ფორექსის სტრატეგია "3 EMA+Bollinger"

ფორექსის სტრატეგია 3 EMA+Bollinger მულტივალუტურია,ანუ მუშაობს ყველა სავალუტი წყვილზე. ორდერის გახსნისთვის საჭიროა გაანალიზდეს დროის 2 ინტერვალი: 30 წუთიანი და 5 წუთიანი გრაფიკები.

გრაფიკზე დავაყენებთ ფორექსის ინდიკატორებს:

  • ექსპონენციალური მცოცავი საშუალო EMA პერიოდით 14. (სურათზე წითელი ფერი);
  • საშუალო მცოცავი პერიოდით 21. (სურათზე ნარინჯის ფერი);
  • ექსპონენციალური მცოცავი საშუალო EMA პერიოდით 50. (სურათზე იასამნის ფერი)
  • ინდიკატორი Bollinger Bands პარამეტრებით(20,2). (სურათზე მწვანე ფერი).

ორდერის გახსნის ალგორითმი:

პირველ რიგში ვაანალიზებთ 5 წუთიან გრაფიკს.


5 წუთიან გრაფიკზე ტრენდი მიმართულია ზემოთ, თუ: მცოცავი საშუალო EMA 14 უფრო მაღლაა ვიდრე მცოცავი საშუალო EMA 21, ხოლო მცოცავი საშუალო 14 EMA და 21 EMA უფრო მაღლაა ვიდრე მცოცავი საშუალო 50 EMA და თუ ექსპონენციალური მცოცავი საშუალო 50 EMA იმყოფება ბოლინჯერის ველების შიგნით.

ამ პირობების შესრულების შემდგომ, გადავდივართ 30 წუთიან გრაფიკზე.

ყიდვის ორდერი დაიდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მცოცავი საშუალო EMA14 მცოცავი საშუალო EMA 21-ზე მაღლაა, ხოლო მცოცავი საშუალობი 14 EMA და 21 EMA, 50 EMA მცოცავ საშუალოზე ზემოთაა განლაგებული, თანაც მცოცავ საშუალო 50 EMA იმყოფება ბოლინჯერის ველების შიგნით.

გაყიდვის ორდერის გახსნისთვის უკუპირობებია.

ყიდვის მაგალითი

M5 გრაფიკი

ფორექსის სტრატეგია 3 ema bollinger

M 30 გრაფიკი

ფორექსის სტრატეგია 3 ema bollinger

სტრატეგიაში სტოპ ლოსი და ტეიკ პროფიტი განსაზღვრული არაა. სავაჭრო პოზიცია იხურება მიმდინარე ფასით, ნებისმიერი ერთ-ერთი პირობის დარღვევის შემთხვევაში.

ფიქსირებული სტოპ ლოსის ნაცვლად სასურველია გამოვიყენოთ ტრეილინგ-სტოპი.

შაბლონის/ინდიკატორის გადმოწერა

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • Admin-ლევანი

    baxva - გაყიდვის ორდერის გახსნისთვის სარკისებურად საპირისპირო უკუპირობებია

    Short URL:
  • baxva

    ყიდვის მაგალითი გასაგებია მაგრამ გაყიდვის შემთხვევაში როგორ იქნება ?

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top