ფორექსის სტრატეგია "ვაჭრობა სიახლეების გარღვევაზე"

ფორექსის სტრატეგია "ვაჭრობა სიახლეების გარღვევაზე": არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ფუნდამენტალური სიახლეები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ სავალუტო ბაზარზე. ამიტომ ტრეიდერების უმრავლესობა ცდილობს ამ მომენტებში ტერმინალის ეკრანებთან იყოს, რათა ან დააკვირდეს ბაზრის მოძრაობას, ან მიიღოს შემოსავალი.

არც ისაა საიდუმლო, რომ სიახლეებზე ვაჭრობა საკმაოდ რთული პროცესია და ბევრი მიზეზის გამო. "არ არის ფასი", "არ არის ტერმინალური კავშირი ბროკერთან", "სავაჭრო ნაკადი დაკავებულია", ან გადადებული ორდერი ამუშავდა, მაგრამ არა მითითებული ფასით, არამედ საბაზრო ფასით, რომელიც შესაძლებელია 30-50 პუნქტით მეტი იყოს ვიდრე მოთხოვნილი ფასი - საბოლოო ჯამში მივიღებთ, რომ ჩვენი ორდერი გაიხსნება სიახლეებით გამოწვეული მოძრაობის ან მწვერვალზე ან ფსკერზე, რაც გამოიწვევს ზარალს/წაგებას.

უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ სიახლეებს განეკუთვნება:

  • აშშ-ს ფედერალური სარეზრვო სისტემის, ევროპული ბანკის, იაპონიის ბაკის და დიდი ეკონომიკების მქონე სხვა ქვეყნების ნაციონალური ბანკების საპროცენტო განაკვეთების გამოცხადება;
  • NFP - აშშ არასასოფლო სამეურნეო სექტორში დასაქმებულთა კოეფიცენტის გამოცხადება;
  • ევრობანკის და აშშ ფედერალური სარეზერვო სისტემის თათბირების ოქმების გამოქვეყნება;

სხვა ეკონომიკური სიახლეებიც იძლევიან გარკვეულ მოძრაობებს, მაგრამ დაბალია ალბათობა იმისა, რომ რაიმე მნიშვნელოვან მანძილს გაივლის ფასი.

სიახლეების გამოქვეყნების დროს მიზანშეწონილია და ალბათ ერთადერთი ვარიანტია, გამოყენებული იქნას სტრატეგიები "გარღვევაზე", როდესაც ფასი აკეთებს მკვეთრ მოძრაობას.

  • ტაიმ ფრეიმი: M5 (ხუთი წუთი);
  • სავალუტო წყვილი: EUR/USD, AUD/USD, USD/JPY;

სავალუტო წყვილის გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • ბოლინჯერის ველები (Bollinger Bands), სტანდარტული პარამეტრებით, გადახრით 2,5 (გრაფიკზე მწვანე);
  • ბოლინჯერის ველები (Bollinger Bands), სტანდარტული პარამეტრებით, გადახრით 1 (გრაფიკზე წითელი);

სტრატეგიის პირობები:

  • მნიშვნელოვანი სიახლეების გამოქვეყნების წინ ფასი ფაქტიურად ერთ წრფეზე დუნედ მოძრაობს და სიახლის გამოქვეყნების შემდეგ ფასი იწყებს აქტიურ მოძრაობას;
  • როდესაც ფასი იწყებს მოძრაობას და მომდევნო სამი 5 წუთიანი სანთელი წავა ერთი მიმართულებით, ანუ სიახლის გამოქვეყნებიდან 15 წუთის შემდეგ ვხნით ორდერს მოძრაობის მიმართულებით;
  • საწყისი ტეიკ პროფიტის პირველი მიზანი 30 პუნქტია;
  • საწყისი სტოპ ლოსი 30 პუნქტი;
  • პირველო მიზნის მიღწევის შემდეგ სტოპი გადაგვაქვს უზარალობაში;

ბოლინჯერის ველების ფილტრი:

  • 1 გადახრიანი და 2.5 გადახრიანი ბოლინჯერის ველებს შორის არსებული სივრცე არის ორდერების გამორიცხვის სექტორი;
  • თუ ბოლინჯერის მრუდები ისევ იმყოფება გარღვევის მიმართულების თანხვედრილად და ფასი იმყოფება ამავე სივრცეში, მაშინ ჩვენ კვლავ ვიმყოფებით პოზიციაში;
  • პოზიციიდან გამოსვლა ხდება იმის მიხედვით თუ რა ურთიერთდამოკიდებლება აქვთ ფასსა და ბოლინჯერის ველებს და განისაზღვრება შემდეგი პირობებით:

    ა) თუ სანთლის 60% დაბრუნდა და იმყოფება 1 გადახრიანი ბოლინჯერის შიგნით, ან

    ბ) მთლიანი სანთელი დაბრუნდა და იმყოფება 1 გადახრიანი ბოლინჯერის შიგნით

  • ორივე შემთხვევაში პოზიცია უნდა დაიხუროს;

2.5 გადახრიანი ბოლინჯერის გარღვევის შემთხვევაში მივდევთ ფასს ტრეილინგ სტოპით.

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "ვაჭრობა სიახლეების გარღვევაზე" 

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "ვაჭრობა სიახლეების გარღვევაზე" 

შაბლონი ფორექსის სტრატეგიისთვის (შაბლონის გადმოწერა)

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top