ფორექსის სტრატეგია "ბოლინჯერი სტეროიდებზე"

ფორექსის სტრატეგია "ბოლინჯერი სტეროიდებზე" ალგორითმი:

  • ტაიმ ფრეიმი: D1;
  • სავალუტო წყვილი: მულტივალუტური;

გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • ბოლინჯერის ველები (20, 1.5) - გრაფიკზე წითელი;
  • ბოლინჯერის ველები (20, 1) - გრაფიკზე ლურჯი;

პოზიციის გახსნის პირობები:

არსებობს ბაზარზე შესხლის ორი ტიპი: ლურჯი სავაჭრო სიგნალი და წითელი სავაჭრო სიგნალი

ძირითადი წესი:

წითელი სავაჭრო სიგნალები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლურჯი სავაჭრო სიგნალები.

წითელი სავაჭრო სიგნალები:

წითელი სავაჭრო სიგნალი ჩნდება, მაშინ როცა ფასი ეხება ბოლინჯერის წითელ მრუდს და შემდეგ იხურება არხის შიგნით. სურათზე  მწვანე ისრები.

  • სანთელი შეეხო ბოლინჯერის წითელ მრუდს (ყიდვის შემთხვევაში ქვედა მრუდს, გაყიდვის შემთხვევაში ზედა მრუდს), შესაძლებელია გაარღვია კიდეც იგი, მაგრამ შემდეგ დაბრუნდა არხში და  დაიხურა არხის შიგნით;
  • პროფიტი დგება ბოლინჯერის შუა მრუდზე;
  • სტოპ ლოსი დგება ან უახლოეს ლოკალურ ექსტრემუმზე ან ტეიკ პროფიტის სავარაუდო მანძილის ტოლ მანძილზე (საკმაოდ დაძაბული პირობაა, მაგრამ სტრატეგია ასე მოითხოვს);

წითელი სავაჭრო სიგნალის მაგალითი:

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "ბოლინჯერი სტეროიდებზე" 

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "ბოლინჯერი სტეროიდებზე" 

ლურჯი სავაჭრო სიგნალები:

  • ლურჯი სიგნალები წარმოადგენენ სტრატეგიის ე.წ. სტეროიდულ ნაწილს. ლურჯი სიგნალები გენერირდება მაშინ, როდესაც ფასი მდებარეობს არხის შიგნით, ხოლო შემდეგ გადის ბოლინჯერის ლურჯი მრუდის გარეთ;
  • სურათზე წარმოდგენილ მაგალითში - ფასი იმყოფებოდა არხის შიგნით, შემდეგ გაარღვია ბოლინჯერის ლურჯი მრუდი ზემოთ. მიაქციეთ ყურადღება, რომ მან ვერ მიაღწია წითელ მრუდს, არ შეეხო მას, არ გაარღვია იგი და არ დაბრუნდა არხში, ანუ წითელი სავაჭრო სიგნალი არ დამდგარა. ასეთი სიგნალი - ყიდვის სიგნალია. ლურჯი სიგნალების დროს ტეიკ პროფიტი არ დგება, ორდერი რჩება ღია, მანამ სანამ არ გაჩნდება შემდეგი წითელი სიგნალი. ამ მომენტში ორდერი იხურება;

ლურჯი სავაჭრო სიგნალის მაგალითი:

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "ბოლინჯერი სტეროიდებზე" 

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "ბოლინჯერი სტეროიდებზე" 

შაბლონი ფორექსის სტრატეგიისთვის (შაბლონის გადმოწერა)

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top