავალუტო წყვილის გრაფიკზე ვაყენებთ ფორექსის შემდეგ ინდიკატორებს (ქვემოთ მოყვანილი ყველა ინდიკატორი საწყისი პარამეტრებით მოყვება სავაჭრო ტერმინალს Metatrader 4):

  • ინდიკატორი Bolinger Bands ( პერიოდი - 24, გადახრა - 2, HLCC/4) - ლურჯი ფერი; (მიუთითებს ტრენდს 24 საათიან გრაფიკზე, ანუ ტრენდს დღიურ გრაფიკზე);
  • ინდიკატორი Bolinger Band (პერიოდი - 120, გადახრა - 2, HLCC/4)- წითლი ფერი; (მიუთითებს ტრენდს 120 საათიან გრაფიკზე, ანუ ტრენდს ერთ კვირიან გრაფიკზე);
  • ინდიკატორი Bolinger Band (პერიოდით - 480, გადახრა - 2, HLCC/4) - ნარინჯის ფერი - წყვეტილი; (მიუთითებს ტრენდს 480 საათიან გრაფიკზე, ანუ ტრენდს ერთ თვიან გარფიკზე);
  • ინდიკატორი Simple Moving Average - SMA(4) - პარამეტრით close;
  • ინდიკატორი Simple Moving Average - SMA(8) - პარამეტრით close.

ყველა ინდიკატორის დაყენების შემდეგ გრაფიკი ასე გამოიყურება:

ფორექსის სტრატეგია "FLAT Bollinger Band System"

პირველი პირობა:

ბაზარზე შესვლისათვის საჭიროა ბოლინჯერის სამივე ინდიაკტორიდან ერთ-ერთი ნებისმიერი ინდიკატორის შემოწმება "ფლეტის პირობაზე" .

ანუ:

თუ ერთ-ერთი მათგანი შევიწროვებულია და მისი ხაზები პარალელურია ე.ი ფლეტია და არჩული სავალუტო წყვილი განიხილება ორდერის დასადებად.

თუ კი პარალელური ხაზები არ არის , მაშინ - გადავდივართ სხვა სავალუტო წყვილზე.

მეორე პირობა:

განვსაზგვრავთ, იმყოფება თუ არა ფასი ბოლინჯერის პარალელური ხაზების ქვედა თუ ზედა საზღვარზე.

გაყიდვა:

თუ ფასი მიუახლოვდება ინდიკატორის ზოლის ზედა საზღვარს და კვლავ უკან დაბრუნდა და ეს სიგნალი დასტურდება SMA(4) და SMA(8) კვეთით, მაშინ მომდევნო საათის სანთელის გახსნისას, ვდებთ გაყიდვის ორდერს.

გაყიდვის მაგალითი

ფორექსის სტრატეგია "FLAT Bollinger Band System" (გაყიდვის მაგალითი)

ყიდვა:

თუ ფასი მიუახლოვდა ინდიკატორის ზოლის ქვედა საზღვარს და კვლავ უკან დაბრუნდა და ეს სიგნალი დასტურდება SMA(4) და SMA(8) კვეთით, ვდებთ ყიდვის ორდრს.

ყიდვის მაგალითი

ფორექსის სტრატეგია "FLAT Bollinger Band System" (ყიდვის მაგალითი)

სტოპ-ლოსს ვდებთ იმ სანთლების ზემოთ ან ქვემოთ, რომლებიც მიუახლოვდნენ ბოლინჯერის ინდიკატორის ზემო ან ქვემო ზოლებს.

ორდერი დაიხურება:

  • 2 მარტივი საშუალო მცოცავის SMA გადაკვეთისას;
  • ბოლინჯერის ინდიკატორის ზოლის მოპირდაპირე საზღვარზე;
  • უფრო დიდი პერიოდის ბოლინჯერის ინდიკატორის ზოლების შუა ხაზზე.

შაბლონის/ინდიკატორის გადმოწერა

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top